FM97.5 / LIVE
‘სახელმწიფოსგან სერიოზული მიდგომაა საჭირო’ - ექსპერტები ყარაბაღში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნაზე

‘სახელმწიფოსგან სერიოზული მიდგომაა საჭირო’ - ექსპერტები ყარაბაღში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნაზე

29.09.2020 -
უკვე მეორე დღეა სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკურად სომხები, მთიანი ყარაბაღის დაპირისპირებაში დაზარალებული სომხების დასახმარებლად ჰუმანიტარულ ტვირთს აგროვებენ. გარკვეული აქტივობები აქვთ ქვეყანაში მცხოვრებ აზერბაიჯანელებსაც. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მსგავსი კონფლიქტის დროს ეთნიკური უმცირესობების ქმედებებს სახელმწიფომ სერიოზული ყურადღება უნდა მიაქციოს, რადგან ეს საფრთხის შემცველია.
ახალქალაქში ადგილობრივები რკინიგზის გადაკეტვას გეგმავენ

ახალქალაქში ადგილობრივები რკინიგზის გადაკეტვას გეგმავენ

29.09.2020 -
ახალქალქის სოფელ კარწახში სომხური თემი შეიკრიბა. ისინი აცხადებენ, რომ სარკინიგზო ხაზის გადაკეტვას გეგმავენ, რადგან ამ გზის მეშვეობით თურქეთიდან აზერბაიჯანში საბრძოლო მასალა შედის.
არალში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

არალში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

29.09.2020 -
დღეს, 29 სექტემბერს ადიგენში, სოფელ არალში ქალს covid-19 აღმოაჩნდა. დაინფიცირებული არლის საჯარო სკოლის პედაგოგის მეუღლეა.
ჭეჭლის სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა – 2 მოსწავლეს კორონავირუსი აქვს

ჭეჭლის სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა – 2 მოსწავლეს კორონავირუსი აქვს

29.09.2020 -
ადიგენში, სოფელ ჭეჭლის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა, სკოლის ორ მოსწავლეს COVID-19 დაუდასტურდა. პედაგოგები და მოსწავლეები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
სამცხე–ჯავახეთის მხარის ადმინისტრაცია რეგიონში კორონავირუსის 3 ახალ შემთხვევას არ ადასტურებს

სამცხე–ჯავახეთის მხარის ადმინისტრაცია რეგიონში კორონავირუსის 3 ახალ შემთხვევას არ ადასტურებს

29.09.2020 -
დღეს, 29 სექტემბერს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა, რომ სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ სამცხე–ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციაში.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა

29.09.2020 -
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი დაიღუპა. გარდაცვლილთა რაოდენობა 36–მდე გაიზარდა. დღის განმავლობაში ვირუსს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.
ყარაბაღის კონფლიქტში დაზარალებულთა დასახმარებლად ახალციხეში ფულს შეაგროვებენ

ყარაბაღის კონფლიქტში დაზარალებულთა დასახმარებლად ახალციხეში ფულს შეაგროვებენ

29.09.2020 -
ახალციხეში ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა შეთანხმდა,რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში დაზარალებულებს სურსათის ნაცვლად თანხით დაეხმარება.
‘ქართულ მარშს’ სამცხეში მაჟორიტარობის კანდიდატი ეყოლება

‘ქართულ მარშს’ სამცხეში მაჟორიტარობის კანდიდატი ეყოლება

29.09.2020 -
„ქართული მარშის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ახალციხე-ადიგენი-ასპინძა- ბორჯომის ოლქში ოლეგ სანდროშვილი იქნება. პარტია ახალციხეში ადგილობრივი შტაბის გახსნისთვის ემზადება.
ვინ არიან ‘ევროპელების’ პროპორციულ სიაში სამცხე–ჯავახეთიდან

ვინ არიან ‘ევროპელების’ პროპორციულ სიაში სამცხე–ჯავახეთიდან

29.09.2020 -
დღეს, 29 სექტემბერს „ევროპულმა საქართველომ“ პარტიის პროპორციული სია ნუმერაციის გარეშე წარადგინა. 34 წევრს შორის სამცხე–ჯავახეთიდან სამია, მათგან ორი მაჟორიტარობის კანდიდატი.
სომხურ თემს ახალციხიდან ყარაბაღში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა სურს

სომხურ თემს ახალციხიდან ყარაბაღში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა სურს

29.09.2020 -
ახალციხეში, სომხური სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა ეთნიკურად სომეხმა მოსახლეობამ გადაწყვიტა, რომ პირველ ეტაპზე, ყარაბაღის კონფლიქტში დაზარალებულებს პროდუქტი გაუგზავნოს.
ფინკა ბანკის მმართველ გუნდს ირაკლი ელაშვილი უხელმძღვანელებს ®

