FM97.5 / LIVE
‘გადაწყვეტილება არ მიმიღია’ - მერაბიშვილი არჩევნებში კენჭისყრაზე

‘გადაწყვეტილება არ მიმიღია’ - მერაბიშვილი არჩევნებში კენჭისყრაზე

21.05.2020 -
ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ამბობს, რომ ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, იყრის თუ არა კენჭს 2020 წლის არჩევნებში მაჟორიტარ დეპუტატად.
‘წინასაარჩევნო რევერანსია’ - NGO-ები საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის ინიციატივაზე

‘წინასაარჩევნო რევერანსია’ - NGO-ები საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის ინიციატივაზე

21.05.2020 -
ახალციხეში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებში მიიჩნევენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, საპატრიარქოს მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე 20 ჰექტრამდე ტყის ფლობა შეეძლება, ბუნდოვანია. ისინი ვარაუდობენ, რომ ინიციატივა შესაძლოა 2020 წლის არჩევნებს უკავშირდება.
პარლამენტმა საგანგებო რეჟიმის გარეშე შეზღუდვების დაწესების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

პარლამენტმა საგანგებო რეჟიმის გარეშე შეზღუდვების დაწესების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

21.05.2020 -
მთავრობას შეზღუდვების დაწესება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. პარლამენტმა კანონპროექტს მხარი პირველივე მოსმენით დაუჭირა.
მესხმა კათოლიკეებმა ბუზმარეთში ამაღლების დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო]

მესხმა კათოლიკეებმა ბუზმარეთში ამაღლების დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო]

21.05.2020 -
21 მაისს კათოლიკური სამყარო ქრისტეს ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. მესხმა კათოლიკეებმა ამ დღეს ტრადიციულად, თურქეთის საზღვართან მდებარე ბუზმარეთის ეკლესია მოილოცეს. წირვა ღია ცის ქვეშ, ეკლესიიდან მოშორებით აღევლინა, რადგან მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა კათოლიკეებს ტაძარში ან ტაძრის ეზოში წირვის აღვლენაზე უარი უთხრეს.
9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

21.05.2020 -
ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 652 999 ლარი დაიხარჯება, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "არალი" აწარმოებს.
საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის წინააღმდეგ პეტიცია შეიქმნა

საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის წინააღმდეგ პეტიცია შეიქმნა

21.05.2020 -
პეტიციის ხელმომწერები მოითხოვენ, რომ საქართველოს პარლამენტმა არ დაუჭიროს მხარი ცვლილებების შეტანას ტყის კოდექსში, რომელიც საპატრიარქოსთვის ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ 20 ჰექტარი ტყის ფართობის გადაცემას ითვალისწინებს.
სამცხე-ჯავახეთის საკარანტინო ზონებში COVID-19–ზე 259 მოქალაქეს აკვირდებიან

სამცხე-ჯავახეთის საკარანტინო ზონებში COVID-19–ზე 259 მოქალაქეს აკვირდებიან

21.05.2020 -
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის განცხადებით, საკარანტინო ზონებში 259 პირი იმყოფება. რეგიონში თვითიზოლაციაში აღარავინაა.
შსს–მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 79 ფაქტი გამოავლინა

შსს–მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 79 ფაქტი გამოავლინა

21.05.2020 -
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 79 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
ბორჯომში ტურიზმის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებაზე მუშაობა დასრულდა ®

ბორჯომში ტურიზმის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებაზე მუშაობა დასრულდა ®

21.05.2020 -
ტურიზმის განვითარების გენერალურ გეგმაში დასახულია ტურიზმის სექტორის განვითარების გრძელვადიანი ხედვა. იდენტიფიცირებულია სტრატეგიული მარკეტინგული შესაძლებლობები და გრძელვადიანი მიზნების მიღწევის საჭირო პროგრამები, ასევე გამოკვეთილია ის ტიპიური ბიზნესები, რომელთა განვითარებაც შესაძლებელია რეგიონში.
'რაღაცნაირად უნდა დავადასტუროთ, ჩვენ გამოძიებას ვერ ჩავატარებთ' – მინისტრი თვითდასაქმებულებზე

'რაღაცნაირად უნდა დავადასტუროთ, ჩვენ გამოძიებას ვერ ჩავატარებთ' – მინისტრი თვითდასაქმებულებზე

21.05.2020 -
ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის განცხადებით, თვითდასაქმებულები, რომლებიც შესაბამისი დოკუმენტებით ვერ დაადასტურებენ, რომ პანდემიის გამო დაკარგეს შემოსავლები, კომპენსაციას ვერ მიიღებენ.
საბანკო სესხები კიდევ სამი თვით გადავადდება

საბანკო სესხები კიდევ სამი თვით გადავადდება

21.05.2020 -
პრემიერ–მინისტრის, გიორგი გახარიას განმარტებით, მთავრობამ საბანკო სექტორთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, კიდევ სამი თვით ავტომატურად გადაუვადდეთ საბანკო სესხები იმ მოქალაქეებს, ვინც ანტიკრიზისული გეგმით კომპენსაციის მიმღებთა სიაშია.
საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი აღარ გაგრძელდება – პრემიერი

საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი აღარ გაგრძელდება – პრემიერი

21.05.2020 -
პრემიერ–მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და ე.წ კომენდანტის საათი ხვალ, 22 მაისს დასრულდება.
ახალციხეში სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს ®

ახალციხეში სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს ®

21.05.2020 -
ქალაქ ახალციხეში, სტიქიის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, 3 სანიაღვრე არხის აღდგენა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 721–მდე გაიზარდა

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 721–მდე გაიზარდა

21.05.2020 -
დღეს, 21 მაისს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 10-ით გაიზარდა.
22 მაისიდან საქართველოში წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

22 მაისიდან საქართველოში წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

21.05.2020 -
გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, დღეს, 21 მაისს საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 31, 36 გრადუსამდე მოიმატებს. ხვალიდან კი ამინდი მკვეთრად გაუარესდება.