FM97.5 / LIVE
საპატრიარქო ზიარებისთვის ერთჯერად კოვზებს არ გამოიყენებს

საპატრიარქო ზიარებისთვის ერთჯერად კოვზებს არ გამოიყენებს

29.02.2020 -
"ზიარებისთვის ერთი კოვზის გამოყენების პრაქტიკა ათასწლოვან ისტორიას ითვლის"- საპატრიარქო კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
‘სუს–ს ბევრი ინფორმაცია პირადად მივაწოდე’– დეპუტატი ბორჯომის პირველი პირების დაკავებაზე

‘სუს–ს ბევრი ინფორმაცია პირადად მივაწოდე’– დეპუტატი ბორჯომის პირველი პირების დაკავებაზე

29.02.2020 -
ბორჯომის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი გიუაშვილი აცხადებს, რომ მერის და საკრებულოს თავმჯდომარის უკანონო ქმედებებზე ინფორმაცია სუს–ს არაერთხელ მიაწოდა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტის პირველ პირებთან ერთად, საკრებულოს სხვა დეპუტატების პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს.
ბაღებში ორკვირიანი არდადაგები გამოცხადდა

ბაღებში ორკვირიანი არდადაგები გამოცხადდა

29.02.2020 -
სკოლების მსგავსად, საბავშვო ბაღებშიც ორკვირიანი არდადეგები დაიწყო. ამ პერიოდში, პრევენციული ღონისძიების მიზნით, შენობებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.
გამყრელიძე: ‘სასურველია, ორგანიზაციებმა ოფისებში დეზინფექტორები იქონიონ’

გამყრელიძე: ‘სასურველია, ორგანიზაციებმა ოფისებში დეზინფექტორები იქონიონ’

29.02.2020 -
დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ორგანიზაციებს რეკომენდაციებით მიმართავს.
კვირის აქცენტი: სათემო კავშირები გარემოს დაცვისთვის [ვიდეო]

კვირის აქცენტი: სათემო კავშირები გარემოს დაცვისთვის [ვიდეო]

29.02.2020 -
როგორ შეიქმნა სათემო კავშირები ადიგენის 10 სოფელში და რა გზით ცდილობენ ადგილობრივები ეკო-კოლიდორების დაცვას და გარეულ ცხოველთა სახეობების შენარჩუნებას.

აბასთუმნის ფილტვის ცენტრში 26 წლის კაცი შეიყვანეს

აბასთუმნის ფილტვის ცენტრში 26 წლის კაცი შეიყვანეს

29.02.2020 -
26 წლის სპორტსმენი აბასთუმნის ფილტვის ცენტრში, კორონოავირუსზე დაკვირვების მიზნით, ქუთაისის აეროპორტიდან შეიყვანეს. აღნიშნულ დაწესებულებაში ორკვირიან კარანტინს 21 პირი გადის. საქართველოს მაშტაბით, ამ ეტაპზე დაკვირვების ქვეშ 170 ადამიანი იმყოფება.
კორონავირუსთან დაკავშირებით სკოლებში სწავლა შეწყდება

კორონავირუსთან დაკავშირებით სკოლებში სწავლა შეწყდება

29.02.2020 -
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსთან დაკავშირებით სასკოლო არდადეგები ცხრა მარტის ნაცვლად, ორი მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება. გარდა ამისა, გაძლიერდება სადეზინფექციო სამუშაოები საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საბავშვო ბაღებში.
საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა

29.02.2020 -
ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა.
პირველი მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება

პირველი მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება

29.02.2020 -
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს - ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, ჯარიმას გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხაც დაემატება.
სუს–ში ადასტურებენ ბორჯომის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის დაკავებას – ბრიფინგი უწყებაში [ვიდეო]

სუს–ში ადასტურებენ ბორჯომის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის დაკავებას – ბრიფინგი უწყებაში [ვიდეო]