ფინკა ბანკის მმართველ გუნდს ირაკლი ელაშვილი უხელმძღვანელებს ®

29.09.2020 -
ირაკლი ელაშვილი ფინკა ბანკი საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავჯდომარეა. ის ფინკა ბანკს აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე 2020 წლის სექტემბერში შემოუერთდა. მას ფინანსურ და საბანკო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს საქართველოში, აზერბაიჯანსა და დიდ ბრიტანეთში ისეთ ორგანიზაციებში როგორიცაა Barclays Bank, BNP Paribas და თიბისი კაპიტალი.
‘ვმსჯელობთ, როგორ დავეხმაროთ სომხეთს’ - ახალციხეში სომხური თემი იკრიბება [ფოტო]

‘ვმსჯელობთ, როგორ დავეხმაროთ სომხეთს’ - ახალციხეში სომხური თემი იკრიბება [ფოტო]

29.09.2020 -
ახალციხეში, სომხურ სასაფლაოსთან, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა იკრიბება. მათი თქმით, უნდა გადაწყვიტონ, როგორ შეძლებენ კონფლიქტისას სომხური მხარის დახმარებას.
სავაჭრო ობიექტებსა და ტრანსპორტში მონიტორინგი გამკაცრდება – ბესიკ ამირანაშვილი

სავაჭრო ობიექტებსა და ტრანსპორტში მონიტორინგი გამკაცრდება – ბესიკ ამირანაშვილი

29.09.2020 -
COVID-19-თან დაკავშირებით საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით, სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში მდებარე ბაზრებსა და სავაჭრო ობიექტებში, აგრეთვე საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებასთან დაკავშირებით დადგენილი წესები მკაცრდება. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მოუწოდებს რეგიონის მოსახლეობას, მკაცრად დაიცვან რეკომენდაციები, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს და თავი შეიკაონ მაღალი საფრთხის მქონე რეგიონებში მოგზაურობისაგან.
საქართველოში კორონავირუსით 34–ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 34–ე პაციენტი გარდაიცვალა

29.09.2020 -
დღეს, 29 სექტემბერს საქართველოში კიდევ ერთი პაციენტი დაიღუპა, ქვეყანაში ამ დროის მონაცემებით სულ 34 პაციენტია გარდაცვლილი.
გამოკითხვა: უნდა დაწესდეს თუ არა დამატებითი შეზღუდვები COVID-19-ის შემთხვევების მატების გამო [ვიდეო]

გამოკითხვა: უნდა დაწესდეს თუ არა დამატებითი შეზღუდვები COVID-19-ის შემთხვევების მატების გამო [ვიდეო]

29.09.2020 -
ახალციხეში გამოკითხული მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გამო, მთავრობამ დამატებითი შეზღუდვები უნდა შემოიღოს, ნაწილს კი მიაჩნია, რომ პანდემიას მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით, შეზღუდვების გარეშე უნდა ვებრძლოთ.
სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსი კიდევ 3 პირს დაუდასტურდა

სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსი კიდევ 3 პირს დაუდასტურდა

29.09.2020 -
დღეს, 29 სექტემბერს სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 27–მდე გაიზარდა.
საქართველოში კორონავირუსით 33-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 33-ე პაციენტი გარდაიცვალა

29.09.2020 -
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში covid-19-ით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.
ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ‘ქართული ოცნების’ სააგიტაციო შეხვედრებს ესწრება

ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ‘ქართული ოცნების’ სააგიტაციო შეხვედრებს ესწრება

29.09.2020 -
ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, ნაირა სამსონიძე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს ესწრება. იურისტები საარჩევნო კოდექსის დარღვევაზე საუბრობენ.
საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

29.09.2020 -
დღეს, 29 სექტემბერს კორონავირუსით 314 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 270 პაციენტი.
საფეხური: როგორ დავიცვათ მოსწავლეები კორონავირუსთან დაკავშირებული სტრესისგან [აუდიო]

საფეხური: როგორ დავიცვათ მოსწავლეები კორონავირუსთან დაკავშირებული სტრესისგან [აუდიო]

29.09.2020 -
როგორ გარემოში უწევთ სწავლა პანდემიის პირობებში მოსწავლეებს, რა ახდენს მათზე ნეგატიურ გავლენას და რა როლი აქვს ამ დროს მშობლებსა და მასწავლებლებს. "საფეხურის" სტუმარია ფსიქოლოგი ნინა ლაბარტყავა.