FM97.5 / LIVE
შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება - 4 აგვისტო

შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება - 4 აგვისტო

04.08.2020 -
დღის ახალი ამბები მოისმინეთ რადიო "სამხრეთის კარიბჭეს" საინფორმაციო გამოშვებაში. სტუდიაში გულო კოხოძე მუშაობს.

მოქალაქეები ახალციხის ბაზრის წინააღმდეგ – სასამართლომ მხარეებს შეთანხმება შესთავაზა

მოქალაქეები ახალციხის ბაზრის წინააღმდეგ – სასამართლომ მხარეებს შეთანხმება შესთავაზა

04.08.2020 -
მოქალაქეებსა და ბაზრის ადმინისტრაციას შორის დაწყებული დავა სავალი გზის მონაკვეთზე, ახალციხის რაიონულ სასამართლში გრძელდება. მხარეების შეთანხმების მიზნით, სასამართლო პროცესი 19 აგვისტომდე გადაიდო.
ხულო-ზარზმის გზის აღდგენისთვის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

ხულო-ზარზმის გზის აღდგენისთვის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

04.08.2020 -
ხულო -ზარზმის გზის 42 კმ-იან მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოებისათვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში კომპანია „სინოჰიდრომ“ გაიმარჯვა. ამ ეტაპზე მასთან ხელშეკრულების გაფორმების პროცედურები მიმდინარეობს.
ასპინძაში ველოსიპედით მოძრავ მოზარდს მანქანა დაეჯახა

ასპინძაში ველოსიპედით მოძრავ მოზარდს მანქანა დაეჯახა

04.08.2020 -
დაბა ასპინძაში, ერეკლე მეორის ძეგლთან, მოზარდს, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა „მიცუბიშის“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. დაშვებული კატასტროფით თბილისში გადაჰყავთ.
ტურისტულ სეზონზე ბორჯომის მუზეუმი დაკეტილია

ტურისტულ სეზონზე ბორჯომის მუზეუმი დაკეტილია

04.08.2020 -
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომელიც მარტში პანდემიის გამო დაიკეტა, ვიზიტორებისთვის ჯერ კიდევ არ გახსნილა. ექვსთვიან პერიოდში მუზეუმმა 6 000 ლარამდე ზარალი ნახა.
რა არის საჭირო თურქეთში სეზონურ სამუშაოზე წასასვლელად

რა არის საჭირო თურქეთში სეზონურ სამუშაოზე წასასვლელად

04.08.2020 -
4 აგვისტოდან საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ თურქეთის რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოებზე წასვლას. ამის შესახებ ბსაქართველოს მთავრობის 164-ე განკარგულებაში ცვლილებები შევიდა.
ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

04.08.2020 -
დღეს, 4 აგვისტოს აბიტურიენტებს ფიზიკისა და ბიოლოგიის გამოცდების პირველადი შედეგების ნახვა შეეძლებათ.
COVID-19 და მსოფლიო

COVID-19 და მსოფლიო

04.08.2020 -
კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით აშშ პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში, შემდეგ ბრაზილია, ინდოეთი და რუსეთია.
‘მღვდლებმა შეთანხმება დაარღვიეს’ - დერცელში სადავო ნაკვეთს კვლავ თიბავენ

‘მღვდლებმა შეთანხმება დაარღვიეს’ - დერცელში სადავო ნაკვეთს კვლავ თიბავენ

04.08.2020 -
ადიგენის სოფელ დერცელში, შვიდ ჰექტარ მიწის სადავო ნაკვეთზე მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა თიბვა განაახლეს. ადგილობრივები, რომლებიც ამავე ნაკვეთს წლების განმავლობაში ეპატრონებოდნენ, ამბობენ, რომ მღვდლებმა დადებული შეთანხმება დაარღვიეს და სასამართლო გადაწყვეტილებას არ ელოდებიან.
ახალციხის რამდენიმე ქუჩას დენი არ მიეწოდება

ახალციხის რამდენიმე ქუჩას დენი არ მიეწოდება

04.08.2020 -
დღეს, 4 აგვისტოს ახალციხეში რამდენიმე ქუჩაზე ელექტროენერგია გაითიშა. „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ გათიშვა ქსელში ახალი აბონენტების ჩართვამ გამოიწვია.
გოჩა ჯეირანაშვილი ახალციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა

გოჩა ჯეირანაშვილი ახალციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა

04.08.2020 -
მოსამართელე გოჩა ჯეირანაშვილი ახალციხის რაიონულ სასამართლოში თავმჯდომარედ 17 ივლისს დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე ანაიდა ოგანესიანი ჩაანაცვლა.
ახალციხეში საკანალიზაციო ქსელის მოწყობისას ძველი წყალგაყვანილობის ნარჩენი იპოვნეს

ახალციხეში საკანალიზაციო ქსელის მოწყობისას ძველი წყალგაყვანილობის ნარჩენი იპოვნეს

04.08.2020 -
ახალციხეში, სვიმონ კანანელის ქუჩაზე, საკანალიზაციო ქსელის მოწყობის დროს მუშებმა დიდი ზომის გათლილი ქვა ნახეს. სავარაუდოდ, იგი ქალაქის ძველი წყალგაყვანილობის ნარჩენია. ადგილზე სპეციალისტებს ელოდებიან.
საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა კიდევ 3

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა კიდევ 3

04.08.2020 -
დღეს, 4 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მთლიანობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 1182 -მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებული კი, ჯამში 962-ია.
სამცხე–ჯავახეთში ჰაერის ტემპერატურა 37 გრადუსამდე მოიმატებს

სამცხე–ჯავახეთში ჰაერის ტემპერატურა 37 გრადუსამდე მოიმატებს

04.08.2020 -
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე–ჯავახეთში 10 აგვისტომდე თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +37 გრადუსამდე მოიმატებს.