FM97.5 / LIVE
14 ივნისამდე წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

14 ივნისამდე წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

12.06.2020 -
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.
სამველ პეტროსიანმა და ენზელ მკოიანის ძმისშვილმა საპატიმრო დატოვეს

სამველ პეტროსიანმა და ენზელ მკოიანის ძმისშვილმა საპატიმრო დატოვეს

12.06.2020 -
"პატრიოტთა ალიანის" წევრი სამველ პეტროსიანი და "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის 19 წლის ძმისშვილი არმენ მკოიანი, გირაოს 20–20 ათასი ლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 7,5 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 7,5 მილიონს გადააჭარბა

12.06.2020 -
12 ივნისის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების 7 665 017 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 3 881 801 გამოჯანმრთელდა, ხოლო 425 609 გარდაიცვალა.
კვირის აქცენტი: ‘რეგულაციების შესრულება დიდ ხარჯს უკავშირდება’ - სასტუმროს მეპატრონე

კვირის აქცენტი: ‘რეგულაციების შესრულება დიდ ხარჯს უკავშირდება’ - სასტუმროს მეპატრონე

12.06.2020 -
რატომ ურთულდებათ სასტუმროებს დაწესებული რეგულაციების შესრულება, უღირთ თუ არა ეკონომიკური საქმიანობის განახლება და როგორია მათი მოლოდინი საერთაშორისო ვიზიტორების მასპინძლობასთან დაკავშირებით.
200 ლარიანი დახმარება მოქალაქეებს ხელფასის დარიცხვისთანავე შეუწყდებათ

200 ლარიანი დახმარება მოქალაქეებს ხელფასის დარიცხვისთანავე შეუწყდებათ

12.06.2020 -
პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს 200 ლარიანი დახმარება იმ შემთხვევაში შეუწყდებათ, თუ ხელფასი დაერიცხებათ. აღნიშნულ პირებს შემოსავლის დაკარგვის გამო, ექვს თვეში ჯამში 1200 ლარი უნდა მიეღოთ.
თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

12.06.2020 -
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მწყობრიდან გამოსული 232 მეტრი სიგრძისა და 2,20 მეტრი სიგანის ღია სანიაღვრე არხი რეაბილიტაციისთვის 264 100 ლარი დაიხარჯება, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "გაბიონი 2000" ასრულებს.
შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება - 12 ივნისი

შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება - 12 ივნისი

12.06.2020 -
დღის ახალი ამბები მოისმინეთ რადიო "სამხრეთის კარიბჭეს" საინფორმაციო გამოშვებაში. სტუდიაში თეო მაისურაძე მუშაობს.
სეტყვა ახალქალაქის 6 სოფელში – დახოცილია შინაური ფრინველი

სეტყვა ახალქალაქის 6 სოფელში – დახოცილია შინაური ფრინველი

12.06.2020 -
ახალქალაქში ძლიერი სეტყვის შედეგად ხუთი სოფლის მოსახლეობა დაზარალდა. სტიქიის შედეგად განადგურდა კარტოფილის და ხორბლის ნათესები. დახოცილია შინაური ფრინველები.
ადიგენის სოფლებში ფიტნეს ტრენაჟორების დამონტაჟება მიმდინარეობს ®

ადიგენის სოფლებში ფიტნეს ტრენაჟორების დამონტაჟება მიმდინარეობს ®

12.06.2020 -
ფიტნეს ტრენაჟორები ეწყობა ადიგენის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: ბენარა, არალი, მლაშე, ლელოვანი, მოხე და ქვემო ენთელი.
რუსეთში ინფიცირებულთა რიცხვმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა

რუსეთში ინფიცირებულთა რიცხვმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა

12.06.2020 -
რუსეთში კორონავირუსით 24 საათში 183 პაციენტი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 8 987 ახალი შემთხვევა. ქვეყანაში სულ 511 423 დაინფიცირებულია.
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

