FM97.5 / LIVE
‘ჯავახეთში აქციაზე საჯარო პირების ყოფნა სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლაა’ - პოლიტოლოგი

‘ჯავახეთში აქციაზე საჯარო პირების ყოფნა სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლაა’ - პოლიტოლოგი

06.10.2020 -
დღეს, 6 ოქტომბერს ახალქალაქში ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის მიერ გამართულ აქციაში საჯარო პირების მონაწილეობა, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია - ასე აფასებენ პოლიტოლოგები დღევანდელ გამოსვლაში ახალქალაქის მერისა და პარლამენტის დეპუტატის მონაწილეობას.
საფეხური: როგორ სწავლობენ დისტანიურად არლის სკოლაში [აუდიო]

საფეხური: როგორ სწავლობენ დისტანიურად არლის სკოლაში [აუდიო]

06.10.2020 -
ადიგენში, არლის საჯარო სკოლაში დისტანიურად სწავლობენ, აქ მასწავლებელს კორონავირუსი გასულ კვირას დაუდასტურდა. როგორ მიმდინარეობს საგაკვეთილო პროცესი და რა სირთულეებს აწყდებიან დაწყებითი კლასის მოსწავლები – გადაცემის სტუმარია სკოლის დირექტორი მარო ჩხიტუნიძე.
‘მხარს ვუჭერთ სომეხ ხალხს’ – ახალქალაქში გამართულ აქციას ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ

‘მხარს ვუჭერთ სომეხ ხალხს’ – ახალქალაქში გამართულ აქციას ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ

06.10.2020 -
დღეს, 6 ოქტომბერს ახალქალაქში სომხეთის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, რომელსაც მოსახლეობასთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერი, იურიკ უნანიანი და პარლამენტის დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ სამველ მანუკიანიც ესწრებოდნენ. მანუკიანი, რომელიც ამავე დროს მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია აცხადებს, რომ აქციაზე მისვლით ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილე სომხებს სოლიდარობა გამოუცხადა.
‘უგულო ხელისუფლების პირობებში სიმართლეს ვერ გავიტან’ – კუბლაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა

‘უგულო ხელისუფლების პირობებში სიმართლეს ვერ გავიტან’ – კუბლაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა

06.10.2020 -
"თავისუფალი საქართველოს" სამცხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გოდერძი კუბლაშვილმა შიმშილობა დაწყებიდან მეორე დღეს, შეწყვიტა. მიზეზად ის "ხელისუფლების უგულობას" და აქტიური საარჩევნო კამპანიის დაწყებას ასახელებს.
Շաբաթվա աքցենտ. «Ինքնամեկուսացման պայմանները խախտելու համար պատժամիջոցը մինչև 2000 լարի է» - Միքելաձե [Տեսանյութ]

Շաբաթվա աքցենտ. «Ինքնամեկուսացման պայմանները խախտելու համար պատժամիջոցը մինչև 2000 լարի է» - Միքելաձե [Տեսանյութ]

06.10.2020 -
Սամցխե-Ջավախեթիի որ քաղաքապետարանում են հայտնաբերվել կորոնավիրուսի առավելագույն դեպքերը. Ու՞մ պատասխանատվությունն է առաջանում, երբ մենք կամայականորեն խախտում ենք ինքնամեկուսացման կանոնները. Ինչո՞ւ տարածաշրջանում գործող առողջապահական կենտրոնները չեն շփվում լրատվամիջոցների հետ:
სამცხეში ‘ჩვენი საქართველოს’ მაჟორიტარობის კანდიდატი ბესარიონ ფოფხაძე იქნება

სამცხეში ‘ჩვენი საქართველოს’ მაჟორიტარობის კანდიდატი ბესარიონ ფოფხაძე იქნება

06.10.2020 -
პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსმა“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში ბესარიონ ფოფხაძე დაასახელა, თუმცა კანდიდატი ამბობს, რომ ცესკოს არ ენდობა და არ იცის, მისცემენ თუ არა რეგისტრაციის უფლებას.
ერთკაციანი პროტესტის მეორე დღე – დამატებული მოთხოვნები და ადიგენის მერიის პოზიცია

ერთკაციანი პროტესტის მეორე დღე – დამატებული მოთხოვნები და ადიგენის მერიის პოზიცია

06.10.2020 -
"თავისუფალი საქართველოს" ახალციხე–ადიგენი–ბორჯომი–ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოდერძი კუბლაშვილი სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან შიმშილობას აგრძელებს. მის მთავარ მოთხოვნას, გათავისუფლდნენ ადიგენის მერიის მიწის აღიარების კომისიის თანამშრომლები, კიდევ ერთი მოთხოვნა დაემატა. სპეკულაციად აფასებენ მის პროტესტს ადიგენის მერიაში.
‘საქართველოდან ჰუმანიტარული დახმარების სომხეთში გაგზავნის პრობლემა არ არსებობს’ -  საელჩო

