FM97.5 / LIVE
ადიგენიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ანალიზის პასუხი ცნობილია

ადიგენიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ანალიზის პასუხი ცნობილია

13.04.2020 -
პაციენტს, რომლის ანალიზებიც ადიგენის "ცხელების ცენტრიდან" ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნეს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
დისტანციური სწავლება – გამოწვევები არაქართულენოვანი სკოლებისათვის

დისტანციური სწავლება – გამოწვევები არაქართულენოვანი სკოლებისათვის

13.04.2020 -
არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის „ტელესკოლის“ ფარგლებში, გაკვეთილები მათ მშობლიურ ენაზე ჯერ არ დაწყებულა. შესაბამისად, ისინი იძულებულნი არიან სასწავლო პროცესში ჩართვისთვის სხვა დისტანციური საშულებები გამოიყენონ. მაგალითად ინტერნეტ პლატფორმა. თუმცა ჯავახეთის დასახლებათა უმრავლესობაში უკაბელო ინტერნეტის პრობლემა დგას.
Covid-19 - მდგომარეობა მეზობელ ქვეყნებში

Covid-19 - მდგომარეობა მეზობელ ქვეყნებში

13.04.2020 -
საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან კორონავირუსით ყველაზე მეტი ინფიცირებული თურქეთშია. COVID 19-ის შემთვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება რუსეთშიც. 1 000–ს გადააჭარბა სომხეთსა და აზერბაიჯანში.
აჭარაში კორონავირუსით ერთ წლამდე ბავშვი დაინფიცირდა

აჭარაში კორონავირუსით ერთ წლამდე ბავშვი დაინფიცირდა

13.04.2020 -
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, დღეს 13 აპრილს ე.წ ქობულეთის კლასტერიდან, ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან ერთი 10 წლამდეა, მეორე კი ცხრა თვის.
COVID-19 -ით ინფიცირებულთა რაოდენობა 2 მილიონს მიუახლოვდა

COVID-19 -ით ინფიცირებულთა რაოდენობა 2 მილიონს მიუახლოვდა

13.04.2020 -
მსოფლიოში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა და ყველაზე მეტი გარდაცვლილი ამერიკაშია. ისტორიაში პირველად, აშშ–ს ყველა შტატი უბედურების ზონად გამოცხადდა.
IMF - უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს საქართველოს მთავრობა 6 თვის განმავლობაში 150 ლარს გადაუხდის

IMF - უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს საქართველოს მთავრობა 6 თვის განმავლობაში 150 ლარს გადაუხდის

13.04.2020 -
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) განცხადებით, საქართველოს მთავრობა ექვსი თვის განმავლობაში 150 ლარს გადაუხდის მათ, ვინც სამსახური დაკარგეს. თანხა დაერიცხება იმ ადამიანებს, რომლებიც სამსახურის დაკარგვამდე საშემოსავლო გადასხადს იხდიდნენ.
საქართველოში COVID 19-ით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში COVID 19-ით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

13.04.2020 -
საქართველოში COVID 19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 272–მდე გაიზარდა. დღის განმავლობაში კორონავირუსი 15 ადამიანს დაუდგინდა, აქედან ცხრა ახალი შემთხვევა დილით, ექვსი კი საღამოს დაფიქსირდა.
ახალციხეში ქართული წარმოების პირბადეები შემოტანიდან ერთ დღეში გაიყიდა

ახალციხეში ქართული წარმოების პირბადეები შემოტანიდან ერთ დღეში გაიყიდა

13.04.2020 -
ახალციხის აფთიაქებში მრავალჯერადი მოხმარების ქართული წარმოების პირბადეები აღარ აქვთ. როდის შემოიტანენ ახალ პარტიას უცნობია.
ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან  ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

13.04.2020 -
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს, 13 აპრილს მათ კლინიკაში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ეს მათ კლინიკაში 45–ე გამოჯანმრთელების შემთხვევაა.
პირველ საუნივერსიტეტო კლინკაში 4 პაციენტი მართვით სუნქვაზე იმყოფება

