FM97.5 / LIVE
ასოციაცია – 'გრინვეი' ცდილობს ბინძური თამაშის წესები შემოიტანოს ბიზნესში

ასოციაცია – 'გრინვეი' ცდილობს ბინძური თამაშის წესები შემოიტანოს ბიზნესში

10.10.2019 -
„საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია“ და ავტოინსპექტირების ცენტრი შპს „მესხეთი“, „გრინვეის“ ტექდათვალიერების მოძრავი ცენტრის ახალციხეში გადმოტანას აპროტესტებენ. მათი თქმით, კომპანია არ ასრულებს ეკონომიკის სამინისტროს რეკომენდაციებს და მოძრავ ცენტრს მაღალმთიანი დასახლების ნაცვლად ახალციხეში ანთავსებს.
გოჩა ჯეირანაშვილს პარლამენტში რვა ნოემბერს მოუსმენენ

გოჩა ჯეირანაშვილს პარლამენტში რვა ნოემბერს მოუსმენენ

10.10.2019 -
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს გოჩა ჯეირანაშვილს, რომელიც წლების განმავლობაში ახალციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე იყო, პარლამენტი რვა ნოემბერს მოუსმენს.
ექიმი გვირჩევს: როგორ ვუმკურნალოთ ძუძუს კიბოს [ვიდეო]

ექიმი გვირჩევს: როგორ ვუმკურნალოთ ძუძუს კიბოს [ვიდეო]

10.10.2019 -
როგორ ვლინდება ძუძუს კიბო, ვინ არიან რისკ–ჯგუფებში და რამდენად მნიშვნელოვანია სკრინინგი. „სამხრეთის კარიბჭეს“ ეთერში საინტერესო რჩევებს „ევექსის“ ჰოსპიტლების სამცხე–ჯავახეთის რეგიონული კოორდინატორი და ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორი ხათუნა კეკელაშვილი გვაძლევს.
საქართველოში 6 თვეში თავი 207-მა ადამიანმა მოიკლა

საქართველოში 6 თვეში თავი 207-მა ადამიანმა მოიკლა

10.10.2019 -
საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოში სუიციდის მიმართულებით არსებული სტატისტიკა საკმაოდ შემაშფოთებელია, 2018 წელს სუიციდის 389 და სუიციდის მცდელობის 477 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო 2019 წლის ექვსი თვის განმავლობაში 219 ადამიანმა სცადა თვითმკვლელობა, 207–მა კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.
12 და 14 ოქტომბერს 'საქართველოს რკინიგზა' მატარებელებს ამატებს ®

12 და 14 ოქტომბერს 'საქართველოს რკინიგზა' მატარებელებს ამატებს ®

10.10.2019 -
გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით, 12 ოქტომბერს თბილისიდან და 14 ოქტომბერს ბათუმიდან „საქართველოს რკინიგზა“ დამატებით რეისებს ნიშნავს.
რაბათის დასახლებაში მდებარე სინაგოგას რეაბილიტაცია ესაჭიროება [ფოტო]

რაბათის დასახლებაში მდებარე სინაგოგას რეაბილიტაცია ესაჭიროება [ფოტო]

10.10.2019 -
ახალციხეში, რაბათის დასახლებაში ორი სინაგოგაა, აქედან ერთი მიტოვებულია, რომელშიც წყალი ჩადის, იატაკი აყრილია, ფანჯრის მინები კი დამტვრეული.
მერია წყორძაში ხანძრით დაზარალებულ ოჯახს 2 000 ლარით დაეხმარა

მერია წყორძაში ხანძრით დაზარალებულ ოჯახს 2 000 ლარით დაეხმარა

10.10.2019 -
ახალციხეში, სოფელ წყორძაში, 24 სექტემბერს გაჩენილი ხანძრის შედეგად, ცუცქირიძეებმა დაახლოებით 10 000 ლარის ზარალი მიიღეს, მერია ოჯახს 2 000 ლარით დაეხმარება.
ახალციხეში თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი სპექტაკლს გამართავს

ახალციხეში თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი სპექტაკლს გამართავს

10.10.2019 -
დღეს, 10 ოქტომბერს მესხეთის თეატრის სცენაზე, თბილისის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლი – ლაშა ბუღაძის „შვიდი პატარა პიესა“ გაიმართება. სპექტაკლის რეჟისორი ზურაბ გეწაძეა.
ადიგენში ავარიისას დაშავებული ერთი პირი საავადმყოფოდან გაწერეს

ადიგენში ავარიისას დაშავებული ერთი პირი საავადმყოფოდან გაწერეს

10.10.2019 -
ადიგენში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ოთხი პირიდან ერთი საავადმყოფოდან გაეწერა. სამი კი თბილისის სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს მკურნალობას.
სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, აქტიურად განაგრძობს ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობასთან შეხვედრებს ®

სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, აქტიურად განაგრძობს ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობასთან შეხვედრებს ®

10.10.2019 -
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, საკრებულოს თავჯდომარე იმედა მღებრიშვილი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები შალვა ბერძენიშვილი და შოთა როსტიაშვილი, სოფლების საირმეს, ჭელას, ჭეჭლასა და ზედუბნის მოსახლეობას შეხვდნენ და აქტუალურ საკითხებს გაეცნენ.
ახალციხის ციხე ყოფილი თანამშრომლის საქმეზე, გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს

ახალციხის ციხე ყოფილი თანამშრომლის საქმეზე, გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს

10.10.2019 -
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მამულაშვილი სამსახურში უნდა აღდგეს და განაცდური აუნაზღაურდეს, ციხის ადმინისტრაცია არ ეთანხმება და მას შემდეგ რაც განჩინება ჩაბარდებათ, 30 დღის ვადაში გაასაჩივრებენ.
სახლი მხოლოდ სიყვარულისთვის [ფოტო]

სახლი მხოლოდ სიყვარულისთვის [ფოტო]

10.10.2019 -
„იმ სახლში, სადაც სიყვარულია, ბოროტებისთვის არ გვაქვს ადგილი“, - ეს წარწერა ახალციხის სოფელ საყუნეთში ერთ-ერთი სახლის გარე ფასადს ამშვენებს.