FM97.5 / LIVE
ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი World Travel Awarda-ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი World Travel Awarda-ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

08.07.2020 -
World Travel Awards ტურიზმის სექტორში მსოფლიოში ყველაზე ცნობილი, ფართომასშტაბიანი, ყოველწლიური დაჯილდოებაა. 2020 წელს რიგით 27–ე დაჯილდოება იმართება, რომელშიც საქართველოდან ხუთი ეროვნული პარკია ნომინირებული, მათ შორისაა ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკიც.
დაბა ადიგენში სავაჭრო ცენტრი შენდება ®

დაბა ადიგენში სავაჭრო ცენტრი შენდება ®

08.07.2020 -
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი, ზაქარია ენდელაძე, დაბა ადიგენში სავაჭრო ცენტრის (ბაზარის) მშენებლობის მიმდინარე პროცესს ადგილზე გაეცნო.
როგორ აღმოჩნდა ახალციხეში მდებარე საავტომობილო გზა კერძო საკუთრებაში

როგორ აღმოჩნდა ახალციხეში მდებარე საავტომობილო გზა კერძო საკუთრებაში

08.07.2020 -
ახალციხეში, თამარაშვილისა და ასპინძის ქუჩის დამაკავშირებელი გზის 115 მეტრიან მონაკვეთს კერძო მესაკუთრე ჰყავს. ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ტერიტორია ბაზრის საკუთრებაში მანამდე იყო, ვიდრე აქ გზას დააგებდნენ.
ადიგენში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ®

ადიგენში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ®

08.07.2020 -
პროექტის ფარგლებში, სოფელ არლისა და წარბასთუმნის 3 კილომეტრიანი დამაკავშირებელი გზა, ბეტონის საფარით, სანიაღვრე არხებითა და მილ-ხიდებით მოეწყობა.
სამცხე–ჯავახეთში თვითიზოლაციასა და კარანტინში 352 მოქალაქე იმყოფება

სამცხე–ჯავახეთში თვითიზოლაციასა და კარანტინში 352 მოქალაქე იმყოფება

08.07.2020 -
8 ივლისის მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთში თვითიზოლაციასა და კარანტინში 352 პირი იმყოფება. აქედან კარანტინში 347 მოქალაქეა, ხოლო თვითიზოლაციაში ხუთი.
ახალციხეში სამედიცინო–სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

ახალციხეში სამედიცინო–სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

08.07.2020 -
სამედიცინო–სარეაბილიტაციო ცენტრი სამცხე–ჯავახეთის რეგიონს მოემსახურება. მას კამილიელთა ფსიქო-ფიზიკური და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი აშენებს.
ასპინძა-ახალქალაქის გზაზე ტრაილერის გადაბრუნების შედეგად 40 წლამდე კაცი დაშავდა

ასპინძა-ახალქალაქის გზაზე ტრაილერის გადაბრუნების შედეგად 40 წლამდე კაცი დაშავდა

08.07.2020 -
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ტრაილერს ორი „კატოკი“ გადაჰქონდა. დაშავებული მძღოლი ახალქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აბასთუმნის ობსერვატორია კონკურსის წესით 34 თანამშრომელს შეარჩევს

აბასთუმნის ობსერვატორია კონკურსის წესით 34 თანამშრომელს შეარჩევს

08.07.2020 -
აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია 34 სამეცნიერო თანამდებობაზე კონკურსს აცხადებს. განაცხადების მიღება 2 აგვისტოს დაიწყება. კონკურსის შემდეგ გაირკვევა, ვინ დარჩება დაწესებულებაში სამუშაოდ.
COVID-19: სომხეთში 24 საათში 18 ადამიანი გარდაიცვალა

COVID-19: სომხეთში 24 საათში 18 ადამიანი გარდაიცვალა

08.07.2020 -
8 ივლისის მონაცემებით, სომხეთში COVID-19-ით კიდევ 535 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 520 ადამიანი, ხოლო 18 გარდაიცვალა.
ჯანდაცვის სამინისტრომ 117 000 სწრაფი ტესტი შეიძინა

ჯანდაცვის სამინისტრომ 117 000 სწრაფი ტესტი შეიძინა

08.07.2020 -
მსოფლიო ბანკის, კორონავირუსზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრომ 117 000 სწრაფი ტესტი შეიძინა. ანტიგენის 50 000 ტესტი, კორეული კომპანია „BIOSENSOR“-ისგან, ხოლო ანტისხეულების 67 000 ტესტი კომპანია - „Green lab/Biogene“-ისგან.
ახალქალაქის სასამართლომ კიმ კუგოიანს 4,6 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ახალქალაქის სასამართლომ კიმ კუგოიანს 4,6 წლით პატიმრობა მიუსაჯა

08.07.2020 -
იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებულ კიმ კუგოიანს, ახალქალაქის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დღეს, 8 ივლისს გამოუტანა. დაკავებულის ადვოკატი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს და აცხადებს, რომ კუგოიანს იარაღი პოლიციელებმა ჩაუდეს.
 ავსტრიული წარმოების სალიანდაგო მანქანებს კაპიტალური შეკეთება ჩაუტარდა ®

ავსტრიული წარმოების სალიანდაგო მანქანებს კაპიტალური შეკეთება ჩაუტარდა ®

08.07.2020 -
„საქართველოს რკინიგზა“ ლიანდაგის კაპიტალურ და მიმდინარე მოვლა-შენახვის სამუშაოებისთვის, ავსტრიული წარმოების თანამედროვე ტიპის სალიანდაგო მანქანებს იყენებს. აღნიშნული სამუშაოების წარმოება ხორციელდება ორი ერთეული „ვპრ-09/32“-ის და ერთი ერთეული „ვპრს-08/32“-ის ტიპის გამოსატენ-მასწორებელ-საზუსტებელი სალიანდაგო მანქანებით. რომელთა გამოყენებით, ყოველწლიურად, საშუალოდ 50-60 კმ. ლიანდაგის შეკეთების სამუშაოები სრულდება.
ადიგენსა და ახალციხეში მინდვრები კალიების საწინააღმდეგოდ დამუშავდა

ადიგენსა და ახალციხეში მინდვრები კალიების საწინააღმდეგოდ დამუშავდა

08.07.2020 -
ადიგენის სამ და ახალციხის ერთ სოფელში კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები ჩატარდა. შესაბამისი პრეპარატით მთლიანობაში 810 ჰა ფართობი შეიწამლა.
საქართველო 5 ქვეყანასთან საზღვარს ხსნის

საქართველო 5 ქვეყანასთან საზღვარს ხსნის

08.07.2020 -
საქართველო გერმანიასთან, საფრანგეთთან, ლიეტუვასთან, ლატვიასთან და ესტონეთთან საზრღვრებს ხსნისს. საზღვრის გადმოკვეთამდე ტურისტებმა უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური, ელექტრონული ანკეტა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 963-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 963-მდე გაიზარდა

08.07.2020 -
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 პირი დაინფიცირდა, ხოლო 3 გამოჯანმრთელდა.
ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

08.07.2020 -
დღეს, 8 ივლისს აბიტურიენტები გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.
მცენარეული ნარჩენის დაწვის შემთხვევაში 1 000 ლარამდე დაჯარიმდებით

მცენარეული ნარჩენის დაწვის შემთხვევაში 1 000 ლარამდე დაჯარიმდებით

08.07.2020 -
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის გადაწვა კანონით აკრძალულია ქმედებაა, შესაბამისად, დასჯადია და, სამართალდარღვევის გარემოებებიდან გამომდინარე, 200-დან 1000-ლარამდე ჯარიმის ოდენობას ითვალისწინებს, რასაც ემატება გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხა.