FM97.5 / LIVE
ხევაშენში გარდაცვლილი 23 წლის ბესო ენდელაძის სასამართლო პროცესზე.">

ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე პროკურორმა საბოლოო სიტყვა წაიკითხა

მთავარისამართალი 13.10.2014
ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებები და პროკურორის დასკვნითი სიტყვა ხევაშენში გარდაცვლილი 23 წლის ბესო ენდელაძის სასამართლო პროცესზე.

ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე პროკურორმა საბოლოო სიტყვა წაიკითხა
დღეს, 13 ოქტომბერს, გარდაცვლილი ბესო ენდელაძის საქმეში ბრალდებულის სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევით დაიწყო.

პროკურორმა კახა ლეკიშვილმა სასამართლოს წერილობითი მტკიცებულებების შემდეგ დასკვნით სიტყვა წარმოთქვა. პროკურორმა 16 წუთის განმავლობაში აქცენტი დანაშაულის ჩადენისას ბრალდებულის ნასვამ მდგომარეობაში ყოფნაზე გააკეთა. მისი თქმით, დაცვის მხარემ მოწმე რატი დემეტრაძის ჩვენება, უდავო გახადა. რატი დემეტრაძე კი ბრალდებულს იმ ღამეს, როცა დანაშაული მოხდა თან ახლდა. დემეტრაძის ჩვენების მიხედვით, ვიდრე ბრალდებულთან ერთად იგი ახალციხეში გაემგზავრებოდა, მათ სოფლის მაღაზიაში „კონიაკი“ იყიდეს.

როგორც პროკურორმა განაცხდა, იმის შესახებ, რომ ბრალდებული 16 დეკემბრის ღამეს ნასვამ მდგომარეობაში იყო, სხვა მოწმეებიც საუბრობენ: „ვიცი დაცვის მხარე დასკვნით სიტყვაში იმაზე გაამახვილებს ყურადღებას, რომ არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა ბრალდებულის ნასვამ მდგომარეობაში ყოფნის შესახებ. ბუნებრივია ასეთი დასკვნა ვერ გვექნებოდა, რადგან დანაშაული 2013 წლის 16 დეკემბრის ღამეს მოხდა და გამოძიებამ იმის დადგენა და გარკვევა თუ რასთან გვქონდა საქმე 2014 წლის თებერვალში შეძლო“.

პროკურორის განცხადებით, ამიტომ ბრალდებული სსკ-ის 276 მუხლის მეექვსე ნაწილით უნდა დაისაჯოს.

დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვის წასაკითხად პროცესზე მზად არ აღმოჩნდა, ამიტომ მომავალი სხდომა 7 ნოემბერს 15:00 საათზე ჩაინიშნა. ამ დღეს სასამართლო პროცესი დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვის წარმოთქმით დაიწყება, შემდეგ კი საბოლოო სიტყვას ბრალდებული წარმოთქვამს.

შეგახსენებთ, რომ ხევაშენის მკვიდრი, 23 წლის ბესო ენდელაძე, 2013 წლის 16 დეკემბრის ღამეს სოფელ ვარხანში უგონო მდგომარეობაში, სისხლის გუბეში ნახეს. იგი უგონო მდგომარეობაში 47 დღე იყო. ოჯახის წევრები და ახლობლები დარწმუნებული არიან, რომ ბესო მოკლეს, თუმცა საქმის ძიება ამ დრომდე 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც მთვრალ მდგომარეობაში ავტოსაგზაო შემთხვევას გულისხმობს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე მოწმეები აღარ დაიკითხებიან
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეში ბრალდებულს 5–წლიანი პატიმრობა მიესაჯა
იყო თუ არა ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეში ბრალდებული მთვრალი დანაშაულის ჩადენისას
პროკურატურა ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე საპროცესოს არ აფორმებს
ბესო ენდელაძის საქმეს პროკურატურა უზენაესში ასაჩივრებს
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმე სრულდება
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე ოჯახი ხელახალ გამოძიებას ითხოვს