07.09.2019 - ფრაქცია „ევროპული საქართველო“ პარლამენტის ხვალინდელ პლენარულ სხდომაში, სადაც მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი გადის, მონაწილეობას არ მიიღებს.
07.09.2019 - ყოფილი შს–ს მინისტრისა და პრემიერ–მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას თქმით, 20 ივნისს ვიდრე პოლიცია სპეცაღჭურვილობას გამოიყენებდა, მათ თავდამსხმელებმა 300-ზე მეტი ფარი გასტაცეს, 30-ზე მეტი პოლიციელი იყო გატაცებული, რომელთა მდგომარეობა ბოლომდე არ იყო ცნობილი.
07.09.2019 - ქართველმა მეხანძრე-მაშველებმა საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ წვრთნის ინტენსიური კურსი გაიარეს. კურსები, შერჩეულ მაშველთა 20 კაციან ჯგუფს ჩაუტარეს.
07.09.2019 - ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ახალციხის მუნიციპალიტეტის, ქალაქისა და სოფლების 14 საჯარო სკოლაში სასკოლო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება.
07.09.2019 - გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით, 8 სექტემბერს „საქართველოს რკინიგზა“ თბილისიდან და ბათუმიდან ორივე მიმართულებით, სამგზავრო მატარებელს ამატებს.
07.09.2019 - პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი,მის მიერ გამოცემულ შეწყალების აქტის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.