30.09.2019 - სამცხე–ჯავახეთის ქალთა საფეხბურთო გუნდი „ზარზმა“ 2012 წლიდან არსებობს. ფეხბურთელები მარიამ ოთანაძე და ლიკა მარკოიძე გვესაუბრებიან, თუ რამდენი ხანია რაც გუნდში თამაშობენ და რატომ აირჩიეს ფეხბურთი.
30.09.2019 - ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ორ მძღოლს ხელშეკრულებით აიყვანს. ახალი საშტატო ნუსხა საკრებულომ ხმაურის ფონზე დღეს, 30 სექტემბერს დაამტკიცა.
30.09.2019 - 29 სექტემბერს, ასპინძის რაგბის ბაზა 300–მდე პატარა მორაგბეს მასპინძლობდა. ბავშვთა რაგბის ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს როგორც ადგილობრივმა, ისე თბილისიდან მოწვეულმა გუნდებმა.
30.09.2019 - ახალციხეში, სოფელ ურავლის გზაზე, კლდიდან ქვები ცვივა. მძღოლები ამბობენ, რომ გადაადგილება ამ გზაზე განსაკუთრებით საშიში წვიმიან ამინდშია.
30.09.2019 - ახალციხეში, სოფელ ურაველში ექვსი ოჯახი მიწის ნაკვეთებამდე მისასვლელი გზით ვეღარ სარგებლობს, ადგილობრივები ამბობენ, რომ ნაკვეთებამდე მისასვლელი, ცენტრალური გზის რეაბილიტაციის დროს ჩაიხერგა, აქ მშენებელმა კომპანიამ ინერტული მასალა დაყარა.
30.09.2019 - ახალციხეში, საჯარო სკოლებთან მომრავლებულ მიუსაფარ ძაღლებზე, მშობლები და მასწავლებლები ჩივიან. მეხუთე სკოლის მიმდებარედ, ათამდე ძაღლის ფოტოს მშობლები სოციალურ ქსელში აქვეყნებენ.
30.09.2019 - საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რომ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია ხელფასების ზრდა რამდენიმე კატეგორიის დასაქმებულებისთვის.
30.09.2019 - ახალციხელი გურამ სუდაძე ნარინჯისფერ, ერთადგილიან ტრაიციკლს სამი წლის განმავლობაში აწყობდა. საკუთარი ხელით შექმნილ „წიქარას“, რომლის ფრთები ხარის ჩლიქებს მოგაგონებთ, წინა ნაწილი ხარის დინგს, სარკეები კი რქებს, მალე მოგზაურობაში გამოცდის.
30.09.2019 - ხვიჩა გიგოლაშვილმა ლონდონში გამართულ სარეიტინგო ბრძოლაში გაიმარჯვა. ახალციხელმა მოკრივემ ინგლისის ქამრის მფლობელი დაამარცხა.
30.09.2019 - დღეს, 30 სექტემბერს გამთენიისას, კოსტავას ქუჩაზე, სპეცრაზმი იყო მობილიზებული. ერთ–ერთ საცხოვრებელ ბინაში კაცი დააკავეს.