FM97.5 / LIVE
წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 -
ზუსტად 75 წლის წინ, ამ ხალხს „არასანდოს“ სტატუსი მიაკერეს და საკუთარი მიწიდან აყარეს. ათეული წლების შემდეგ დაბრუნებულები, საზოგადოების ნაწილმა ვერ მიიღო და ახლა სხვა იარლიყი მიაკრეს - „დაფლული ოქროს მაძიებლები“. თვითონ ისინი არ უარყოფენ, რომ წლები ოქროს ძიებას ნამდვილად მოანდომეს, ოღონდ მათთვის ეს ოქრო მშობლიური მიწაა.
პარლამენტარის ძმამ და ახალქალაქის მერის წარმომადგენელმა იჩხუბეს

პარლამენტარის ძმამ და ახალქალაქის მერის წარმომადგენელმა იჩხუბეს

07.10.2019 -
jnews.ge–ის ინფორმაციით, ნინოწმინდა–ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის ძმის, მარტუნ მკოიანსა და ახალქალაქის მერის წარმომადგენელს, გეორქ პეტროსიანს შორის ჩხუბი ოთხ ოქტომბერს მოხდა. ფაქტზე მოკვლევას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს.
მმართველი პარტიების დამფინანსებელი კომპანიები ტენდერებს იგებენ

მმართველი პარტიების დამფინანსებელი კომპანიები ტენდერებს იგებენ

07.10.2019 -
სამცხე-ჯავახეთში, ტენდერებს ძალიან ხშირად ის კომპანიები იგებენ, რომლებიც მმართველი პარტიის შემწირველთა სიაში არიან. „არალი“, „მშენებელი 2012“, „საგზაო სამმართველო N1" და „საგზაო სამმართველო N2" რომელთა მფლობელებმაც მმართველი პარტიებს 2012-2016 წლებში 383 000 ლარი შესწირეს.
ავანგარდი: ახალბედა მასწავლებელი [აუდიო]

ავანგარდი: ახალბედა მასწავლებელი [აუდიო]

07.10.2019 -
გადაცემა „ავანგარდის“ სტუმარია ახალგაზრდა პედაგოგი ნინო ჯიქურაშვილი, რომელიც საყვარელი პროფესიის შესახებ საკუთარ გამოცდილებასა და ემოციებს გვიზიარებს.
მანქანის გამონაბოლქვზე კონტროლი გამკაცრდება

მანქანის გამონაბოლქვზე კონტროლი გამკაცრდება

07.10.2019 -
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ტრანსპორტიდან მავნე გამონაბოლქვი მკაცრად გაკონტროლდება. ამ კუთხით მანქანის წესრიგში მოყვანა ყველა მძღოლისთვის სავალდებულო გახდება. მიუხედავად იმისა, რომ ახალციხეში მანქანების უმეტესობა, სწორედ გამონაბოლქვის გამო ვერ გადის ტექდათვალიერებას, მძღოლები ინიციატივას დადებითად აფასებენ.
მწვანე ბარათის მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო

მწვანე ბარათის მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო

07.10.2019 -
მწვანე ბარათის (Green Card) გათამაშებაში მონაწილეთა რეგისტრაცია ორ ოქტომბერს დაიწყო და ხუთ ნოემბერს დასრულდება.
პენსიონერი მასწავლებლები ახალციხის  მერიამ  დაასაჩუქრა [ფოტო]

პენსიონერი მასწავლებლები ახალციხის მერიამ დაასაჩუქრა [ფოტო]

07.10.2019 -
საპენსიო ასაკის მქონე 92 პრაქტიკოს მასწავლებელს, რომლებმაც სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ჯილდო მიიღო, მუნიციპალიტეტის მერიისგან საპატიო სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.
Eastern Promotions და თიბისი სტატუსი  წარმოგიდგენთ ფესტივალს - Jazz and Wine ®

Eastern Promotions და თიბისი სტატუსი წარმოგიდგენთ ფესტივალს - Jazz and Wine ®

07.10.2019 -
19 ოქტომბერს, კახეთში, წინანდლის მამულში (Tsinandali Estate) რიგით მესამე ფესტივალი - „Jazz and Wine“ გაიმართება.
რაბათში კათოლიკური ტაძრის დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო]

რაბათში კათოლიკური ტაძრის დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო]

07.10.2019 -
ახალციხეში, რაბათის უბანში მდებარე სავარდის სხელობის კათოლიკურ ტაძარში დღესასწაული აღნიშნეს. სასულიერო პირებმა საზეიმო წირვა აღავლინეს და „სავარდის“, როგორც კათოლიკეებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლოცვის შესახებ ისაუბრეს.
‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

07.10.2019 -
129 დაკეტილი სახლი. ცხოვრება პენსიიდან პენსიამდე. თანამედროვე სტანდარტებით აშენებული საბავშვო ბაღი, რომელიც ადგილობრივების თქმით „ფეჩით“ გათბება – ისტორიული სოფლის, დვირის თანამედროვეობა.
‘დილით შენს ბაღში ვღიღინებ’ -  ‘ძმანო’ ჰოლანდიაში [ვიდეო]

‘დილით შენს ბაღში ვღიღინებ’ - ‘ძმანო’ ჰოლანდიაში [ვიდეო]

07.10.2019 -
კვარტეტმა „ძმანო“ ჰოლანდიაში ერთთვიანი ტური დაიწყო. ისინი თექვსმეტ კონცერტს გამართავენ და ხალხური მუსიკით დაინტერესებულებს ქართული ფოლკლორისა და მრავალხმიანი სიმღერის შესახებ ესაუბრებიან.
ფინკა ბანკის ფულადი გზავნილების აქციის დასრულებამდე 3 თვე დარჩა ®

ფინკა ბანკის ფულადი გზავნილების აქციის დასრულებამდე 3 თვე დარჩა ®

07.10.2019 -
ფინკა ბანკში ფულადი გზავნილების აქცია უკვე მერვე თვეა, რაც მიმდინარეობს. ყველაზე აქტიური მომხმარებლები საჩუქრად სასაუბრო დროსა და დეპოზიტებს იღებენ. აქციის ფარგლებში უკვე 700 მომხმარებელს დაერიცხა 5 ლარიანი სასაუბრო დრო, ხოლო ყველაზე აქტიურ 20 მომხმარებელს ბანკმა 100 ლარიანი დეპოზიტი გადასცა.
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 15 ოქტომბრამდეა შესაძლებელი

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 15 ოქტომბრამდეა შესაძლებელი

07.10.2019 -
აპლიკანტების რეგისტრაცია (გარდა დუალური პროგრამებისა) წარმოებს ელექტრონული (ონლაინ) რეგისტრაციის რეჟიმში, ვებ-გვერდზე: vet.emis.ge რეგისტრაციის გავლა, პირადობის მოწმობით, ასევე, შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.