29.09.2019 - სახალხო დღესასწაული „შოთაობა“ სპორტული ღონისძიებებით გრძელდება. ჯილდაობაში 16 წლის გიორგი ლალიაშვილმა 100 კილომდე ქვა აწია, გამარჯვებულები გამოვლინდნენ სპორტის სხვა სახეობებშიც.
29.09.2019 - „შოთაობის“ დღესასწაულზე, მეწრალთა კავშირმა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, მერაბ ბერიძეს ქართული კულტურის რაინდის წოდება მიანიჭა.
29.09.2019 - დღეს, 29 სექტემბერს ასპინძაში, სოფელ რუსთავში „შოთაობის“ დღესასწაულს აღნიშნავენ. შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხური რეწვის ოსტატთა, მხატვრების და შშმ პირთა ნამუშევრებია გამოფენილი, მოწყობილია მესხური ოდები, სადაც სტუმრებს მესხური კერძების დაგემოვნება შეეძლებათ.
29.09.2019 - დღეს, 29 სექტემბერს მესხეთის თეატრის სცენაზე წარსდგება ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი, სპექტაკლით ნიკოლოზ საბაშვილის „ერთხელ საქართველოში".
29.09.2019 - შსს–ს აკადემიაში ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები მართლწესრიგის ოფიცრებს ოჯახში ძალადობისა და სექსუალური შევიწროების თემებზე ტრენინგს უტარებენ. გადამზადების კურსს 100-ზე მეტი მართლწესრიგის ოფიცერი გაივლის.