FM97.5 / LIVE
ახალციხეში კორონავირუსი ექიმს დაუდასტურდა

ახალციხეში კორონავირუსი ექიმს დაუდასტურდა

12.10.2020 -
დღეს, 12 ოქტომბერს ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლის ექიმს COVID-19 დაუდასტურდა. რეგიონში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 59-მდე გაიზარდა.
ახალციხეში გიორგი ბრწყინვალეს ძეგლი დაიდგმება და ბექა ჯაყელის სახელობის ქუჩა გაიხსნება – გახარია

ახალციხეში გიორგი ბრწყინვალეს ძეგლი დაიდგმება და ბექა ჯაყელის სახელობის ქუჩა გაიხსნება – გახარია

12.10.2020 -
დღეს, 12 ოქტომბერს, "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას, პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ახალციხეში გიორგი ბრწყინვალეს ძეგლი დაიდგმება და ბექა ჯაყელის სახელობის ქუჩა გაიხსნება.
ახალციხეში 110 ოჯახს მაღალი ძაბვის მოვარდნის გამო დამწვარი ტექნიკის თანხა აუნაზღაურეს

ახალციხეში 110 ოჯახს მაღალი ძაბვის მოვარდნის გამო დამწვარი ტექნიკის თანხა აუნაზღაურეს

12.10.2020 -
„ენერგო–პრო ჯორჯიას“ განცხადებით, მიმდინარე წლის მაისში მაღალი ძაბვის მოვარდნის გამო, 110 ოჯახი დაზარალდა, აქედან ნაწილს დამწვარი ტექნიკის შეკეთების თანხა გადაუხადეს, ნაწილს კი ახალი უყიდეს.
‘ქართულმა ოცნებამ’ ახალციხეში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა

‘ქართულმა ოცნებამ’ ახალციხეში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა

12.10.2020 -
დღეს, 12 ოქტომბერს ახალციხეში საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, გიორგი გახარიამ და „ქართული ოცნების“ ლიდერებმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ანტონ ობოლაშვილი ამომრჩეველს წარუდგინეს. შეხვერას ადგილობრივი თვითმმართველობის, მერიის, ააიპ–ების, სკოლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრის, სამხარეო ადმინისტრაციის, საკრებულოს თანამშრომლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.
ახალციხის ბაღებში სააღმზრდელო  პროცესი დაიწყო ®

ახალციხის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო ®

12.10.2020 -
დღეს, 12 ოქტომბერს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა.
ფინკა ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამას უერთდება ®

ფინკა ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამას უერთდება ®

12.10.2020 -
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ ხორციელდება. პროექტის მიზანია სასოფლო-სამეურნეო დარგში დასაქმებულ ფიზიკურ და იურიდიული პირებს იაფ ფინანსურ რესურსებზე წვდომა მისცეს.
24 საათში საქართველოში კორონავირუსით 8 პაციენტი გარდაიცვალა

24 საათში საქართველოში კორონავირუსით 8 პაციენტი გარდაიცვალა

12.10.2020 -
დღეს, 12 ოქტომბერს, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა რვამდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 -
დღეიდან, 12 ოქტომბრიდან ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების, ჭეჭლისა და დიდი ზანავის სკოლებმა, რომლებიც კორონავირუსის შემთხვევების გამო, დისტანციურ რეჟიმზე იყვნენ გადასულები, სწავლა შენობებში განაახლეს. არალში კი ხვალიდან, 13 ოქტომბრიდან დაიწყება.
თეატრალური საზოგადოების პრემიით მესხეთის თეატრი 2 ნომინაციაში დაჯილდოვდა

თეატრალური საზოგადოების პრემიით მესხეთის თეატრი 2 ნომინაციაში დაჯილდოვდა

12.10.2020 -
მესხეთის თეატრმა, შემოქმედებითი კავშირი-საქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური პრემია, ორ ნომინაციაში მიიღო.
სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსისგან კიდევ 2 პირი გამოჯანმრთელდა

სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსისგან კიდევ 2 პირი გამოჯანმრთელდა

12.10.2020 -
სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 9–მდე გაიზარდა. რეგიონში ინფიცირების 58 შემთხვევაა გამოვლენილი.
აბასთუმანის ტყეში სალაშქრო ბილიკები კეთდება

აბასთუმანის ტყეში სალაშქრო ბილიკები კეთდება

12.10.2020 -
დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის აბასთუმნის ტერიტორიაზე ახალი სალაშქრო ბილიკები კეთდება, არსებულს კი რეაბილიტაცია უტარდება. ჯამში, 100 კილომეტრამდე სიგრძის ბილიკების რეაბილიტაციაა დაგეგმილი.
რა (არ) განმარტა მეუფე ნიკოლოზმა ასფარას ‘ოაზისის’ სქემაზე

რა (არ) განმარტა მეუფე ნიკოლოზმა ასფარას ‘ოაზისის’ სქემაზე

12.10.2020 -
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განმარტა რატომ ყიდულობს მიტოვებულ სოფელ ასფარაში სახლებს და რა როლი აქვთ შუამავლებს, რომლებისგანაც ეპარქია ქონებას ორჯერ ძვირად ყიდულობს.
რა შემთხვევაში იმკურნალებს კოვიდინფიცირებული სახლში – ტიკარაძის განმარტება

რა შემთხვევაში იმკურნალებს კოვიდინფიცირებული სახლში – ტიკარაძის განმარტება

12.10.2020 -
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები, რომლებსაც გართულებები არ აღენიშნებათ და რისკ–ჯგუფებს არ მიეკუთვნებიან, სახლის პირობებში იმკურნალებენ.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 პირი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 პირი გარდაიცვალა

12.10.2020 -
StopCov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 91-მდე გაიზარდა.
საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

12.10.2020 -
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ქვეყანაში COVID 19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 12 272-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 6 538.
ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

12.10.2020 -
დღეს, 12 ოქტომბერს ახალციხის საბავშვო ბაღებში სწავლა დაიწყო, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების განცხადებით, სწავლა ყველა ბაღში განახლდა.