‘საქართველოდან ჰუმანიტარული დახმარების სომხეთში გაგზავნის პრობლემა არ არსებობს’ - საელჩო

06.10.2020 -
სომხეთის საელჩო აცხადებს, რომ საქართველო ხელს არ უშლის ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას სომხეთში. მათი ინფორმაციით, ასეთი პრობლემა საქართველო-სომხეთის საზღვარზე არ არსებობს.
ასპინძაში ავარიის შედეგად დაშავებული 2 მცირეწლოვანი კლინიკას დღეს დატოვებს

ასპინძაში ავარიის შედეგად დაშავებული 2 მცირეწლოვანი კლინიკას დღეს დატოვებს

06.10.2020 -
ასპინძაში, სოფელ რუსთავთან ავარიის შედეგად დაშავებული 6 და 8 წლის ბავშვები იაშვილის კლინიკას დღეს დატოვებენ. ექიმების განმარტებით, ორივე მათგანი თავს კარგად გრძნობს.
ახალქალაქის სტადიონიდან აქციის მონაწილეებმა ეკლესიაში გადაინაცვლეს

ახალქალაქის სტადიონიდან აქციის მონაწილეებმა ეკლესიაში გადაინაცვლეს

06.10.2020 -
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილე სომხების მხარდამჭერი აქცია ახალქალაქის სტადიონიდან ეკლესიაში გაგრძელდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სასულიერო პირები დაპირისპირების დროს გარდაცვლილი სომეხი ჯარისკაცებისთვის პანაშვიდს გადაიხდიან.
სამცხე–ჯავახეთში ინფიცირებული პაციენტებიდან ერთი გამოჯანმრთელდა

სამცხე–ჯავახეთში ინფიცირებული პაციენტებიდან ერთი გამოჯანმრთელდა

06.10.2020 -
სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით, 41 ინფიცირებულიდან ერთი უკვე გამოჯანმრთელდა, ორი პაციენტის პასუხს კი უახლოეს დღეებში ელოდებიან.
ახალქალაქში ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით მშვიდობიანი აქცია იმართება [ფოტო]

ახალქალაქში ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით მშვიდობიანი აქცია იმართება [ფოტო]

06.10.2020 -
დღეს, 6 ოქტომბერს ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონზე ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა, ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილე სომხების მხარდასაჭერად მშვიდობიან აქციას მართავს.
დაბა ადიგენში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა  დაფიქსირდა

დაბა ადიგენში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

06.10.2020 -
დღეს, 6 ოქტომბერს, სამცხე–ჯავახეთში კიდევ ერთი ახალი შემთხვევა, დაბა ადიგენში დაფიქსირდა. რეგიონის მასშტაბით, ინფიცირებულთა რაოდენობა 41–მდე გაიზრდა.
‘ჩვენი საქართველოს’ საპარლამენტო სიის ათეულში 2  სამცხე–ჯავახეთიდან არის

‘ჩვენი საქართველოს’ საპარლამენტო სიის ათეულში 2 სამცხე–ჯავახეთიდან არის

06.10.2020 -
პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის" პროპორციული სიის ათეულში ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ბესარიონ ფოფხაძე და ბორჯომი-ასპინძის მოქმედი დეპუტატი, გედევან ფოფხაძე შევიდნენ.
სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - 6 ოქტომბერი

სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - 6 ოქტომბერი

06.10.2020 -
დღეს, 6 ოქტომბერს სამცხე–ჯავახეთში კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რეგიონის მასშტაბით covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 41–მდე გაიზარდა.
როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე- ჯავახეთში 12 ოქტომბრამდე

როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე- ჯავახეთში 12 ოქტომბრამდე

06.10.2020 -
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 ოქტომბრიდან სამცხე–ჯავახეთში გამოიდარებს და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, კვირის განმავლობაში ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს.
საქართველოში კორონავირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა – 6 ოქტომბერი

საქართველოში კორონავირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა – 6 ოქტომბერი

06.10.2020 -
დღეს, 6 ოქტომბერს საქართველოში covid-19-ით კიდევ ოთხი პაციენტი დაიღუპა. გარდაცვლილთა რაოდენობა 58–მდე გაიზარდა.
საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

06.10.2020 -
დღეს, 6 ოქტომბერს საქართელოში კორონავირუსით კიდევ 549 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 268 პაციენტი.