FM97.5 / LIVE
ლელოვანში გაზის მილების შესაკეთებლად ასფალტის საფარი აყარეს და მიატოვეს

ლელოვანში გაზის მილების შესაკეთებლად ასფალტის საფარი აყარეს და მიატოვეს

08.10.2019 -
ადიგენში, სოფელ ლელოვანში ადგილობრივები ამბობენ, რომ კომპანია „სოკარის“ თანამშრომლებმა ასფალტის საფარი აყარეს, მილები შეაკეთეს და ისე წავიდნენ, რომ დაზიანებულ მონაკვეთზე გზა არ მოაწესრიგეს.
ახალციხეში სომხური ეკლესია ინგრევა [ფოტო]

ახალციხეში სომხური ეკლესია ინგრევა [ფოტო]

08.10.2019 -
ახალციხეში, რაბათის დასახლებაში, ილია ხმალაძის ქუჩაზე მდებარე სომხური სამოციქულო ეკლესია ინგრევა. კედლები დახეთქილია, ტაძრის ნახევარს სახურავი არ აქვს, სამრეკლოს ქვები კი ეკლესიაშია ჩამოცვენილი.
საფეხური: წამყვანი მასწავლებელი [აუდიო]

საფეხური: წამყვანი მასწავლებელი [აუდიო]

08.10.2019 -
ახალციხის პირველი საჯარო სკოლის ქართული ენის და ლიტერატურის პედაგოგმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიიღო. გადაცემა „საფეხურში" მზია ეგიაშვილი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს.
ენზელ მკოიანის წინააღმდეგ პროკურატურას ძიება არ დაუწყია

ენზელ მკოიანის წინააღმდეგ პროკურატურას ძიება არ დაუწყია

08.10.2019 -
პარლამენტის დეპუტატის ენზელ მკოიანის საქმეზე, რომელსაც ბაღების გაერთიანების ყოფილი დირექტორი ნარინე გინოსიანი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, პროკურატურას ძიება არ დაუწყია, უწყებაში აცხადებენ, რომ საქმე დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს.
მე–13 LEGION-ის სპორტსმენი IFC–ის ქამრის მფლობელი გახდა

მე–13 LEGION-ის სპორტსმენი IFC–ის ქამრის მფლობელი გახდა

08.10.2019 -
გერმანიაში, ქალაქ ზაარბრიუკენში გამართულ შერეული ორთაბრძოლების ჩემპიონატში სამცხე-ჯავახეთის უნივერსალური ორთაბრძოლების კლუბის „13 LEGION“–ის წევრმა გოგი როდონაიამ IFC–ის ქამარი მოიპოვა.
ასპინძაში ფიტნესის ტრენაჟორები დამონტაჟდება

ასპინძაში ფიტნესის ტრენაჟორები დამონტაჟდება

08.10.2019 -
დაბა ასპინძაში, ე.წ სამკუთხა პარკში გარე გამოყენების ქუჩის ტრენაჟორების შესყიდვასა და დამონტაჟებაზე მერიამ ტენდერი გამოაცხადა.
მიმდინარე წელს აივ ინფიცირების – 515 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

მიმდინარე წელს აივ ინფიცირების – 515 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

08.10.2019 -
შიდსის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიმდინარე წლის შვიდი ოქტომბრის მონაცემებით, აივ ინფიცირების 515 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შარშან შესაბამის პერიოდში 516 შემთხვევა გამოვლინდა. სამცხე–ჯავახეთში 102 ინფიცირებულია.
მეხუთე სკოლის ეზოში ჩამონგრეული კედლის ადგილზე ახალი ღობე გააკეთეს

მეხუთე სკოლის ეზოში ჩამონგრეული კედლის ადგილზე ახალი ღობე გააკეთეს

08.10.2019 -
ახალციხეში, მეხუთე სკოლის დაწყებითი კლასების კორპუსთან, დაზიანებული ღობის პარალელურად, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალი ღობე გააკეთა.
‘ევროპული საქართველოს’ დეპუტატებმა რეგიონში პროტესტი შეწყვიტეს

‘ევროპული საქართველოს’ დეპუტატებმა რეგიონში პროტესტი შეწყვიტეს

08.10.2019 -
სამცხე–ჯავახეთის საკრებულოებში „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებმა, სამი თვის შემდეგ პროტესტი შეწყვიტეს. მათი ნაწილი სხდომებს უკვე ესწრება, ნაწილი კი მომავალ სხდომებზე აპირებს დასწრებას. დეპუტატების პროტესტი 20 ივნისთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხებოდა.
Global Finance-მა თიბისი ყველაზე უსაფრთხო ბანკად დაასახელა საქართველოში ®

Global Finance-მა თიბისი ყველაზე უსაფრთხო ბანკად დაასახელა საქართველოში ®

08.10.2019 -
გავლენიანმა საერთაშორისო გამოცემამ Global Finance-ი მსოფლიოს 110 ქვეყანაში ყველაზე უსაფრთხო ბანკები დაასახელა. საქართველოში ეს ჯილდო თიბისიმ მიიღო.
ანის სკოლის დირექტორი სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს ზეწოლაში ადანაშაულებს

ანის სკოლის დირექტორი სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს ზეწოლაში ადანაშაულებს

08.10.2019 -
ახალციხეში, სოფელ ანის საჯარო სკოლის დირექტორის საქმეზე, აუდიტის დეპარტამენტმა დარღვევები დაადგინა და დასკვნა ძიებისთვის შსს–ს გადასცა. როგორც აუდიტის მიერ გამოგზავნილ დასკვნაში ვკითხულობთ, სკოლის დირექტორი რეგიონის სამხარეო–ადმინისტრაციას ზეწოლაში ადანაშაულებს.
შპს 'ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის' განცხადება ®

შპს 'ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის' განცხადება ®

08.10.2019 -
ექვს ოქტომბერს, ხაშურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვიშხეთში სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დროს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის“ მუდმივმოქმედი ფილიალის მიერ დასაქმებული - თ.ჩ.
სამი მარცხი ზედიზედ - დარჩება თუ არა ბორჯომი მესამე ლიგაში

სამი მარცხი ზედიზედ - დარჩება თუ არა ბორჯომი მესამე ლიგაში

08.10.2019 -
შვიდ ოქტომბერს, მესამე ლიგის საშინაო მატჩში, „ბორჯომმა“ წყალტუბოს „სამგურალთან“ ერთბურთიანი სხვაობით წააგო, რითაც ზედა ლიგაში ასვლის შანსი საბოლოოდ დაკარგა. გუნდის მთავარი საზრუნავი მესამე ლიგაში დარჩენაა.
სოფელ ფარეხაში ელექტროენერგიის მისაღებად მზის პანელებს ითხოვენ

სოფელ ფარეხაში ელექტროენერგიის მისაღებად მზის პანელებს ითხოვენ

08.10.2019 -
ადიგენში, სოფელ ფარეხაში, სადაც სამი ოჯახი ცხოვრობს, ელექტროენერგია არასდროს ჰქონიათ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ საკითხზე სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში არაერთხელ იყვნენ.