FM97.5 / LIVE
ექიმი გვირჩევს: COVID-19 - შეზღუდვების მოხსნის შემდგომი რეკომენდაციები [ვიდეო]

ექიმი გვირჩევს: COVID-19 - შეზღუდვების მოხსნის შემდგომი რეკომენდაციები [ვიდეო]

28.05.2020 -
რა ღონისძიებები გაატარა ქვეყანამ კორონავირუსის პრევენციის მიზნით და როგორ შეინარჩუნა ახალციხემ "მწვანე ზონის" სტატუსი. ექიმი-ეპიდემიოლიგი ქეთინო ჯინჭველაძე საუბრობს იმ რეკომენდაციებზე, რომელთა დაცვაც, დაწესებული შეღუდვების მოხსნის შემდგომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 -
ახალციხის მერის მრჩეველმა გელვასი გელაძემ, შპს „მშენებლი 2004“-ის წილი დათმო და გაასხვისა. ეს ის კომპანიაა, რომელმაც გელვასი გელაძის მერიაში დანიშვნის შემდეგ, ექვს წელში ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული 15 ტენდერი მოიგო.
საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 -
მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, სასტუმროები და განთავსების ობიექტები მუშაობის განახლების ნებართვას მხოლოდ მას შემდეგ მიიღებენ, რაც ინსპექტირებას გაივლიან და შრომის ინსპექცია შეამოწმებს მათ შესაბამისობას დადგენილ რეგულაციებთან.
‘შევცდი - საგანგებო ბიუჯეტის ნახევარი გახარჯულია’- საკრებულოს თავმჯდომარე

‘შევცდი - საგანგებო ბიუჯეტის ნახევარი გახარჯულია’- საკრებულოს თავმჯდომარე

28.05.2020 -
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გელა ნოზაძის თქმით, კორონავირუსის პრევენციისათვის გამოყოფილი 25 000 ლარიდან ნახევარი უკვე გახარჯულია და „სამხრეთის კარიბჭესთან“ მიცემულ კომენტარში, სადაც ამბობს, რომ „საგანგებო ბიუჯეტი“ ჯერ გაწერილი არ არის, შეცდომა მოუვიდა.
რუსეთში 24 საათში კორონავირუსით 174 ადამიანი გარდაიცვალა – მეზობელი ქვეყნების სტატისტიკა

რუსეთში 24 საათში კორონავირუსით 174 ადამიანი გარდაიცვალა – მეზობელი ქვეყნების სტატისტიკა

28.05.2020 -
საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რუსეთში ფიქსირდება. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 8 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა და 174 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა კი 150 ათასს აჭარბებს.
ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

28.05.2020 -
პანდემიის პერიოდში, ახალციხის მერის წარმომადგენლების სოფლებში გადასაადგილებლად, თვითმმართველობამ საწვავი გამოყო. თითოეული მათგანი თვეში 100 ლიტრს იღებს. გამონაკლისს წარმოადგენს რამდენიმე წარმომადგენელი, რომლებმაც საწვავი მართვის მოწმობის უქონლობის გამო ვერ მიიღეს.
შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება - 28 მაისი

შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება - 28 მაისი

28.05.2020 -
დღის ახალი ამბები მოისმინეთ რადიო "სამხრეთის კარიბჭეს" საინფორმაციო გამოშვებაში. სტუდიაში თიკო ზაზაძე მუშაობს.
‘მერაბიშვილი რომ შს მინისტრი იყო, მესხეთ-ჯავახეთში ტყე დატოვა? აბა, ჩადით ბორჯომში’ – ეპისკოპოსი იაკობი

‘მერაბიშვილი რომ შს მინისტრი იყო, მესხეთ-ჯავახეთში ტყე დატოვა? აბა, ჩადით ბორჯომში’ – ეპისკოპოსი იაკობი

