FM97.5 / LIVE
საპატრიარქო  ბორჯომში 3 ჰექტრამდე ტყის დაკანონებას ითხოვს

საპატრიარქო ბორჯომში 3 ჰექტრამდე ტყის დაკანონებას ითხოვს

27.05.2020 -
საპატრიარქომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში ოთხი მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება, ტყის ახალი კოდექსის დამტკიცებამდე მოითხოვა. ტერიტორიის საერთო ფართობი სამ ჰექტარზე მეტია.
'დავავალებ და ვიკითხავ რა ხდება ახალციხეში’ – პრემიერი ახალციხის მერზე

'დავავალებ და ვიკითხავ რა ხდება ახალციხეში’ – პრემიერი ახალციხის მერზე

27.05.2020 -
გიორგი გახარიამ ახალციხის მერის, ზაზა მელიქიძის შესაძლო კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით, ლევან გოგიჩაიშვილის დასმულ კითხვას უპასუხა. პრემიერ–მინისტრის განცხადებით, ამის გასარკვევად, დეპუტატმა "თუ მართლა კატასტროფა არ ხდება", ანტიკორუფციულ სამსახურს უნდა მიმართოს.
ახალციხეში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობისთვის დონორი ჯერ ვერ მოიძებნა

ახალციხეში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობისთვის დონორი ჯერ ვერ მოიძებნა

27.05.2020 -
სამცხე-ჯავახეთში ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის პროექტი წელიწად-ნახევარია მზად არის, თუმცა მისი მშენებლობისათვის საჭირო თანხა ჯერ კიდევ ვერ მოიძებნა. ახალციხის საკრებულოს დეპუტატი ამბობს, რომ მშენებლობის შეფერხება ახალციხის მერიის მიერ შენობის პროექტში თვითნებურად შეტანილმა შესწორებამ გამოიწვია.
ახალციხის კლინიკაში ერთ თვეში მიუსაფარი ძაღლების მიერ დაკბენილი 72 ადამიანი შეიყვანეს

ახალციხის კლინიკაში ერთ თვეში მიუსაფარი ძაღლების მიერ დაკბენილი 72 ადამიანი შეიყვანეს

27.05.2020 -
ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში მიუსაფარი ცხოველების მიერ დაკბენილი ადამიანების მიმართიანობა გაიზარდა, მაისში ძაღლებმა 72 ადამიანი დაკბინეს, აქედან 18 პაციენტი ცოფის საწინააღმდეგო აცრებს ამ დრომდე იტარებს.
‘ამბობენ, რომ მერის ბრძანება შევასრულეთ, მაგრამ ეგრე არ არის’ - დეპუტატი ფრაქციის დატოვებაზე

‘ამბობენ, რომ მერის ბრძანება შევასრულეთ, მაგრამ ეგრე არ არის’ - დეპუტატი ფრაქციის დატოვებაზე

27.05.2020 -
ახალციხის საკრებულომ ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ დაშლის საკითხი ცნობად მიიღო. ორმა წევრმა ფრაქცია ერთდროულად, ერთ დღეს დატოვა, მიზეზი - უცნობია. დეპუტატები ამბობენ, რომ „ასე იყო საჭირო“. ფრაქციის თავმჯდომარე თამარ გოგოლაძე კი მიიჩნევს, რომ დეპუტატებმა „მერის ბრძანება შეასრულეს“.
‘რას ეტყვით ახალციხელებს, რომლებიც მისმა მერმა ‘გაყვლიფა’ –  გოგიჩაიშვილი პრემიერს [ვიდეო]

‘რას ეტყვით ახალციხელებს, რომლებიც მისმა მერმა ‘გაყვლიფა’ – გოგიჩაიშვილი პრემიერს [ვიდეო]

27.05.2020 -
დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა, გიორგი გახარიას პარლამენტში გამოსვლის დროს, კითხვა ახალციხის მერის, ზაზა მელიქიძის ოჯახის წევრების მიერ მოგებულ ტენდერებთან დაკავშირებით დაუსვა. “ქართული ოცნების” დეპუტატს აინტერესებს, რა პასუხს გასცემს მთავრობის მეთაური ახალციხის მოსახლეობას და როდის დადგება „მექრთამე, კორუმპირებული მერების პასუხისმგებლობის საკითხი".
საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი ლიკვიდირებულია

საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი ლიკვიდირებულია

27.05.2020 -
ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიან კორპუსში ხანძარი ჩააქრეს. ადგილზე ერთი სახანძრო–სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
2020 წელს იპოთეკური სესხით სარგებლობის შემთხვევაში მოქალაქეს სახელმწიფო დაეხმარება

2020 წელს იპოთეკური სესხით სარგებლობის შემთხვევაში მოქალაქეს სახელმწიფო დაეხმარება

27.05.2020 -
საქართველოს პრემიერ–მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფო მოახდენს იპოთეკური სესხების სუბსიდირებას ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც გადაწყვეტს წლის ბოლომდე იპოთეკური სესხის აღებას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.
ახალციხეში ხუთსართულიან კორპუსში ხანძარია [ფოტო]

ახალციხეში ხუთსართულიან კორპუსში ხანძარია [ფოტო]

27.05.2020 -
ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე მდებარე კორპუსის მეხუთე სართულზე ხანძარი გაჩნდა.
3 000 ლარიანი ჯარიმების ჩამოწერა დამღუპველი იქნება - მდინარაძე

3 000 ლარიანი ჯარიმების ჩამოწერა დამღუპველი იქნება - მდინარაძე

27.05.2020 -
“ქართული ოცნების” ლიდერი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ 3 000 ლარიანი ჯარიმა, რომელიც მოქალქეებს საგანგებო მდგომარეობის დარღვევის გამო დაეკისრათ, რთული გადასახდელი იქნება, ამის გამო, შეიქმნა ერთგვარი „ჩიხური“ მდგომარეობა, თუმცა ამ ჯარიმების ჩამოწერა შესაძლოა „დამღუპველი“ იყოს.
თიბისის მხარდაჭერით, პირბადეების მწარმოებელი - შპს 'ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი'  გაიხსნა ®

თიბისის მხარდაჭერით, პირბადეების მწარმოებელი - შპს 'ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი' გაიხსნა ®

27.05.2020 -
ქართულ ბაზარზე, თიბისის მხარდაჭერით, უმაღლესი ხარისხის პირბადეების მწარმოებელი - შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“ იწყებს ფუნქციონირებას. პროექტის ჯამური ღირებულება 1.8 მილიონი დოლარია.
29 მაისიდან მუნიციპალური, 8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი აღდგება

29 მაისიდან მუნიციპალური, 8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი აღდგება

27.05.2020 -
პემიერ-მინისტრის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა ორ ეტაპად მოხდება. კონკრეტული მუნიციპალიტეტის შიგნით გადაადგილება 29 მაისიდან იქნება შესაძლებელი, ხოლო, ერთი მუნიციპალიტეტიდან მეორეში, საქალაქთაშორისო მგზავრობის აღდგენა 8 ივნისიდან დაიწყება.
8 ივნისიდან  სასტუმროები მუშაობას განაახლებენ

8 ივნისიდან სასტუმროები მუშაობას განაახლებენ

27.05.2020 -
პრემიერ–მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, რვა ივნისიდან გაიხსნება ის სასტუმროები, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვა ექნება.
პირველი ივნისიდან  მაღაზიები და რესტორნები იხსნება

პირველი ივნისიდან მაღაზიები და რესტორნები იხსნება

27.05.2020 -
პირველი ივნისიდან ღია სივრცის მქონე მაღაზიები, რესტორნები და ბაზრობები გაიხსნება - შეზღუდვების მოხსნის შესახებ დღეს, 27 მაისს, პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა.
29 მაისიდან მუნიციპალური ტრანსპორტი აღდგება

29 მაისიდან მუნიციპალური ტრანსპორტი აღდგება

27.05.2020 -
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 29 მაისიდან მუნიციპალური ტრანსპორტი აღდგება. მოქალაქეებს ტრანსპორტით გადაადგილება პირბადით შეეძლებათ.
‘პლაქვენილი ამოღებულია პროტოკოლიდან’ - მაკა სოლოღაშვილი

‘პლაქვენილი ამოღებულია პროტოკოლიდან’ - მაკა სოლოღაშვილი

27.05.2020 -
პლაქვენილი, რომელსაც საქართველოში კორონავირუსის სამკურნალოდ იყენებდნენ, ჯანმოს მითითების შესაბამისად, პროტოკოლიდან ამოიღეს - ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 20 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 20 პაციენტი

27.05.2020 -
27 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 735 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 557 გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა.