FM97.5 / LIVE
შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება - 6 აგვისტო

შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება - 6 აგვისტო

06.08.2020 -
დღის ახალი ამბები მოისმინეთ რადიო "სამხრეთის კარიბჭეს" საინფორმაციო გამოშვებაში. სტუდიაში გულო კოხოძე მუშაობს.
საქართველოს პრეზიდენტი და ამერიკის ელჩი ჯავახეთში იმყოფებოდნენ

საქართველოს პრეზიდენტი და ამერიკის ელჩი ჯავახეთში იმყოფებოდნენ

06.08.2020 -
სალომე ზურაბიშვილმა, ამერიკის ელჩ კელი დეგანთან ერთად, ფოკის დედათა მონასტერი მოინახულა. ისინი რეგიონში შიდა ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის კამპანიის "აღმოაჩინე საქართველო"–ს ფარგლებში იმყოფებოდნენ.
ექიმი გვირჩევს: სარძევე ჯირკვლის კისტა [ვიდეო]

ექიმი გვირჩევს: სარძევე ჯირკვლის კისტა [ვიდეო]

06.08.2020 -
გადაცემაში „ექიმი გვირჩევს“ ვსაუბრობთ კისტის წარმოქმნაზე, კონკრეტულად სარძევე ჯირკვალსა და მის საშიშროებაზე. რა იწვევს კისტის გაჩენას, როგორ უნდა ვუმკურნალოთ და როდის არის აუცილებელი ქირურგიული ჩარევა, „სამხრეთის კარიბჭეს“ ეთერში რჩევებს მოგვცემს ექიმი–მამოლოგი მაკა სახელაშვილი.
რუსეთში 24 საათში კორონავირუსით 139 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში 24 საათში კორონავირუსით 139 ადამიანი გარდაიცვალა

06.08.2020 -
საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან, ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რუსეთში ფიქსირდება. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 5 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა და 139 ადამიანი გარდაიცვალა.
რუსთაველის ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება [R]

რუსთაველის ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება [R]

06.08.2020 -
რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მე-3, დამამთავრებელი ეტაპი აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
ასპინძის ქუჩაზე მძიმეწონიანმა მანქანამ გზა ჩაანგრია

ასპინძის ქუჩაზე მძიმეწონიანმა მანქანამ გზა ჩაანგრია

06.08.2020 -
ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლების წინ არსებული ტერიტორიის ნაწილი მაშინ ჩაინგრა, როცა მასზე სატვირთო ავტომანქანა გაჩერდა. წყლით სავსე ორმო ამ დრომდე შესაკეთებელია.
სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 -
თავდაცვის სამინისტრო, სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების სწავლის გადასახადის 50%-ს თავად დაფარავს. მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში კი, ისინი 750 ლარიან „მინისტრის სტიპენდიას“ მიიღებენ.
კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

06.08.2020 -
პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთათვის კოლეჯ „ოპიზარში“ პროგრამების ჩამონათვალი გაიზარდა. დაწესებულებაში სწავლა ოქტომბრიდან დაიწყება.
17 წლამდე ბავშვები კომპენსაციას 15 სექტემბრამდე მიიღებენ

17 წლამდე ბავშვები კომპენსაციას 15 სექტემბრამდე მიიღებენ

06.08.2020 -
კომპენსაციის მისაღებად, მშობლებს ბავშვების დარეგისტრირება მოუწევთ. როგორც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, სპეციალური საიტი უახლოეს მომავალში ამოქმედდება. კომპენსაციის მიღება შეუძლია ყველას, 0-დან 17 წლამდე ასაკის ჩათვლით.
უდის მთაში კათოლიკეებმა ეკლესიის დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო]

უდის მთაში კათოლიკეებმა ეკლესიის დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო]

06.08.2020 -
ადიგენში, ბეშუმთან ახლოს, მთაში, სადაც უდელები ზაფხულში სამი თვით რჩებიან, ეკლესიის დღესასწაული აღინიშნა. იქ მყოფებს სოფლიდან საგანგებოდ ასული მრევლიც შეუერთდა. საზეიმო ლიტურგია ეპისკოპოსმა აღავლინა.
წყლის მილების დაზიანების გამო ახალციხეში სამი ქუჩა იტბორება

წყლის მილების დაზიანების გამო ახალციხეში სამი ქუჩა იტბორება

06.08.2020 -
ახალციხეში სასმელი წყლის მილების დაზიანების გამო, გამსახურიას, ორბელიანისა და კეცხოველის ქუჩები იტბორება. ზოგიერთი მილი შეაკეთეს, თუმცა პრობლემა ვერ მოგვარდა.
300 ლარიან დახმარებას ის თვითდასაქმებულებიც მიიღებენ, ვინც დოკუმენტაცია სრულად ვერ შეაგროვა

300 ლარიან დახმარებას ის თვითდასაქმებულებიც მიიღებენ, ვინც დოკუმენტაცია სრულად ვერ შეაგროვა

06.08.2020 -
თვითდასაქმებულები, რომლებმაც 300 ლარიანი დახმარების მისაღებად ამ დრომდე დოკუმენტაცია სრულად ვერ შეაგროვეს, მთავრობის გადაწყვეტილებით, კომპენსაციას მაინც მიიღებენ.
სოციალურად დაუცველი სტუდენტების გარკვეულ კატეგორიას სწავლის საფასური დაუფინანსდება

სოციალურად დაუცველი სტუდენტების გარკვეულ კატეგორიას სწავლის საფასური დაუფინანსდება

06.08.2020 -
ყველა სტუდენტი, რომელიც არის სოციალურად დაუცველი და არის 150 ქულამდე კატეგორიაში, მიიღებს სახელმწიფოს მხრიდან 2020-2021 სასწავლო წლის ერთი სემესტრის სრულ ანაზღაურებას. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
17 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს მთავრობა 200 ლარით დაეხმარება

17 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს მთავრობა 200 ლარით დაეხმარება

06.08.2020 -
საქართველოს პრემიერ–მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 17 წლამდე ასაკის პირები 200 ლარიან დახმარებას ერთჯერადად მიიღებენ.
1-ელ მაისამდე შემოყვანილი ტრანსპორტის განბაჟების ვადა გახანგრძლივდა

1-ელ მაისამდე შემოყვანილი ტრანსპორტის განბაჟების ვადა გახანგრძლივდა

06.08.2020 -
2020 წლის 1-ელ მაისამდე საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებს განბაჟების ვადა პირველ სექტემბრამდე გაუხანგრძლივდათ.
მთავარობა კომუნალურ გადასახადებს კიდევ ოთხი თვის განმავლობაში აანაზღაურებს

მთავარობა კომუნალურ გადასახადებს კიდევ ოთხი თვის განმავლობაში აანაზღაურებს

06.08.2020 -
საქართველოს მოქალაქეებს კომუნალური გადასახადები ნოემბრის, დეკემბრის, იანვრისა და თებერვალის თვეშიც აუნაზღაურდებათ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
ახალციხეში აზერბაიჯანის მოქალაქეს კუთვნილი მანქანა დაუზიანეს

ახალციხეში აზერბაიჯანის მოქალაქეს კუთვნილი მანქანა დაუზიანეს

06.08.2020 -
ახალციხეში, საბარგო სადგურზე მცხოვრებ აზერბაიჯანის მოქალაქეს, კუთვნილი BMW-ს მარკის ავტომობილი დაუზიანეს. დამსხვრეულია წინა და უკანა საქარე მინები. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა

კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა

06.08.2020 -
დღეს, 6 აგვისტოს, საქართველოში, კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 13 ადამიანი.