FM97.5 / LIVE
'ბოლო ზარი' დისტანციურად

'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 -
დღეს მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი უჩვეულოდ დაირეკა. პანდემიის გამო, ვერც სკოლის ეზოებში შეიკრიბნენ და ვერც ღონისძიება გამართეს. სწავლის დასრულების ბოლო დღეც ისეთივე იყო, როგორც მეორე სემესტრი. ყველაფერი დისტანციურად, „თიმსის“ პროგრამაში.
‘ადამიანებს შორის მანძილი უნდა იყოს დაცული’ - ხათუნა ზახაშვილი ტრანსპორტზე

‘ადამიანებს შორის მანძილი უნდა იყოს დაცული’ - ხათუნა ზახაშვილი ტრანსპორტზე

20.05.2020 -
საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაცული უნდა იყოს დისტანცია იმდენად, რომ არ მოხდეს ინფექციის პირდაპირი გავრცელება - ამის შესახებ გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა ისაუბრა.
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების წესი იცვლება

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების წესი იცვლება

20.05.2020 -
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსის მისაღებად, 2000 მეტრ და მეტ სიმაღლეზე მდებარე დასახლებაში, ყოველი წლის განმავლობაში, 9 თვის ნაცვლად, 6 თვის ვადით, ფაქტობრივად უნდა ცხოვრობდეს.
რა არის საჭირო თურქეთში პაციენტების შესასვლელად - საელჩო

რა არის საჭირო თურქეთში პაციენტების შესასვლელად - საელჩო

20.05.2020 -
თურქეთში არსებული საქართველოს საელჩო აცხადებს, რომ უცხოელი პაციენტების თურქეთის ტერიტორიაზე შესვლასთან დაკავშირებით, საჭირო ნებართვის მოპოვების საკითხი ისევ არსებული პრაქტიკით დარეგულირდება.
შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება - 20 მაისი

შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება - 20 მაისი

20.05.2020 -
დღის ახალი ამბები მოისმინეთ რადიო "სამხრეთის კარიბჭეს" საინფორმაციო გამოშვებაში. სტუდიაში რობი ზარიძე მუშაობს.

შეეხება თუ არა სამელიორაციო შეღავათები მუნიციპალურ სარწყავ სისტემებს

შეეხება თუ არა სამელიორაციო შეღავათები მუნიციპალურ სარწყავ სისტემებს

20.05.2020 -
მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, ფერმერები სარწყავი წყლის გადასახადიდან სრულად თავისუფლდებიან, თუმცა ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი ეს შეღავათი შეეხება თუ არა იმ ფერმერებს, რომლებიც მუნიციპალური სარწყავი სისტემით სარგებლობენ.
იაფი აგროდიზელის შესაძენად სამცხე-ჯავახეთში სამი ბენზინგასამართი სადგურია

იაფი აგროდიზელის შესაძენად სამცხე-ჯავახეთში სამი ბენზინგასამართი სადგურია

20.05.2020 -
ფერმერებს, სახელმწიფო სუბსიდიით გათვალისწინებული, იაფი დიზელის შეძენა მხოლოდ „სოკარის“ ბენზინგასამართ სადგურებზე შეეძლებათ. ასეთი სადგური კი სამცხე-ჯავახეთში მხოლოდ ახალციხეში, ბორჯომსა და ბაკურიანშია.
‘დახოცილი ქათმები მიწაში ჩავმარხეთ’ - ახალქალაქის მერია

‘დახოცილი ქათმები მიწაში ჩავმარხეთ’ - ახალქალაქის მერია

20.05.2020 -
ახალქალაქის მერიაში ამბობენ, რომ მკვდარი ფრინველები, რომლებიც ადგილობრივებმა რამდენიმე დღის წინ ნახეს, თვითმმართველობის თანამშრომლებმა მიწაში დაფლეს.
ბავშვის მოვლის გამო შვებულებაში მყოფი პირი თუ პანდემიისგან დაზარალა კომპენსაციას მიიღებს

ბავშვის მოვლის გამო შვებულებაში მყოფი პირი თუ პანდემიისგან დაზარალა კომპენსაციას მიიღებს

