FM97.5 / LIVE
ახალციხეში 33 წლის ქალს მანქანა დაეჯახა

ახალციხეში 33 წლის ქალს მანქანა დაეჯახა

12.07.2020 -
დღეს, 12 ივლისს გამთენიისას ახალციხეში ქვეითად მოსიარულე 33 წლის ქალს მანქანა დაეჯახა. იგი ჯერ „იმედის“ კლინიკაში შემდეგ კი თბილისში, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს.
სომხეთში 24 საათში COVID-19-ით 577 პირი დაინფიცირდა, ხოლო გარდაიცვალა 6

სომხეთში 24 საათში COVID-19-ით 577 პირი დაინფიცირდა, ხოლო გარდაიცვალა 6

12.07.2020 -
სომხეთში ბოლო 24 საათში 577 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 6, ხოლო გამოჯანმრთელდა 214. ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 31 969–მდეა გაზრდილი.
აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებს ისტორიაში აბარებენ

აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებს ისტორიაში აბარებენ

12.07.2020 -
ერთიანი ეროვნული გამოცდები ისტორიის გამოცდით გრძელდება. აბიტურიენტების ნაწილი ამბობს, რომ ტესტის დასრულება ვერ მოასწრეს. ახალციხის საგამოცდო ცენტრში დარეგისტრირებული 189 აბიტურიენტიდან 12 არ გამოცხადდა.
საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

12.07.2020 -
12 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ექვსი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ბორჯომის საზოგადოებრივი ტრანსპორტი აბიტურიენტებსა და მათ გულშემატკივრებს უფასოდ მოემსახურება

ბორჯომის საზოგადოებრივი ტრანსპორტი აბიტურიენტებსა და მათ გულშემატკივრებს უფასოდ მოემსახურება

12.07.2020 -
ხვალიდან, 12–დან 19 ივლისის ჩათვლით ბორჯომის მუნიციპალური ტრანსპორტი აბიტურიენტებსა და მათ გულშემატკივრებს ბორჯომიდან ახალციხემდე უფასოდ ჩამოიყვანს და უკან წაიყვანს.
მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს

12.07.2020 -
დღეს, 12 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს ზეიმობს.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

12.07.2020 -
დღეს, 12 ივლისს საქართველოში 4,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ეპიცენტრი ქარელის მუნიციპალიტეტი იყო, თუმცა ბიძგები ახალციხესა და ბორჯომშიც იგრძნობოდა.