FM97.5 / LIVE
ახალციხეში კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 52 პირია მოძიებული

ახალციხეში კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 52 პირია მოძიებული

19.09.2020 -
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ სომხეთიდან ჩამოსულ კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 52 პირიდან საკარანტინო სივრცეში 42 გადაიყვანეს, თვითიზოლაციაშია 10. ბოლო 24 საათში გაკეთებული ანალიზებიდან 41–ის პასუხია ცნობილი.
'ოცნება' პანდემიას საარჩევნო მიზნებისთვის იყენებს – მერაბიშვილი ენმ–ს წევრების კარანტინში გადაყვანაზე

'ოცნება' პანდემიას საარჩევნო მიზნებისთვის იყენებს – მერაბიშვილი ენმ–ს წევრების კარანტინში გადაყვანაზე

19.09.2020 -
ყოფილი შს მინისტრი, ვანო მერაბიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ახალციხის რაიონული ორგანიზაციის წევრების საკარანტინო სივრცეში გადაყვანას ეხმაურება და აცხადებს, რომ დავით ბალიაშვილი და გელა დემეტრაძე თვითიზოლაციიდან იძულებით კარანტინში პოლიტიკური მიზნებისთვის გადაიყვანეს. ამ ქმედებით მმართველი გუნდი ცდილობს ოპოზიციას წინასაარჩევნო კამპანიაში ხელი შეუშალოს.
ახალციხეში COVID-19–ზე აღებული ტესტების პასუხები ცნობილია

ახალციხეში COVID-19–ზე აღებული ტესტების პასუხები ცნობილია

19.09.2020 -
ახალციხეში ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირებიდან COVID-19 არცერთ მათგანს დაუდასტურდა. ეს ის მოქალაქეები არიან, რომლებსაც ტესტირება გუშინ, 18 სექტემბერს გაუკეთეს. განმეორებითი შემოწმება 25 სექტემბერს იგეგმება.
ნინოწმინდელი პატიმარი ციხის ადმინისტრაციას ძალადობაში ადანაშაულებს

ნინოწმინდელი პატიმარი ციხის ადმინისტრაციას ძალადობაში ადანაშაულებს

19.09.2020 -
ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, თბილისში, გლდანის მერვე საპყრობილეში ნინოწმინდელი პატიმარი, ციხის ადმინისტრაციას ცემაში ადანაშაულებს, მან პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს.
ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი გაიხსნა

ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი გაიხსნა

19.09.2020 -
ცენტრი დღეს, 19 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა საზეიმოდ გახსნეს. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები ბაზაზე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც გაეცნენ.
ცესკომ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის  სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა

ცესკომ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა

19.09.2020 -
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი თვითიზოლაციაში იმყოფება

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი თვითიზოლაციაში იმყოფება

19.09.2020 -
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება-ახალციხეს თავმჯდომარე“, სამველ ოვეიანი, სომხეთიდან ახალციხეში ჩამოსული კოვიდინფიცირებულ კაცთან კონტაქტის გამო, თვითზიოლაციაშია.
რესტორანი სადაც COVID-19-ით ინფიცირებულმა დედის ქელეხი გადაიხადა 2 000 ლარით დააჯარიმეს

რესტორანი სადაც COVID-19-ით ინფიცირებულმა დედის ქელეხი გადაიხადა 2 000 ლარით დააჯარიმეს

19.09.2020 -
ახალციხეში მდებარე რესტორნის მეპატრონე, სადაც კრონავირუსით ინფიცირებული დედის ქელეხის სუფრა მოამზადეს, აცხადებს, რომ პოლიციამ გუშინ, 18 სექტემბერს გვიან ღამით დააჯარიმა.
ენმ-ს ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარე და პარტიის წევრი კარანტინში გადაიყვანეს

ენმ-ს ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარე და პარტიის წევრი კარანტინში გადაიყვანეს

19.09.2020 -
ახალციხეში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, დავით ბალიაშვილი და ამავე პარტიის წევრი გელა დემეტრაძე, ახალციხეში კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო კარანტინში გადაიყვანეს.
COVID-19-ით ინფიცირებული 187 ახალი შემთხვევიდან ერთი სამცხე–ჯავახეთშია – ეზუგბაია

COVID-19-ით ინფიცირებული 187 ახალი შემთხვევიდან ერთი სამცხე–ჯავახეთშია – ეზუგბაია

19.09.2020 -
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტრის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს დაფიქსირებული ახალი შემთხვევებიდან ერთი სამცხე–ჯავახეთშია. მისი თქმით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ აჭარაში ფიქსირდება.
ახალციხეში COVID-19-ით ინფიცირებულთან კონტაქტის გამო სილამაზის სალონის თანამშრომლები კარანტინში გადაიყვანეს

ახალციხეში COVID-19-ით ინფიცირებულთან კონტაქტის გამო სილამაზის სალონის თანამშრომლები კარანტინში გადაიყვანეს

19.09.2020 -
ახალციხეში მდებარე ერთ-ერთი სილამაზის სალონის თანამშრომლების ნაწილი კარანტინში გადაიყვანეს, ნაწილი კი თვითიზოლაციაშია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანმაშრომლებმა შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარეს და დროებით დახურეს.
Covid-19-ით ინფიცირებულ კაცთან კონტაქტში მყოფი პირები კარანტინში გადაიყვანეს

Covid-19-ით ინფიცირებულ კაცთან კონტაქტში მყოფი პირები კარანტინში გადაიყვანეს

19.09.2020 -
გუშინ, 18 სექტემბერს გვიან ღამით, ახალციხიდან ბაკურიანიანის საკარანტონო სივრცეში კორონავირუსით ინფიცირებულ კაცთან კონტაქტში მყოფი პირები გაიდაიყვანეს, მანამდე მათ ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ტესტირება ჩაუტარეს.
საქართველოში კორონავირუსი 187 პირს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი 187 პირს დაუდასტურდა

19.09.2020 -
დღეს, 19 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 187 ადამიანი დაინფიცირდა, შემთხვევათა რაოდენობა 3 306-მდე გაიზარდა.