FM97.5 / LIVE
სოფელ სვირში სახლი იწვის

სოფელ სვირში სახლი იწვის

12.03.2020 -
ახალციხეში, სოფელ სვირში საცხოვრებელი სახლი იწვის. ადგილზე სამი სანაძრო ჯგუფი მუშაობს.
სამცხე-ჯავახეთში ომბუდსმენის ოფისი საგანგებო რეჟიმზე გადადის

სამცხე-ჯავახეთში ომბუდსმენის ოფისი საგანგებო რეჟიმზე გადადის

12.03.2020 -
16 მარტიდან საქართველოს სახალხო დამცველის ყველა რეგიონული ოფისი, მათ შორის სამცხე-ჯავახეთის, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. ოფისები დროებით დაიკეტება,საჭიროების შემთხვევაში კი მოქალაქეებს შეეძლებათ 24 საათიან რეჟიმში, ცხელ ხაზზე დარეკონ.
ბავრას ტბაში თევზის დახოცვის მიზეზს სპეციალისტები სწავლობენ [ვიდეო]

ბავრას ტბაში თევზის დახოცვის მიზეზს სპეციალისტები სწავლობენ [ვიდეო]

12.03.2020 -
ჯავახეთში, სოფელ ბავრასთან არსებულ ტბაში, დიდი რაოდენობით თევზის დახოცვის მიზეზებს გარემოსდამცველები და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სწავლობს. მათი განცხადებით, აღებულია წყლისა და თევზის ნიმუშები.
‘პანდემია, ყველაზე მაღალი რეგისტრის განგაშია’ - ამირან გამყრელიძე

‘პანდემია, ყველაზე მაღალი რეგისტრის განგაშია’ - ამირან გამყრელიძე

12.03.2020 -
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ პანდემიის მნიშვნელობა განმარტა. მისი თქმით, პანდემიის დროს, უფრო მეტი ყურადღება ექცევა იმ საშიშროებას, რაც ინფექციის თვალსაზრისით არსებობს.
ექიმი გვირჩევს: ფარისებრი ჯირკვალი და მისი პრობლემები [ვიდეო]

ექიმი გვირჩევს: ფარისებრი ჯირკვალი და მისი პრობლემები [ვიდეო]

12.03.2020 -
ფარისებრი ჯირკვლის რომელი დაავადებებია გავრცელებული, როდის უნდა მივმართოთ ექიმს.
სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტი დისტანციურ რეჟიმში იმუშავებს

სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტი დისტანციურ რეჟიმში იმუშავებს

12.03.2020 -
რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში მუშაობის რეჟიმი იცვლება. თვითმმართველობებს მოქალაქეებთან დისტანციური ურთიერთობა ექნებათ. თანამშომლების ნაწილი სახლიდან, ნაწილი კი ადმინისტრაციული შენობებიდან იმუშვებს
შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება - 12 მარტი

შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება - 12 მარტი

12.03.2020 -
დღის ახალი ამბები მოისმინეთ რადიო "სამხრეთის კარიბჭეს" საინფორმაციო გამოშვებაში. სტუდიაში გულო კოხოძე მუშაობს.
საქართველოში კორონავირუსის 25-ე შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 25-ე შემთხვევა დადასტურდა

12.03.2020 -
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 25-მდე გაიზარდა. ამის შესახებ, ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე ვრცელდება.
ახალციხეში სპექტაკლების ჩვენება დროებით შეწყდა

ახალციხეში სპექტაკლების ჩვენება დროებით შეწყდა

12.03.2020 -
კორონავირუსის პანდემიის გამო, მესხეთის სახელმწიფო თეატრსა და ახალციხის თოჯინების თეატრში სპექტაკლებს დროებით აღარ აჩვენებენ. მაყურებელს წარმოდგენებზე დასწრება აპრილიდან შეეძლება.
'მოსალოდნელია შემთხვევების სერიოზული ზრდა' - ამირან გამყრელიძე

'მოსალოდნელია შემთხვევების სერიოზული ზრდა' - ამირან გამყრელიძე

12.03.2020 -
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, ინფექციასთან ბრძოლაში კერძო სექტორიც უნდა ჩაერთოს, რადგან კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა მოსალოდნელია.
საზღვარზე შეზღუდვები კიდევ ოთხი ქვეყნიდან მომავალ მგზავრებს დაუწესდა

საზღვარზე შეზღუდვები კიდევ ოთხი ქვეყნიდან მომავალ მგზავრებს დაუწესდა

12.03.2020 -
საზღვრის კვეთისას შეზღუდვებს დამატებით ოთხი ქვეყნიდან მომავალი მგზავრებიც დაექვემდებარებიან. ესენია: ესპანეთი, გერმანია, ავსტრია და საფრანგეთი. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის მსგავსი შეზღუდვა რვა ქვეყანაზეა დაწესებული.
საქართველოს რკინიგზა პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოებს პერმანენტულ რეჟიმში ატარებს ®

საქართველოს რკინიგზა პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოებს პერმანენტულ რეჟიმში ატარებს ®

12.03.2020 -
საქართველოს რკინიგზა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოძრავი შემადგენლობების, სადგურების, სერვის ცენტრებისა და დეპოების სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებას აგრძელებს.
ბორჯომისა და ნინოწმინდის მერიები დისტანციურად იმუშავებენ

ბორჯომისა და ნინოწმინდის მერიები დისტანციურად იმუშავებენ

12.03.2020 -
ბორჯომისა და ნინოწმინდის მერიები კორონავირუსის პანდემიის გამო, დისტანციურ მუშაობაზე გადადიან. ისინი ადმინისტრაციულ შენობებში რჩებიან, თუმცა მოქალაქეებთან მობილურითა და ინტერნეტის საშუალებით იკონტაქტებენ.
‘თუ აუცილებლობა არაა, ნუ მობრძანდებით იუსტიციის სახლებში’ - წულუკიანი

‘თუ აუცილებლობა არაა, ნუ მობრძანდებით იუსტიციის სახლებში’ - წულუკიანი

12.03.2020 -
იუსტიციის მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს თუ გარდაუვალი აუცილებლობა არ აქვთ, იუსტიციის სახლებს, საზოგადოებრივ ცენტრებს, საჯარო რეესტრის სამსახურებსა და სანოტარო ბიუროებს ნუ მიაკითხავენ.
ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 -
ადიგენში, მესხეთის ფერდობების სამხრეთ ნაწილში არჩვის, ირმის, მურა დათვისა და სხვა საკვანძო სახეობები შემცირდა. მათ გადასარჩენად მოსახლეობა თავად გაერთიანდა. იცავენ ბუნებას, ცდილობენ აღკვეთონ ბრაკონიერობა და ზრუნავენ იმისთვის, რომ შინაურმა და გარეულმა პირუტყვმა ერთმანეთს ხელი არ შეუშალოს - სათემო კავშირები ადიგენიდან.
ახალი ამბები - 12 მარტი

ახალი ამბები - 12 მარტი

12.03.2020 -
დღის ახალი ამბები მოისმინეთ რადიო "სამხრეთის კარიბჭეს" საინფორმაციო გამოშვებაში. სტუდიაში გულო კოხოძე მუშაობს.
13 მარტიდან ეკონომიკის სამინისტრო დისტანციური შრომის რეჟიმზე გადადის

13 მარტიდან ეკონომიკის სამინისტრო დისტანციური შრომის რეჟიმზე გადადის

12.03.2020 -
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ეკონომიკის სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ ორგანიზაციებში დასაქმებული პირები დისტანციური შრომის რეჟიმზე გადადიან. აღნიშნული გადაწყვეტილება მინისტრსა და მის მოადგილეებს არ ეხებათ.
ქელეხებსა და ქორწილებზე შესაძლოა შეზღუდვები დაწესდეს - პაატა იმნაძე

ქელეხებსა და ქორწილებზე შესაძლოა შეზღუდვები დაწესდეს - პაატა იმნაძე

12.03.2020 -
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქელეხებსა და ქორწილებზე, შესაძლოა, შეზღუდვები დაწესდეს - აღნიშნულის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.
სოფელ ბავრას ტბაში თევზი იხოცება

სოფელ ბავრას ტბაში თევზი იხოცება

12.03.2020 -
ახალქალაქში, სოფელ ბავრასთან მდებარე ტბაში, დიდი რაოდენობით მკვდარი თევზი გამოირიყა. ადგილობრივებმა დახოცილი თევზები ორი დღის წინ შეამჩნიეს.
აბასთუმნიდან 6 მოქალაქე თვითიზოლაციაში გადაიყვანეს

აბასთუმნიდან 6 მოქალაქე თვითიზოლაციაში გადაიყვანეს

12.03.2020 -
აბასთუმნის ფილტვის ცენტრის კლინიკური მენეჯერის განცხადებით, საკარანტინო ზონა ექვსმა პირმა განცხადების საფუძველზე დატოვა, ისინი თვითიზოლაციაში გადავიდნენ.