12.11.2019 - დღეს, 12 ნოემბერს ახალქალაქში, თავისუფლების ქუჩაზე ფეხით მოსიარულეს მანქანა დაეჯახა. დაშავებული ახალქალაქის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
12.11.2019 - ახალციხის მუნიციპალიტეტში საწარმოების შემოწმების შედეგად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურმა ხუთ თვეში 10 750 ლარის ჯარიმა დაწერა. საწარმოების საქმიანობის შედეგად გარემოს 3 179 ლარის ზიანი მიადგა.
12.11.2019 - როგორია წარმატებული სკოლების ინკლუზიური განათლების პრაქტიკა და რა უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა, როცა კლასში სსსმ მოსწავლე ჰყავს.
12.11.2019 - 2020 წელს, ადიგენი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, 2 128 335 ლარს მიიღებს.
12.11.2019 - დღეს, 12 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატ გედევან ფოფხაძის გამოსვლას, დეპუტატების დაპირისპირება მოჰყვა. ფოფხაძემ განაცხადა, რომ საპატრიარქოსთან დაკავშირებით ხელისუფლებაა დამნაშვე.
12.11.2019 - ახალციხელი ხვიჩა გიგოლაშვილი ინგლისის დედაქალაქ ლონდონში პროფესიონალი მოკრივეების სარეიტინგო ბრძოლაში მიიღებს მონაწილეობას.
12.11.2019 - დღეს, 12 ნოემბერს ბორჯომში სასმელი წყლის მომარაგება აღდგა. 4000 აბონენტს წყალი ჩვეული განრიგით მიეწოდება.
12.11.2019 - სამი წლისამ სიმღერა დაიწყო, ოთხისა უკვე დამოუკიდებლად კითხულობდა, შვიდისას მიკროფონი შეუყვარდა და მუსიკალურ სკოლაში შევიდა, ცხრის – კონკურსებში მონაწილეობდა, თოთხმეტი წლისა კი ხატვამ და წერამ გაიტაცა. საბა საფარელი ახლა ოცდათოთხმეტისაა და ფიქრობს, რომ წინ კიდევ ბევრი აღმოჩენა ელის.
12.11.2019 - 13 ნოემბერს ახალციხელი მაყურებელი ანდრეი საუჩანკას სპექტაკლს „თუ ხვალინდელი დღე არ დადგება" იხილავს, ერთმოქმედებიანი დრამა ტრადიციული ყოფითი რეალიზმის ფორმით მოგვითხრობს თანამედროვე ადამიანების გაუცხოების, ნიჰილიზმის, მარტოობის პრობლემაზე, ურთიერთობების კრიზისსა და გარემოზე.