FM97.5 / LIVE
ბიძინა ივანიშვილი სამცხე–ჯავახეთის საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა

ბიძინა ივანიშვილი სამცხე–ჯავახეთის საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა

11.10.2019 -
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სამცხე-ჯავახეთის საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე რეგიონის პრობლემებზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
კვირის აქცენტი: ‘დაგეგმე შენი ბიუჯეტი’ პროექტის ახალი ეტაპი [ვიდეო]

კვირის აქცენტი: ‘დაგეგმე შენი ბიუჯეტი’ პროექტის ახალი ეტაპი [ვიდეო]

11.10.2019 -
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის პროექტი „დაგეგმე შენი ბიუჯეტი“ ახალ ეტაპზე გადავიდა. სასურველი იდეისთვის ხმის მიცემა მსურველებს პირველ ნოემბრამდე შეეძლებათ. რა სიახლეებია პროექტში და ვის შეუძლია ინიციატივის მხარდაჭერა.
ილია II თურქეთის რელიგიურ საქმეთა სამმართველოს წარმომადგენლებს შეხვდა

ილია II თურქეთის რელიგიურ საქმეთა სამმართველოს წარმომადგენლებს შეხვდა

11.10.2019 -
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, სასულიერო პირებთან ერთად, თურქეთის რელიგიურ საქმეთა სამმართველოს წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა ტაო-კლარჯეთში მდებარე ქართული ტაძრების აღდგენის შესახებ ისაუბრეს. სამუშაოებს თურქეთის ხელისუფლება უზრუნველყოფს.
აბასთუმანში წყლის სისტემის მშენებლობის მეორე ეტაპი იწყება

აბასთუმანში წყლის სისტემის მშენებლობის მეორე ეტაპი იწყება

11.10.2019 -
„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ კურორტ აბასთუმანში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციას იწყებს. ეს სამუშაოების მეორე ეტაპია.
‘კარგად გამოიყენებენ არჩევნებზე’ – სოფლის რწმუნებულებს სტატუსი შეეცვლებათ

‘კარგად გამოიყენებენ არჩევნებზე’ – სოფლის რწმუნებულებს სტატუსი შეეცვლებათ

11.10.2019 -
პარლამენტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებს განიხილავს, რომლის მიხედვითაც, სოფლის რწმუნებულები საჯარო მოხელეები აღარ იქნებიან და მათ ხელშეკრულებით აიყვანენ. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ასე წარმომადგენლებს პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენებენ.
გარემოსდაცვითი პატრულირებისთვის ახალციხეში თანამშრომლებს შეარჩევენ

გარემოსდაცვითი პატრულირებისთვის ახალციხეში თანამშრომლებს შეარჩევენ

11.10.2019 -
სამცხე-ჯავახეთში, გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილებაში ვაკანსიები გამოცხადდა. თავისუფალი სულ ოთხი ადგილია.
EMC: ადიგენში მუსლიმი გლეხების მიწები საპატრიარქოს უკანონოდ გადასცეს

EMC: ადიგენში მუსლიმი გლეხების მიწები საპატრიარქოს უკანონოდ გადასცეს

11.10.2019 -
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ადიგენის სოფლებში, 13 ოჯახისა და საპატრიარქოს დავას სათიბებთან დაკავშირებით, ეხმაურება და სათიბების საპატრიარქოსთვის გადაცემას უკანონოს უწოდებს. ცენტრში ფიქრობენ აღნიშნული, მუსლიმი თემის უფლებების იგნორირების პრაქტიკას აგრძელებს და სოციალური დაძაბულობის კიდევ ერთ კერას ქმნის.
ბორჯომში სკოლა 58–მა მასწავლებელმა დატოვა

ბორჯომში სკოლა 58–მა მასწავლებელმა დატოვა

11.10.2019 -
11 ოქტომბრის მონაცემებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სკოლებიდან საპენსიო ასაკის გამო, სამსახურიდან 58 მასწავლებელი წავიდა. ჯილდოს სახით, უკვე ყოფილ მასწავლებლებს ჯამში 548 400 ლარი გადაეცათ.
თვითმმართველობებმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტებზე მუშაობა დაიწყეს

თვითმმართველობებმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტებზე მუშაობა დაიწყეს

11.10.2019 -
სამცხე–ჯავახეთში, ექვსივე მუნიციპალიტეტის მერიამ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა უკვე დაიწყეს. მუნიციპალიტეტების მთავარ პრიორიტეტად ისევ ინფრასტრუქტურა და სოციალური სფერო რჩება.
ადიგენში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება ®

ადიგენში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება ®

11.10.2019 -
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე, რწმუნებულის მოადგილე შოთა როსტიაშვილი,ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში უტყისუბანში, ზარზმაში, არზნესა და ფლატეში მოსახლეობას შეხვდნენ, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მათთან ერთად განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდისთვის ახალციხის ქუჩები დაიხაზა

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდისთვის ახალციხის ქუჩები დაიხაზა

11.10.2019 -
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდისთვის ახალციხეში სამი მარშრუტი გამოიყო და მათი დახაზვის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. ავტოსკოლებსა და კერძო ინსტრუქტორებს, საგამოცდო მარშრუტებზე სასწავლო სვლის ჩატარების საშუალება არ ექნებათ.
შსს-მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 9 მლნ ლარის ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

შსს-მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 9 მლნ ლარის ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

11.10.2019 -
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაანადგურა სისხლის სამართლის 765 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, რომელთა საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე, დაახლოებით, 9 მლნ ლარია.
როდის დაიწყება გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია

როდის დაიწყება გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია

11.10.2019 -
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ოქტომბრის ბოლოს დაიწყება. მიმდინარე წელს განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე 100 000 ადამიანი აიცრება.
ფოტოები, რომლებიც სტატიებში ვერ მოხვდა

ფოტოები, რომლებიც სტატიებში ვერ მოხვდა

11.10.2019 -
მოხუცი და ბორჯომის პარკი, „ვეფხისტყაოსანი“ კარზე, კოთელიელი ყარყატი, მასპინძლობა ყულალისში და ბუნებაში დაჭერილი კადრები.