FM97.5 / LIVE
ბესიკ ამირანაშვილი ადგილობრივებს: 'ხვალ დილით მწყემსები დატოვებენ მთას' [ვიდეო]

ბესიკ ამირანაშვილი ადგილობრივებს: 'ხვალ დილით მწყემსები დატოვებენ მთას' [ვიდეო]

10.07.2020 -
თითქმის შვიდსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ გადაწყდა, რომ კახეთიდან ჩამოსული მწყემსები ე.წ უზუნჩაირის მთას ხვალ 11 ივლისს, 06:00 საათზე დატოვებენ. სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულის ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, მწყემსებს ცხვრების და საქონლის წაყვანაში ადგილობრივებთან ერთად პოლიციის თანამშრომლები დაეხმარებიან.
კვირის აქცენტი: გზა და წყალი სამცხე-ჯავახეთში ისევ მთავარი პრობლემებია [ვიდეო]

კვირის აქცენტი: გზა და წყალი სამცხე-ჯავახეთში ისევ მთავარი პრობლემებია [ვიდეო]

10.07.2020 -
რატომ დგას სამცხე-ჯავახეთის სოფლებში მუდმივად გზისა და სასმელი წყლის პრობლემა, რომელი სოფლები მოხვდა 2020 წლის გაზიფიცირების გეგმაში და როგორ ნაწილდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის.
‘თურქულ მხარესთან ვთანამშრომლობთ’– მერი ჭაჭარაქში მოპარულ პირუტყვზე

‘თურქულ მხარესთან ვთანამშრომლობთ’– მერი ჭაჭარაქში მოპარულ პირუტყვზე

10.07.2020 -
დღეს, 10 ივლისს სამხარეო ადმინისტრაციასთან შეკრებილ მოსახლეობას, ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ განუცხადა, რომ 30 ივნისს მთაში მოპარული პირუტყვის საქმეზე, სამცხე–ჯავახეთის მხარის ადმინისტრაცია, თურქეთის ჟანდარმერიასთან აქტიურად თანამშრომლობს.
შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება - 10 ივლისი

შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება - 10 ივლისი

10.07.2020 -
დღის ახალი ამბები მოისმინეთ რადიო "სამხრეთის კარიბჭეს" საინფორმაციო გამოშვებაში. სტუდიაში თეო მაისურაძე მუშაობს.
გამოკითხვა: როგორ აფასებთ სამცხე-ჯავახეთის დეპუტატების მუშაობას პარლამენტში [ვიდეო]

გამოკითხვა: როგორ აფასებთ სამცხე-ჯავახეთის დეპუტატების მუშაობას პარლამენტში [ვიდეო]

10.07.2020 -
ახალციხეში გამოკითხული რესპოდენტების ერთი ნაწილი დეპუტატების მუშაობას დადებითად აფასებს, მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ ოთხი წლის განმავლობაში მათ რეგიონისთვის არაფერი გაუკეთებიათ, ამიტომ მომავალ არჩევნებში თუ კენჭს ისევ იყრიან, მხარს არ დაუჭერენ.
აქციის მონაწილეების ასვლის შემდეგ ‘უზუნჩაირის’ მთას მომთაბარე მწყემსები ტოვებენ [ფოტო]

აქციის მონაწილეების ასვლის შემდეგ ‘უზუნჩაირის’ მთას მომთაბარე მწყემსები ტოვებენ [ფოტო]

10.07.2020 -
აქციის მონაწილეების მთაში ასვლის შემდეგ, პოლიციის თანამშრომლებმა მომთაბარე მწყემსებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, კახეთიდან ჩამოსულმა მწყემსებმა, რომლებსაც 15 000 ცხვარი და 300 სული საქონელი ჰყავთ მიბარებული, დროებითი საცხოვრებელი სახლების დაშლა დაიწყეს.
ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

10.07.2020 -
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 7 ივლისს გამოცდაზე მისულ აბიტურიენტს covid-19 დაუდასტურდა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
'მერის დაპირების არ გვჯერა, ჩვენ თვითონ გავრეკავთ მთიდან მწყემსებს' – აქციის მონაწილეები [ფოტო/ვიდეო]

'მერის დაპირების არ გვჯერა, ჩვენ თვითონ გავრეკავთ მთიდან მწყემსებს' – აქციის მონაწილეები [ფოტო/ვიდეო]

10.07.2020 -
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან შეკრებილების ნაწილი მთაში, მომთაბარე მწყემსების მათი ტერიტორიიდან გასაყვანად წავიდა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა მათ დახმარებას არ აპირებს, ამიტომ პრობლემებს თავად მოაგვარებენ.
ორი კანონპროექტი და პროტესტი

ორი კანონპროექტი და პროტესტი

10.07.2020 -
დღეს, 10 ივლისს, პარლამენტის წინ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მაუწყებლების ნაწილმა აქცია გამართეს, ისინი მაუწყებლობისა და ელექტრონულ კომუნიკაციების შესახებ კანონებში შესატან ცვლილებებს აპროტესტებენ.
‘იმოქმედონ თორემ ჩვენ მივხედავთ საქმეს’ – ახალციხის სოფლებში ისევ საძოვრების პრობლემაა

‘იმოქმედონ თორემ ჩვენ მივხედავთ საქმეს’ – ახალციხის სოფლებში ისევ საძოვრების პრობლემაა

10.07.2020 -
ახალციხეში 13 სოფლის მოსახლეობა ისევ საძოვრების პრობლემაზე ჩივის, ადგილობრივები მთიდან, სადაც სათიბები და საძოვრები აქვთ, მომთაბარე მწყემსების გაყვანას ითხოვენ. მოქალაქეები სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ. ისინი დაშლას იქამდე არ აპირებენ, ვიდრე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს არ შეხვდებიან.
28 ქართველ სამხედროს ავღანეთში კორონავირუსი დაუდასტურდა

28 ქართველ სამხედროს ავღანეთში კორონავირუსი დაუდასტურდა

10.07.2020 -
საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“, ავღანეთში როტაციით მყოფი კონტიგენტიდან 28 სამხედრო მოსამსახურე, რომელთაც შესაბამისი ტესტირებისას კოვიდ ვირუსი დაუდასტურდათ, სპეციალური რეისით, გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, როტაციით გათვალისწინებულ ვადამდე რამდენიმე კვირით ადრე, საქართველოში ჩამოიყვანეს.
საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

10.07.2020 -
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 973-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 846–ია.