28.05.2020 -
ბოდბელი ეპიკსოპოსის, მეუფე იაკობის თქმით, შევარდნაძის დროს ხე-ტყეს „მხედრიონი“ და პოლიცია კურირებდნენ, სააკაშვილის დროს კი, ვანო მერაბიშვილი. სასულიერო პირი კითხულობს რატომ არ შეიძლება ეკლესიას ჰქონდეს ტყე, მაშინ როცა საჭიროების შემთხვევაში მზად არიან ისევ სახელმწიფოს და ხალხს დაუბრუნონ.
სომხეთში 24 საათში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა

სომხეთში 24 საათში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა

28.05.2020 -
28 მაისის მონაცემებით, მეზობელ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 442 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 32 პაციენტი, 15 კი გარდაიცვალა.
ბორჯომში 6 ფიტნეს–ტრენაჟორის მოედანი ეწყობა ®

ბორჯომში 6 ფიტნეს–ტრენაჟორის მოედანი ეწყობა ®

28.05.2020 -
ფიტნეს ტრენაჟორები, ბორჯომის 3 უბანში–ვაშლოვანაში, ახალშენსა და ჩარხისწყალზე და 3 სოფელში–კორტანეთში, ლიბანსა და ანდეზიტში მოეწყობა.
‘პირველ რიგში იქნება საფარის ტყე’- მიტროპოლიტი თეოდორე ეკლესიებისთვის ტყის გადაცემაზე

‘პირველ რიგში იქნება საფარის ტყე’- მიტროპოლიტი თეოდორე ეკლესიებისთვის ტყის გადაცემაზე

28.05.2020 -
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორე ჭუაძის განმარტებით, ტყის ახალი კოდექსის თანახმად, პირველ რიგში, 20 ჰექტარს საფარის მონასტერთან დაირეგისტრირებენ. მისი თქმით, ტყის მოსავლელად საპატრიარქო სასულიერო პირებს გადაამზადებს.
თიბისის მხარდაჭერით, ფოთსა და ქობულეთში 2 მრავალპროფილური საავადმყოფო გაიხსნა ®

თიბისის მხარდაჭერით, ფოთსა და ქობულეთში 2 მრავალპროფილური საავადმყოფო გაიხსნა ®

28.05.2020 -
ფოთსა და ქობულეთში, თიბისის მხარდაჭერით, „ბომონდის სამედიცინო საინვესტიციო ჯგუფის“ მიერ 2 ახალი საავადმყოფო გაიხსნა.
COVID-19-ის პრევენციისთვის ახალციხის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ჯერ არ გახარჯულა

COVID-19-ის პრევენციისთვის ახალციხის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ჯერ არ გახარჯულა

28.05.2020 -
რაში დაიხარჯება 25 000 ლარი, რომელიც ახალციხის ბიუჯეტიდან კორონავირუსის პრევენციისთვის გამოიყო, ჯერ გაწერილი არ არის. ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ მიმდინარეობს სხვა თანხების მოძიებაც, რადგან პანდემიის პერიოდში დაზარალებულთა სრულფასოვანი დახმარებისთვის საჭირო ფინანსური რესურსი შეგროვდეს.
2 დღის განმავლობაში საქართველოში იწვიმებს

2 დღის განმავლობაში საქართველოში იწვიმებს

28.05.2020 -
29-30 მაისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.
მერის წარმომადგენლები მიწის წარმომავლობასთან დაკავშირებულ ცნობებს აღარ გასცემენ

მერის წარმომადგენლები მიწის წარმომავლობასთან დაკავშირებულ ცნობებს აღარ გასცემენ

28.05.2020 -
სოფლებში ახალციხის მერის წარმომადგენლები, პირის მიერ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებისა და საკადასტრო აზომვით ნახაზებში მოცემული ტერიტორიის იდენტურობის დამადასტურებელ ცნობას ვეღარ გასცემენ. ამისი უფლება მათ შეეზღუდათ.
მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს

მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს

28.05.2020 -
დღეს, 28 მაისს აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს.
COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 738–მდე გაიზარდა

COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 738–მდე გაიზარდა

28.05.2020 -
დღეს, 28 მაისს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 16 პაციენტი.