29.02.2020 -
საკრებულოს თავმჯდომარემ განაშენიანების რეგულირების გეგმის საკრებულოს სხდომაზე გატანისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის სანაცვლოდ, მეწარმეს ქრთამის სახით მოსთხოვა 200 000 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 20 000 ლარი. მერმა დაბა ბაკურიანში უკანონო მშენებლობების მფარველობის სანაცვლოდ, ამავე მეწარმეს 10 500 ლარი მოსთხოვა, საიდანაც ეტაპობრივად 8000 ლარი გამოართვა.
ბორჯომში მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით სუს–ში ბრიფინგი გაიმართება

ბორჯომში მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით სუს–ში ბრიფინგი გაიმართება

29.02.2020 -
ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გახსნილი საქმეზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი 11:00 საათზე გაიმართება.
საბაჟო გამშვებ პუნქტებზე კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით კონტროლის მექანიზმები გამკაცრდა

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით კონტროლის მექანიზმები გამკაცრდა

29.02.2020 -
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებული რეკომენდაციების საფუძველზე, საბაჟო გამშვებ პუნქტებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრები და ექიმი ეპიდემიოლოგები 24 საათიან რეჟიმში ახორცილებენ მგზავრთა ინდივიდუალურ მონიტორინგს.
2 მარტამდე საქართველოში წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

2 მარტამდე საქართველოში წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

29.02.2020 -
29 თებერვალს, დღის ბოლოდან ორ მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
თამარ გოგოლაძე: ახალციხის მერიის გამარტივებული შესყიდვები კითხვებს აჩენს

თამარ გოგოლაძე: ახალციხის მერიის გამარტივებული შესყიდვები კითხვებს აჩენს

28.02.2020 -
ახალციხის საკრებულოს დეპუტატი, თამარ გოგოლაძე ამბობს, რომ მერიას არაერთი გამარტივებული ტენდერი აქვს გაფორმებული, რომელთა საფუძველიც საკრებულოს დეპუტატებისთვის უცნობია. მან თვითმმართველობისგან მოითხოვა იმ დოკუმენტების გადაგზავნა, რომლის მიხედვითაც მერია ხელშეკრულებებს აფორმებს.
ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს

ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს

28.02.2020 -
წყაროს ინფორმაციით, ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი სავარაუდოდ ქრთამის აღების ფაქტზე დღეს, 28 თებერვალს დააკავეს. მათთან ერთად დაკავებულია ერთი ბიზნესმენიც.
ახალციხეში 82 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია

ახალციხეში 82 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია

28.02.2020 -
ექსპერტის, დავით მერაბიშვილის განცხადებით, 82 წლის ქალს გარდაცვალება ანევრიზმამ გამოიწვია.
კორონავირუსით ინფიცირებული პირი 'საქართველოს ბანკის' თანამშრომელია

კორონავირუსით ინფიცირებული პირი 'საქართველოს ბანკის' თანამშრომელია

28.02.2020 -
„საქართველოს ბანკი“ ადასტურებს, რომ მის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა.
რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

28.02.2020 -
სამცხე-ჯავახეთი რელიგიური უმცირესობებით დასახლებული რეგიონია. მართლმადიდებლების გარდა, აქ ძირითადად ოთხი კონფესიის წარმომადგენლები ცხოვრობენ: სომხური სამოციქულო, კათოლიკური, მუსლიმური და იუდეური თემი. უმცირესობები ამბობენ, რომ დომინანტი რელიგიისგან განსხვავებით, სახელმწიფოს მხრიდან მათ მიმართ დამოკიდებულება ხშირად არასამართლიანია.
ახალციხეში საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ქალი იპოვეს

ახალციხეში საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ქალი იპოვეს

28.02.2020 -
დღეს, 28 თებერვალს ახალციხეში 82 წლის ქალი საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გარდაცვლილი მეზობლებმა იპოვეს.
ირანთან და იტალიასთან საქართველომ სატვირთო გადაზიდვები შეაჩერა

ირანთან და იტალიასთან საქართველომ სატვირთო გადაზიდვები შეაჩერა

28.02.2020 -
კორონავირუსის საფრთხის გამო, ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ, დღეიდან, 28 თებერვლიდან ირანთან და იტალიასთან საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის გაცემა შეაჩერა.