20.05.2020 -
პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაში იმყოფებოდა, თუმცა, კორონავირუსით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სამსახური დაკარგა, კომპენსაციას მიიღებს.
‘თუ კორპორაციული საღამოები არ იქნება, მოგებაზე ვერ გავალთ’ - ახალციხის რესტორნები

‘თუ კორპორაციული საღამოები არ იქნება, მოგებაზე ვერ გავალთ’ - ახალციხის რესტორნები

20.05.2020 -
ახალციხეში არსებულ რესტორნებში მიიჩნევენ, რომ საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის მიერ გავრცელებული ძირითადი რეკომენდაციები მათთვის რთული შესასრულებელი არ იქნება. მათ პრობლემას მხოლოდ ის პუნქტი უქმნის, რომ მაგიდასთან ექვს კაცზე მეტი არ უნდა დაჯდეს.
'ვშიშობ, ივნისის ბოლოს 30 ათასი ინფიცირებული გვეყოლება' – ფაშინიანი

'ვშიშობ, ივნისის ბოლოს 30 ათასი ინფიცირებული გვეყოლება' – ფაშინიანი

20.05.2020 -
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიიჩნევს, რომ თუ მოსახლეობამ პირადი პასუხისმგებლობა არ იგრძნო კორონავირუსთან ბრძოლაში, მაშინ ქვეყანას ივნისის ბოლოს ასეულობით მსხვერპლი ეყოლება.
ახალდაბაში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები დაიწყო ®

ახალდაბაში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები დაიწყო ®

20.05.2020 -
დაბა ახალდაბაში, ჭავჭავაძის, აღმაშენებლისა და ნიკოლაძის ქუჩებზე, ჯამში 2 კილომეტრზე მეტი სიგრძის გზაზე, ასფალტის საფარი დაიგება.
შემოსავლების სამსახური კომპანიებს მოუწოდებს დასაქმებულთა მონაცემები წარადგინონ

შემოსავლების სამსახური კომპანიებს მოუწოდებს დასაქმებულთა მონაცემები წარადგინონ

20.05.2020 -
შემოსავლების სამსახური დამსაქმებელ კომპანიებს შეახსენებს, წარმოადგინონ იმ დაქირავებულ პირთა სია, რომლებიც 2020 წლის პირველი სამი თვიდან, რომელიმე ერთ თვეს მაინც, იღებდნენ ხელფასს და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუწყდათ ან შეუჩერდათ შრომითი ურთიერთობა.
‘კომენდანტის საათის’ დარღვევისთვის 59 მოქალაქე დაჯარიმდა

‘კომენდანტის საათის’ დარღვევისთვის 59 მოქალაქე დაჯარიმდა

20.05.2020 -
ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 67 ახალი ფაქტი გამოვლინდა. „კომენდანტის საათის“ დარღვევისთვის კი, 59 მოქალაქე დაჯარიმდა.
მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

20.05.2020 -
დღეს, 20 მაისს, საქართველოში არსებულ საჯარო სკოლებში, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო პროცესი დასრულდა.
საქართველოში კოვიდინფიცირების 6 ახალი შემთხვევა და 19 გამოჯანმრთელებულია

საქართველოში კოვიდინფიცირების 6 ახალი შემთხვევა და 19 გამოჯანმრთელებულია

20.05.2020 -
დღეს, 20 მაისს, საქართველოში კორონავირუსის კიდევ ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მთლიანობაში მათი რიცხვი 713-ია. 19-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობაც.
ბოჭორიშვილის კლინიკაში ერთი ახალი ინფიცირებული ბავშვია

ბოჭორიშვილის კლინიკაში ერთი ახალი ინფიცირებული ბავშვია

20.05.2020 -
ბოჭორიშვილის კლინიკაში ერთი ახალი პაციენტი ბოლნისის კლასტერიდანაა. იგი მცირეწლოვანია და ინფიცირებული ოჯახის წევრია. ამავე კლინიკიდან დღეს, 20 მაისს ორი პაციენტი გაეწერება.