20.09.2019 - ყოფილი სკოლის შენობაში, სადაც სამი წელია ვეტერანები უნებართვოდ ცხოვრობენ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული განვითრების სააგენტომ საკუთარი პროექტის განხორციელება დაიწყო. რატომ შეიცვალა პროექტი და რა ბედი ეწევათ ვეტერანებს, რომლებიც შენობის დაცლა არ სურთ.
20.09.2019 - ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ანის სკოლის მასწავლებლის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. ანა კეღოშვილს დირექტორი სამასწავლებლოში ტელეფონით ფარულად ხმის ჩაწერას ედავებოდა.
20.09.2019 - ახალციხის N1 ბაგის მასწავლებლის საქმეზე, რომელსაც მშობლები ბავშვების ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ ძიება ერთ წელზე მეტია გრძელდება. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ბაღიდან მასწავლებლის წასვლის შემდეგ საკითხი აღარ მოუკითხავთ და არც რომელიმე უწყებიდან ამის შესახებ რაიმე შეტყობინება მისვლიათ.
20.09.2019 - დასუფთავების საერთაშორისო კამპანიას, სახელწოდებით „დავასუფთაოთ მსოფლიო-დავასუფთაოთ საქართველო“, დღეს 20 სექტემბერს, ახლციხის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა.
20.09.2019 - ახალციხეში შემოსასვლელი ცენტრალური გზიდან რამდენიმე მეტრში, სამშენებლო ნაგავს ყრიან. სახურავის ნამტვრევები, ცემენტით სავსე ტომრები, აგურები და საყოფაცხოვრებო ნარჩენები გორებად დგას. გარემოსდამცველები სამშენებლო მასალების დაყრის რეგულირებაზე პასუხისმგებლობას ადგილობრივ თვითმმართველობას აკისრებენ.
20.09.2019 - ახალქალაქში, სოფელ ბავრასთან მისასვლელ გზაზე, ახლადდაგებული ასფალტი, რომელიც სამ ადგილზე იყო დამსკდარი, სამშენებლო კომპანია „არალმა“ აღადგინა. სამუშაოები უკვე დასრულებულია.
20.09.2019 - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დღეს, 20 სექტემბერს გაავრცელა.
20.09.2019 - 2017 წლიდან დღემდე, „გირჩის“ „ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმსახურის წოდების მინიჭებით, სამცხე–ჯავახეთიდან, „გირჩისვე“ ინფორმაციით, 50–მდე ახალგაზრდა ჯარში არ წავიდა. ვინ რატომ არიდებს თავს სამხედრო სამსახურს?
20.09.2019 - „ახალციხის ციხიდან“ რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებულმა თანამშრომელმა მაია მამულაშვილმა, ციხის ადმინისტრაციას სასამართლო მოუგო. განჩინების მიხედვით იგი სამსახურში უნდა აღდგეს და განაცდური აუნაზღაურდეს.
20.09.2019 - აიდა ბუდაგოვამ განცხადებით მერიას სამჯერ მიმართა, ერთხელ - ახალციხის სურსათის ეროვნულ სააგენტოს, ხუთჯერ 112 – ზე აქვს დარეკილი, თუმცა უშედეგოდ. გაუსაძლისი ხმაური, სუნი და საშინელი ანიტისანიტარია – აიდა ბუდაგოვა მისი საცხოვრებელი ბინის ქვემოთ განთავსებულ კაფე–ბარში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.
20.09.2019 - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ განძაში მცხოვრებ ე.კ–ს საღამოს ტბაში მდებარე კუნძულის ყალბი დოკუმენტის გამოყენებით დარეგისტრირებას ედავებიან. ახალციხის სასამართლოში სხდომა პირველ ოქტომბერსაა ჩანიშნული.
20.09.2019 - უახლოეს ხანში ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისის მაცხოვრებლები თანამედროვე სტანდარტების მქონე ამბულატორიით ისარგებლებენ.
20.09.2019 - რა არის ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელება და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ინფექცია თავიდან ავიცილოთ, „სამხრეთის კარიბჭეს“ ეთერში საინტერესო რჩევებს ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექიმი ლია ზედგინიძე გვაძლევს.