FM97.5 / LIVE

რელიგიური ტოლერანტობა და „პატიმარი“ მინარეთი [ნაწილი II]

მთავარისაზოგადოება 01.09.2013
ჯერ მოჭრილი, შემდეგ კი დასაწყობებული და დალუქული მინარეთი სოფელ ჭელაში; მუსლიმებისა და მართლმადიდებლების საპროტესტო აქციები; შეცვლილი ამინდი მეზობლურ ურთიერთობებში და მუსლიმების სამომავლო გეგმები; ერთკვირიანი დაძაბულობა მესხეთში და კითხვები, რომლებიც უპასუხოდ დარჩა. [დასაწყისი]

რელიგიური ტოლერანტობა და „პატიმარი“ მინარეთი [ნაწილი II]

27 აგვისტო: აქცია, სასამართლო, შეფასებები და ბრალდებები...

27 აგვისტოს, დილით, დაახლოებით 10:00 საათზე, მუსლიმური თემის წარმომადგენლებმა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოსთან ცენტრალური გზა გადაკეტეს. ისინი მინარეთის დემონტაჟის დროს დაკავებულების გათავისუფლებას და მინარეთის დაბრუნებას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეებს რამდენიმე ქრისტიანიც შეუერთდა.რელიგიური ტოლერანტობა და „პატიმარი“ მინარეთი [ნაწილი II] ამავე დღეს, 11:00 საათზე, აქციაზე ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის სიმონ პარუნაშვილის დაკავების ცნობა გავრცელდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მისი დაკავება მინარეთის საქმეს არ უკავშირდებოდა.

27 აგვისტოს აქციას ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე და საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილიც შეუერთდნენ. ისინი პოლიციელებს შეხვდნენ და პირობა მიიღეს, რომ დაკავებულებს ეტაპობრივად გამოუშვებდნენ. „ვინაიდან საქართველოში არცერთი მეჩეთი და მინარეთი კანონიერად არ არის აშენებული, მაშინ გამოდის რომ ყველა უნდა დაინგრეს“, - აცახდებდა ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე.

27 აგვისტოს აქციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული მუსლიმებიც შეუერთდნენ. მათთან შესახვედრად სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფტი ჯემალ პაქსაძეც ჩამოვიდა, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში სამმართველოში მოლაპარაკებებს აწარმოებდა. მოლაპარაკებას ესწრებოდა რეინტერგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი ზვიად ზვიადაძეც.
ამავე დღეს, ახალციხეში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოვიდა. ისინი არამხოლოდ აქციას, არამედ დაკავებულთა სასამართლო პროცესსაც ესწრებოდნენ.

რელიგიური ტოლერანტობა და „პატიმარი“ მინარეთი [ნაწილი II]მინარეთის დემონტაჟის დროს დაკავებულთა სასამართლო პროცესები აქციის პარალელურად მიმდინარეობდა. იმ 6 დაკავებულის სასამართლო, რომელთა მიმართაც საქმის წარმოება ადმინისტრაციული წესით მიმდინარეობდა, 27 აგვისტოს ორ ეტაპად წარიმართა. 6-ვე მათგანს სასამართლომ 400-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. 3 დაკავებულს კი ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინეს, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამავე დღეს, საღამოს, რაინდი შანთაძეს, ვახტანგ მარკოიძეს და გენადი აბაშიძეს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 2 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მათ აღნიშნული თანხის გადასახდელად 30 კალენდარული დღის ვადა მისცეს. სამივე ბრალდებულს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი რევაზ რევაზიშვილი და ნუგზარ სამარჯიშვილი იცავდნენ. ადვოკატებმა სასამართლოს ბრალდებულების აღკვეთი ღონისძიების გარეშე დარჩენა სთხოვეს, თუმცა, მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. შემდეგი პროცესი 2013 წლის 16 ოქტომბერს ჩაინიშნა.

ყველა დაკავებულმა სამმართველოს შენობა დაახლოებით 15:40 საათზე დატოვა. მას შემდეგ, რაც ყველა დაკავებული გაათავისუფლეს, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოსთან შეკრებულმა ქართველმა მუსლიმებმა გადაწყვიტეს, რომ ორდღიანი აქცია შეეწყვიტათ. ისინი სალოცავად სოფელ ჭელაში წავიდნენ და გადაწყვიტეს, რომ მეორე დღეს ბათუმში შეკრებილიყვნენ.

27 აგვისტოს ჭელაში მიმდინარე მოვლენებს რამდენიმე არასამთავრობო და უფლებადამცველი ორგანიზაცია გამოეხმაურა. მინარეთის დემონტაჟს გამოეხმაურნენ მთავრობის წევრებიც.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ გამგეობის წევრმა გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა, რომ შემოსავლების სამსახურს მინარეთის დემონტაჟის უფლება არ ჰქონდა: „მათ მხოლოდ დათვალიერების ან სინჯის უფლება ჰქონდათ. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ეს მონაკვეთი არ წარმოადგენდა დამოუკიდებელ საქონელს. ეს იყო უძრავი ქონების შემადგენელი ნაწილი, ამდენად მისი გამოცალკევება დაუშვებელი იყო“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამი იყო, რომ „გარდა იმისა, რომ შემოსავლების სამსახურს არ ჰქონდა მინარეთის დემონტაჟის უფლება, ამ ქმედებით ადგილობრივი მუსლიმების უფლებები შეილახა“.

„საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე ყველა მხარის მოქმედება კანონის ფარგლებში უნდა იყოს მოქცეული“, - ნათქვამი იყო 27 აგვისტოს, საღამოს, სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ დირექტორმა ეკა ჭითანავამ ჭელაში მინარეთის დემონტაჟი რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციად შეაფასა. მისი თქმით, შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადება ბუნდოვანი და დაუსაბუთებელი იყო.

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის უმცირესობების საკითხების ექსპერტი რუსუდან გოცირიძე ფეისბუქის გვერდზე წერდა, რომ „შეიძლებოდა ამ დაძაბულ რელიგიურ ფონზე სოფელი ჭელა გამხდარიყო რელიგიური ჰარმონიის საოცარი მაგალითი, სადაც მუსლიმები ტაძრის აშენებაში ეხმარებიან ქრისტიანებს და ქრისტიანების გვერდით მუსლიმები ლოცულობენ თავის სალოცავში”.

„რელიგიური დევნა თვისობრივად ახალ ფაზაში გადადის“, - აცხადებდა თავისუფლების ინსტიტუტი.

ხელისუფლება ცდილობს ადიგენზე კონტროლი დაამყაროს“, - ასე შეაფასა მშობლიურ მხარეში მიმდინარე მოვლენები საპატიმროდან ფეისბუქის გვერდზე „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა. „მინარეთის დემონტაჟი იგივეა, რაც მართლმადიდებლებისთვის ჯვრის მოხსნა“, - მინარეთის დემონტაჟსა და ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის დაკავებას ბათუმის მეჩეთიდან გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტიც. „საქართველოში არის რამდენიმე ასეული ათასი მუსლიმი, მსოფლიოში არის რამდენიმე მილიონი მუსლიმი ქართველი და არავის არ აქვს უფლება რაიმე სახის შუღლი ჩამოაგდოს მათსა და დანარჩენ ქართველებს შორის“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მინდა სინანული გამოვხატო სააკაშვილის მორიგ გამოხტომაზე“, -ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცახდებას საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე. "მინდა შევახსენო ჩემი ქვეყნის მოსახლეობას, რომ საქართველოში არასდროს მომხდარა რელიგიური დაპირისპირება, ეს არის ჩვენი ხალხის უდიდესი განძი რომელმაც საუკუნეებს და ისტორიის ქარტეხილებს გაუძლო და დღევანდლამდე მოვიტანეთ! მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ნებისმიერი რელიგიური საფუძვლის მქონე კონფლიქტი არ ასახავს საერთო მდგომარეობას ქვეყანაში და არის ცალკეული, სხვადასხვა მიზეზით მოტივირებული ადამიანების ან მცირე ჯგუფების მოწყობილი პროვოკაცია“, - წერდა კალაძე ფეისბუქის გვერდზე.

საქართველოს მოუწევს გადაწყვეტა, უნდა იყოს თუ არა ქვეყანაში მინარეთები“, - ჭელაში მომხდარს გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც. „თუ ჩვენ გვინდა ტაძრების და მეჩეთების მშენებლობა, ეს უნდა ხდებოდეს სხვა ფორმით, მაგრამ ბოლოს მაინც დავაფიქსირებ რომ იმ ფორმით, რა ფორმითაც მოხდა მეჩეთის მინარეთის მოხსნა, ჩემთვის იყო მიუღებელი“, - განაცხადა მინისტრმა.

რელიგიური ტოლერანტობა და „პატიმარი“ მინარეთი [ნაწილი II]ამავე დღეს, საღამოს, სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟისას დაზარალებული ადამიანების უფლებების დასაცავად, აქცია გაიმართა თბილისში, კანცელარიის შენობასთან. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებდნენ იმ ადამიანებს, ვისი უფლებებიც ჭელაში მომხდარი ინციდენტის დროს დაირღვა.

გვიან ღამით, დაახლოებით 23:00 საათზე, განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომ. საპატრიარქომ მომხდარი რელიგიური შუღლის გაღვივების მცდელობად შეაფასა: „რაც ამჟამად ხდება, არის რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების მცდელობა, დაახლოებით მსგავსი იმ პროცესებისა, რაც სურდათ განევითარებინათ ნიგვზიანში, წინწყაროსა და სამთაწყაროში. ამ ძალის მიზანია, როგორმე დააპირისპიროს ქრისტიანი და მუსლიმი მოსახლეობა, ამით კი ეკლესიისა და სახელმწიფოს დისკრედიტაცია მოახდინოს და ამ ფონზე თავისი მიზნები განახორციელოს“.

იხილეთ გაგრძელება.
[sknews.ge]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.11.2019 თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

14.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 1 158 695 ლარით ნინოწმინდაში

13.11.2019 ახალციხის სკვერში ატრაქციონის ჩამოვარდნის დროს საქანელაზე ბავშვი იჯდა [ვიდეო]

13.11.2019 თბილისში ნანი მანველიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ჭელაში მინარეთი კანონდარღვევით აშენდა
TI: 'შემოსავლების სამსახურს არ ჰქონდა მინარეთის დემონტაჟის უფლება'
გიორგი მშვენიერაძე: 'მათ მხოლოდ დათვალიერების ან სინჯის უფლება ჰქონდათ'
ნოდარ ხადური: 'მინარეთის საკითხი ტექნიკურად უნდა გადაწყვეტილიყო და სამწუხაროა, რომ ამან სხვა ხასიათი მიიღო'
TDI მინარეთის დემონტაჟზე პრემიერის პოზიციას აფასებს
სამხარეო სამმართველოს შენობას დაკავებულები ეტაპობრივად ტოვებენ
ჭელაში მომხდარს დღეს კანცელარიასთან გააპროტესტებენ