12.06.2020 -
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაცია, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში უნდა დაწყებულიყო, გადაიდო. ამ ეტაპზე უცნობია როდის გამოცხადდება ტენდერი სამუშაოების დასაწყებად.
კონკურსი მომსახურეობაზე მეთესლეობის სამოდელო მეურნეობაში ®

კონკურსი მომსახურეობაზე მეთესლეობის სამოდელო მეურნეობაში ®

12.06.2020 -
კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP) ფილიალი საქართველოში აცხადებს კონკურსს მომსახურეობაზე მეთესლეობის სამოდელო მეურნეობის ახალციხის და ახალქალაქის ფილიალებში. მეთესლეობის სამოდელო მეურნეობა შექმნილია USAID-ის კარტოფილის პროგრამის ფარგლებში.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 6 შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 6 შემთხვევა დაფიქსირდა

12.06.2020 -
დღის ბოლოს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 843–მდე გაიზარდა, 24 საათში COVID-19-ით 15 ადამიანი დაინფიცირდა.
ქორწილსა და ქელეხში 10–ზე მეტი პირის თავშეყრის შემთხვევაში 2 000 ლარით დაჯარიმდებით

ქორწილსა და ქელეხში 10–ზე მეტი პირის თავშეყრის შემთხვევაში 2 000 ლარით დაჯარიმდებით

12.06.2020 -
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი მოუწოდებს საზოგადოებას 15 ივლისამდე ქორწილის, ქელეხის და სხვა მასშტაბური ღონისძიებების გადახდისგან თავი შეიკავონ, წინააღმდეგ შემთხვევაში 10 კაცზე პირის თავშეყრის გამო თითოეული მოქალაქე 2 000 ლარით დაჯარიმდება.
დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე მყოფი პირი 20 ლარით დაჯარიმდება

დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე მყოფი პირი 20 ლარით დაჯარიმდება

12.06.2020 -
დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება, საქართველოს პარლამენტმა პირბადის ტარების წესის შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონდამრღვევი მოქალაქე 20 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 500 ლარით დაჯარიმდება.
სოციალურად დაუცველი მოქალაქეები პირბადეებს უფასოდ მიიღებენ

სოციალურად დაუცველი მოქალაქეები პირბადეებს უფასოდ მიიღებენ

12.06.2020 -
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ სახელმწიფო სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს პირბადეებს უფასოდ დაურიგებს.
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტსა და რესტორნებში კონტროლი გამკაცრდება

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტსა და რესტორნებში კონტროლი გამკაცრდება

12.06.2020 -
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გამკაცრდება დადგენილი წესებისა და სტანდარტების კონტროლი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის რესტორნებსა და სარეკრეაციო სივრცეებში, ასევე - საზოგადოებრივ ტრანსპორტში. დარღვევების შემთხვევაში კი გამოყენებული იქნება კანონით დადგენილი ჯარიმები.
COVID-19: სომხეთში 24 საათში კიდევ 612 პირი დაინფიცირდა, გარდაიცვალა – 13

COVID-19: სომხეთში 24 საათში კიდევ 612 პირი დაინფიცირდა, გარდაიცვალა – 13

12.06.2020 -
სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დაინფიცირებულთა რიცხვი 15 281-მდე გაიზარდა.
ბესიკ ამირანაშვილი ბორჯომის მერიის სამსახურის ხელმძღვანელობას შეხვდა ®

ბესიკ ამირანაშვილი ბორჯომის მერიის სამსახურის ხელმძღვანელობას შეხვდა ®

12.06.2020 -
სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისათვის გაწეული დახმარების საკითხი.
ვის და რამდენით გაეზრდება პენსია 1–ელი ივლისიდან

ვის და რამდენით გაეზრდება პენსია 1–ელი ივლისიდან

12.06.2020 -
პირველი ივლისიდან, 70 წელს გადაცილებული და მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პენსიონერები 30 ლარით გაზრდილ პენსიას მიიღებენ.