FM97.5 / LIVE
არალში საკრებულოს შუალედურ არჩევნებში 'ოცნების' კანდიდატმა გაიმარჯვა

არალში საკრებულოს შუალედურ არჩევნებში 'ოცნების' კანდიდატმა გაიმარჯვა

27.10.2019 -
N3 არლის საარჩევნო უბანზე ზურაბ ფეიქრიშვილმა 875 ხმა მიიღო, 12 კი გაბათილდა. საკრებულოს შუალედურ არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატს კონკურენტი არ ჰყავდა.
N3 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა

N3 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა

27.10.2019 -
უბანი ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა. ამ ეტაპზე საარჩევნო კომისიის წევრები ხმის დათვლის პროცედურისთვის ემზადებიან.
N3 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორს ახსნა–განმარტება დააწერინეს

N3 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორს ახსნა–განმარტება დააწერინეს

27.10.2019 -
დღეს, 27 ოქტომბერს არლის საარჩევნო უბანზე რეგისტრატორების მხრიდან მეორე ახსნა–განმარტება დაიწერა. უბნის თავმჯდომარის ზაურ ჩილინგარაშვილის განხცადებით, ერთ–ერთმა რეგისტრატორმა ორ ამომრჩეველს ხმის უფლება ისე მისცა, რომ ჟურნალში ხელი არ მოაწერინა.
18:00 საათის მონაცემებით არლის უბანზე 772 ამომრჩეველი მივიდა

18:00 საათის მონაცემებით არლის უბანზე 772 ამომრჩეველი მივიდა

27.10.2019 -
არლის N3 საარჩევნო უბანზე, 18:00 საათის მონაცემებით, 1 466–დან 772 ამომრჩეველი მივიდა. კომსიის თავმჯდომარის განცხადებით, საჩივარი არ დაწერილა.
არლელები უკონკურენტო არჩევნებს აფასებენ [ვიდეო]

არლელები უკონკურენტო არჩევნებს აფასებენ [ვიდეო]

27.10.2019 -
არალში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს, სადაც მხოლოდ ერთი, მმართველი პარტიის კანდიდატი მონაწიელობს. უკონკურენტო არჩევნებს ადგილობრივები უარყოფითად აფასებენ და ამბობენ, რომ უბანზე მისულებს არჩევანის გაკეთების საშუალება უნდა ჰქონოდათ.
15:00 საათის მონაცემებით არლის უბანზე 610 ადამიანმა გააკეთა არჩევანი

15:00 საათის მონაცემებით არლის უბანზე 610 ადამიანმა გააკეთა არჩევანი

27.10.2019 -
არლის N3 საარჩევნო უბანზე, 15:00 საათის მონაცემებით, 610 ამომრჩეველმა მისცა ხმა. აქედან 42-მა საკუთარი არჩევანი გადასატანი ყუთის საშუალებით გააკეთა.
არლის საარჩევნო უბანზე ხმა სოფლის უხუცესმა მისცა

არლის საარჩევნო უბანზე ხმა სოფლის უხუცესმა მისცა

27.10.2019 -
N3 არლის საარჩევნო უბანზე 95 წლის ნინა აფრიამაშვილი მივიდა და საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. სოფლის უხუცესს ერთადერთი კანდიდატის ვინაობის გახსენება გაუჭირდა, თუმცა იმედი აქვს, რომ ახალი დეპუტატი სოფლის კეთილდღეობაზე იზრუნებს.
არლის უბანზე ამომრჩეველმა ყვავილები მიიტანა [ფოტო/ვიდეო]

არლის უბანზე ამომრჩეველმა ყვავილები მიიტანა [ფოტო/ვიდეო]

27.10.2019 -
N3 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ფრიდონ ჩილინგარაშვილმა კომისიის წევრებს ყვავილები მიართვა.
არლის დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ ფეიქრიშვილი საარჩევნო უბანზე მივიდა

არლის დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ ფეიქრიშვილი საარჩევნო უბანზე მივიდა

27.10.2019 -
„ქართული ოცნების“ კანდიდატი N3 არლის საარჩევნო უბანზე, 10:00 საათისთვის ოჯახთან ერთად მივიდა. დილიდან უბანთან ახლოს დგანან "ოცნების" მხარდამჭერები და კენჭისყრაზე მისულ ამომრჩევლებს აღრიცხავენ.
შსს სკოლის მოსწავლეებისთვის ესსების კონკურსს აცხადებს

შსს სკოლის მოსწავლეებისთვის ესსების კონკურსს აცხადებს

27.10.2019 -
შსს–ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი, ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლის 18- დღიანი საინფორმაციო კამპანიის - #ნუწაართმევბავშვობას ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებისათვის ესსეების კონკურსს აცხადებს.
არლის უბანზე პირველი ამომრჩეველი მივიდა [ვიდეო]

არლის უბანზე პირველი ამომრჩეველი მივიდა [ვიდეო]

27.10.2019 -
არლის N3 საარჩევნო უბანზე პირველმა ამომრჩეველმა, ნოდარ კაჭკაჭაშვილმა საკუთარი არჩევანი 08:03 საათზე დააფიქსირა.
არალში საკრებულოს შუალედური არჩევნები ტარდება

არალში საკრებულოს შუალედური არჩევნები ტარდება

27.10.2019 -
დღეს, 27 ოქტომბერს ადიგენში, სოფელ არალში საკრებულოს შუალედური არჩევნები ტარდება. არჩევნებზე კანდიდატი მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ ჰყავს.