20.11.2019 - რეგიონული ლიგის ბოლო ტურის გადამწყვეტი მატჩი მესხმა ფეხბურთელებმა თბილისში, „დინამო სოხუმთან“ გამართეს და დამაჯერებელი ანგარიშით, 4-2 მოიგეს. ამით კლუბი მომავალ სეზონზე რეგიონ ლიგაში თამაშის უფლებას ინარჩუნებს.
20.11.2019 - სოფელში არსებული პრობლემების მოგვარება ბავშვობიდან დაიწყო. 12 წლის იყო, როცა ახალგაზრდულ კლუბში გაწევრიანდა. ეთუნას და მისი მეგობრების დამსახურებაა ის, რომ დღეს ზემო სხვილისის კულტურის სახლი გარემონტებულია. ახლა კი სოფლის ხუთკუთხა სტადიონის მოწესრიგებას გეგმავენ.
20.11.2019 - დღეს, 20 ნოემბერს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლებმა, ასევე სახალხო დამცველის აპარატმა, თანასწორობისა და ტოლერანტობის კუთხით რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
20.11.2019 - ბაღინაშვილის ქუჩის მოსახლეობამ, გზის მოასფალტების მოთხოვნით ახალციხის მერიას, რამდენჯერმე მიმართა.
20.11.2019 - ხის კოტეჯები ახალქალაქში, ჯავახეთის ეროვნულ პარკში, კარწახის ტბის მიმდებარედ აშენდა.
20.11.2019 - ძველი მესხური კერძი ერიშტა, თუ ცომეული გიყვართ, თქვენს საყვარელ კერძად იქცევა. ერიშტა ადვილი მოსამზადებელი არ არის, თუმცა ინგრედიენტების სიმრავლეც არ დაგაბნევთ.
20.11.2019 - საახალწლო ღონისძიებისთვის ტკბილეულის შესაძენად ტენდერი მუნიციპალიტეტის მერიამ 19 ნოემბერს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 12 793 ლარია.
20.11.2019 - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 3 555 გადამხდელი.
20.11.2019 - ბორჯომში, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში წაყვანის, საჭიროების შემთხვევაში კი ევთანაზიისა და ცხოველთა სამარხში გადაყვანის მომსახურებისთვის, მერია ტენდერს 7 200 ლარზე აცხადებს.
20.11.2019 - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი 36 ადამიანი გაათავისუფლა.
20.11.2019 - გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხუთი თვის განმავლობაში ბორჯომში 11 სახერხი-საამქრო დააჯარიმა. საერთო ჯამში თანხამ 17 250 ლარი შეადგინა. ბორჯომის მასშტაბით კიდევ 12 სახერხის საქმეს კი სასამართლო განიხილავს.