FM97.5 / LIVE
Covid-19 -საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

Covid-19 -საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

16.04.2020 -
3 448 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა დღეს რუსეთში. 75 ათასს აღწევს კოვინფიცირებულთა რაოდენობა თურქეთში. ათასზე მეტ ადამიანს აქვს კორონავირუსი სომხეთსა და აზერბაიჯანში.
Covid 19 - ინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში 348–მდე გაიზარდა

Covid 19 - ინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში 348–მდე გაიზარდა

16.04.2020 -
16 აპრილს დღის მეორე ნახევარში, კორონავირუსი კიდევ 12 ადამიანს დაუდასტურდა. კარანტინის რეჟიმშია 5079, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 558 ადამიანი.
ხვალიდან ქვეყანაში მსუბუქი მანქანებით გადაადგილება იკრძალება

ხვალიდან ქვეყანაში მსუბუქი მანქანებით გადაადგილება იკრძალება

16.04.2020 -
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან 17 აპრილის 12:00 საათიდან, მსუბუქი მანქანებით გადაადგილება აიკრძალა. შეზღუდვა 21 აპრილამდე იმოქმედებს.
17 აპრილიდან დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება

17 აპრილიდან დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება

16.04.2020 -
მთავრობის გადაწყვეტილებით დახურულ სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება, რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში დაჯარიმდება იურიდიული პირი. ხვალიდან შეზღუდვები წესდება სასაფლაოზე შესვლასთან დაკავშირებით.
COVID 19  - როგორ განვითარდა მოვლენები საქართველოში

COVID 19 - როგორ განვითარდა მოვლენები საქართველოში

16.04.2020 -
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. მას შემედეგ, ქვეყანაში ეტაპობრივად დაიწყო შეზღუდვები. ნახეთ, როგორ მოვედით ამ მდგომარეობამდე. მთავრობის კონკრეტული ზომები თებერვლიდან 16 აპრილამდე.
‘მთავრობა-საპატრიარქოს შეთანხმებით კონსტიტუცია ირღვევა’ – NGO-ების შეფასებები

‘მთავრობა-საპატრიარქოს შეთანხმებით კონსტიტუცია ირღვევა’ – NGO-ების შეფასებები

16.04.2020 -
ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მომუშავე არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ მთავრობისა და საპატრიარქოს შეთანხმება არაკონსტიტუციურია. მათი თქმით, სახელმწიფო წესის დარღვევის ექსკლუზიურ უფლებას აძლევს მხოლოდ ერთ რელიგიურ ორგანიზაციას, რაც ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ თვითონვე თქვა უარი წესების აღსრულების ლეგიტიმაციაზე.
‘ვილოცოთ სახლიდან, ჩვენი მღვდელმთავრები ილოცებენ ჩვენთვის’ - გამყრელიძე

‘ვილოცოთ სახლიდან, ჩვენი მღვდელმთავრები ილოცებენ ჩვენთვის’ - გამყრელიძე

16.04.2020 -
ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს სახლში დარჩნენ, არ წავიდნენ სააღდგომო ლიტურგიაზე, რადგან ქვეყანაში არ დაიწყოს ფართომასშტაბიანი ეპიდემია.

‘უნდა მოვერიდოთ ერთმანეთს’ - პაატა იმნაძე

‘უნდა მოვერიდოთ ერთმანეთს’ - პაატა იმნაძე

16.04.2020 -
პაატა იმნაძე მოსახლეობას მოუწოდებს არ წავიდნენ არანაირ შეკრებაზე სახლის გარეთ. ის ადამიანები კი, რომლებსაც აუცილებლობის გამო მუშაობა უწევთ, სახლში დაბრუნებისას ოჯახის წევრებს უნდა მოერიდონ.
საქართველოში კორონავირუსისგან 76 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან 76 პაციენტი გამოჯანმრთელდა

16.04.2020 -
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსი 76–მა პაციენტმა დაამარცხა. ქვეყანაში ინფიცირების 340 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.
COVID 19–ით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 340–მდე გაიზარდა

COVID 19–ით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 340–მდე გაიზარდა

16.04.2020 -
დღის ბოლოს საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კარანტინის რეჟიმშია 5 000 მოქალაქე, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ კი 494.
ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 12 პირის ტესტი ბორჯომიდან ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნეს

ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 12 პირის ტესტი ბორჯომიდან ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნეს

16.04.2020 -
ახალდაბასა და ყვიბისში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული იმყოფებოდა, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. 30 წლამდე პირთან კონტაქტში მყოფი 12 ადამიანის ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნეს.
ადიგენში ორი პაციენტის ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნეს

ადიგენში ორი პაციენტის ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნეს

16.04.2020 -
ადიგენის ცხელების ცენტრში ორი პირი იმყოფება, ორივე მათგანს COVID 19-ზე ტესტი გაუკეთდა, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნეს.
არ გამოვრიცხავ აღდგომის ღამეს ონლაინ რეჟიმში ჩატარდეს წირვა – ეკატერინე ტიკარაძე

არ გამოვრიცხავ აღდგომის ღამეს ონლაინ რეჟიმში ჩატარდეს წირვა – ეკატერინე ტიკარაძე

16.04.2020 -
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ტაძარში მრევლის დარჩენა, მიუხედავად ორმეტრიანი დისტანციის დაცვისა, მნიშვნელოვან საფრთხეებს შეიცავს ვირუსის გავრცელების მხრივ. მისივე თქმით, შესაძლოა წირვაზე ხალხი არ მივიდეს და მსახურება ონლაინ რეჟიმში ჩატარდეს.
COVID 19–ით ინფიცირებულს ბორჯომში 13 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი

COVID 19–ით ინფიცირებულს ბორჯომში 13 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი

16.04.2020 -
ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი, დავით ზაალიშვილი აცხადებს, რომ ახალდაბელი ახალგზარდა, თბილისში მცხოვრები ბიძაშვილისგან დაინფიცირდა.[center][/center]
‘ნუ წავალთ ეკლესიებში, გვაპატიებს ამას ღმერთი’ - გამყრელიძე

‘ნუ წავალთ ეკლესიებში, გვაპატიებს ამას ღმერთი’ - გამყრელიძე

16.04.2020 -
დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას პირველად მოუწოდა, რომ ეკლესიებში წასვლისგან თავი შეიკავონ.
ბორჯომში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ბორჯომში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

16.04.2020 -
ბორჯომში, დაბა ახალდაბაში კორონავირუსი 30 წლამდე პირს დაუდასტურდა. მერის მოვალეობის შემსრულებლის, დავით ზაალიშვილის განცხადებით, ინფიცირებულის ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში არიან, მასთან კონტაქტში მყოფი კიდევ ექვსი წევრი კი საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.
შსს–მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 234 ფაქტი გამოავლინა [ვიდეო]

შსს–მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 234 ფაქტი გამოავლინა [ვიდეო]

16.04.2020 -
ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 92 მოქალაქე დაჯარიმდა. საჯარო სივრცეში სამზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და ორმეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო კი 125 მოქალაქე.
როგორ  გამოვიყენოთ აპლიკაცია STOP COVID - ვიდეოინსტრუქცია

როგორ გამოვიყენოთ აპლიკაცია STOP COVID - ვიდეოინსტრუქცია

16.04.2020 -
ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს ვიდეოინსტრუქციას, თუ როგორ უნდა ჩამოვწეროთ და გამოვიყენოთ ქართულენოვანი აპლიკაცია. STOP COVID–ი შეგატყობინებთ გქონდათ თუ არა კონტაქტი კოვიდინფიცირებულთან.
STOP COVID – კორონავირუსის ადრეული გამოვლენის მიზნით აპლიკაცია შეიქმნა

STOP COVID – კორონავირუსის ადრეული გამოვლენის მიზნით აპლიკაცია შეიქმნა

16.04.2020 -
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, აპლიკაცია შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს გაიგოს თუ იმყოფებოდა კონტაქტში COVID 19-ით ინფიცირებულ პირთან.
REDMED-ი საზღვარგარეთ მყოფი ქართველებისთვის უკვე ხელმისაწვდომია ®

REDMED-ი საზღვარგარეთ მყოფი ქართველებისთვის უკვე ხელმისაწვდომია ®

16.04.2020 -
ციფრული სამედიცინო სერვისების პლატფორმა REDMED-ი იღებს სოციალურ პასუხისმგებლობას და საზღვარგარეთ მყოფი ქართველებისათვის დისტანციურ სამედიცინო სერვისებს ხელმისაწვდომს ხდის. ამასთანავე მათთვის, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში თერაპევტის/ოჯახის ექიმის და პედიატრის აუდიო კონსულტაცია უფასო იქნება.