პირველ საუნივერსიტეტო კლინკაში 4 პაციენტი მართვით სუნქვაზე იმყოფება

13.04.2020 -
თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში, ამ ეტაპზე 84 პაციენტია, აქედან კორონავირუსი 67 მათგანს აქვს.
შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება - 13 აპრილი

შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება - 13 აპრილი

13.04.2020 -
დღის ახალი ამბები მოისმინეთ რადიო "სამხრეთის კარიბჭეს" საინფორმაციო გამოშვებაში. სტუდიაში მარიამ ბარძიმაძე მუშაობს.
‘ნახევარი პროდუქტი გადავყარე’– მოვაჭრეები ახალციხის ბაზრის გახსნას ითხოვენ

‘ნახევარი პროდუქტი გადავყარე’– მოვაჭრეები ახალციხის ბაზრის გახსნას ითხოვენ

13.04.2020 -
ახალციხის ბაზრის დაკეტვას მოვაჭრეები აპროტესტებენ, მათი თქმით, გასაყიდად შეძენილი ხილ–ბოსტნეული უფუჭდებათ.
ეკლესიებში ხალხის შეკრების შეზღუდვის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

ეკლესიებში ხალხის შეკრების შეზღუდვის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

13.04.2020 -
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, პეტიციის ხელმომწერები მოითხოვენ ყველა ინტიტუტს, მათ შორის ეკლესიას, თანაბრად მოეთხოვოს შეკრების წესის დაცვა. მათი განცხადებით, ასევე უნდა დაიწყოს მუშაობა საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონკორდატის გასაუქმებლად.
როგორი ამინდია მოსალოდნელი 19 აპრილამდე სამცხე-ჯავახეთში

როგორი ამინდია მოსალოდნელი 19 აპრილამდე სამცხე-ჯავახეთში

13.04.2020 -
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 აპრილამდე უმეტეს მუნიციპალიტეტში უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 17 აპრილიდან ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს. მთაში წვიმა, ხოლო მაღალმთაში თოვლჭყაპია მოსალოდნელი.
‘კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება ორი კვირა’ – ზალკალიანი საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაზე

‘კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება ორი კვირა’ – ზალკალიანი საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაზე

13.04.2020 -
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ მომდევნო ორი კვირა მნიშვნელოვანია, რადგან შევდივართ პიკის ფაზაში, აქედან გამოდინარე მოქალაქეებმა განსაკუთრებული ყურადღება და პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ.
მანდატურები საკარანტინო ზონებში უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ

მანდატურები საკარანტინო ზონებში უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ

13.04.2020 -
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მანდატურები დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან ერთად, საკარანტინო ზონების გარე პერიმეტრის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.
‘გარკვეული კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელეთ’ – ვინ შეძლებს დაბრუნებას უცხოეთიდან

‘გარკვეული კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელეთ’ – ვინ შეძლებს დაბრუნებას უცხოეთიდან

13.04.2020 -
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სპეცრეისებს ორი ახალი მიმართულება დაემატა. საქართველოს მოქალაქეებს პრაღიდან და მადრიდიდან ჩამოიყვანენ.
‘რეკომენდაცია რჩება უცვლელი’ – ტიკარაძე ეკლესიაზე

‘რეკომენდაცია რჩება უცვლელი’ – ტიკარაძე ეკლესიაზე

13.04.2020 -
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაცია ყველას, მათ შორის ეკლესიასაც ეხება.
ბარსელონაში COVID 19–ით საქართველოს 55 წლის მოქალაქე გარდაიცვალა

ბარსელონაში COVID 19–ით საქართველოს 55 წლის მოქალაქე გარდაიცვალა

13.04.2020 -
ბარსელონაში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განმარტებით, გარდაცვლილს თანმხლები ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა.
'მედიცინის ინსტიტუტის ექიმის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე ცნობილი არ არის' – ტიკარაძე

'მედიცინის ინსტიტუტის ექიმის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე ცნობილი არ არის' – ტიკარაძე

13.04.2020 -
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, თბილისის მედიცინის ინსტიტუტის ექიმის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია. ყველა ის პირი, რომელიც იმყოფებოდა ექიმთან კონტაქტში, საკარანტინო ზონაშია გადაყვანილი.