02.09.2019 - ბორჯომში, დაბა ახალდაბაში სასმელ წყალში დამსვენებელმა ჭია ნახა და ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა. ადგილობრივები წლებია დაბინძურებულ სასმელ წყალზე ჩივიან.
02.09.2019 - ახალციხეში, სულხან–საბა ორბელიანის ქუჩის აღმართზე, საავტომობილო გადაადგილება აკრძალულია. ქუჩის მონაკვეთზე მრავალჯერ დაზიანებულ სასმელი წყლის მილის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
![შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება – 2 სექტემბერი [აუდიო] შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება – 2 სექტემბერი [აუდიო]](/uploads/posts/2019-09/1567434809_sainformacio-mtavari-new.png)
02.09.2019 - დღის ახალი ამბები მოისმინეთ რადიო "სამხრეთის კარიბჭეს" საინფორმაციო გამოშვებაში. სტუდიაში თაკო ფეიქრიშვილი მუშაობს.
02.09.2019 - სან დიეგოს უნივერსიტეტში ახალციხის N1, ქალაქ ვალეს N1 და აწყურის საჯარო სკოლების კურსდამთავრებულები ჩაირიცხნენ. სამივე მათგანი კომპიუტერულ ინჟინერიაზე ისწავლის.
02.09.2019 - სტუდენტები, რომლებიც არიან: მაღალმთიან ზონაში მცხოვრებლები, დევნილები, არაქართულენოვანი სკოლების კურსდამთავრებულები, მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, შშმ პირები, ომის ვეტერანების შვილები, სოციალურად დაუცველები, ობლების სტატუსის მქონე ან რეპატრირებული მესხების შთამომავლები, სახელმწიფოსგან დაფინანსდებიან.
02.09.2019 - ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება ქალაქის მე-3 და მე-5 საბავშვო ბაღების აღსაზრდელებსა და პედაგოგებს პირადად მიულოცეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.
02.09.2019 - სამცხე–ჯავახეთში ახლადშექმნილი ააიპ–სთვის „დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია“(DMO) აღმასრულებელ და მარკეტინგის დირექტორებს ეძებენ.
02.09.2019 - ახალქალაქის მერიის ინფორმაციით, ჭერულას XIII-XIV საუკუნის ტაძრის გალავანში მდგარი საქეიფო ფანჩატური დაშალეს. ისტორიული ძეგლის მიმდებარედ, რკინის კონსტრუქცია უნებართვოდ ადგილობრივების დადგმული იყო.
02.09.2019 - ახალციხის მეხუთე სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგის, თემურ ხუციშვილის სასამართლო სხდომაზე, მის მიერ წარდგენილი არცერთი მოწმე გამოცხადდა. დღეს, ორ სექტემბერს ექვსი მოსწავლის მშობელი უნდა დაკითხულიყო.
02.09.2019 - სამცხე–ჯავახეთში დღეს ხანმოკლე წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი, სამი სექტემბრიდან ზოგიერთ მუნიციპალიტეტში გამოიდარებს, ექვს სექტემბრამდე კი თითქმის ყოველ ღამეს წვიმაა მოსალოდნელი.
![ახალი ამბები - 2 სექტემბერი [აუდიო] ახალი ამბები - 2 სექტემბერი [აუდიო]](/uploads/posts/2019-09/1567416865_33.png)
02.09.2019 - დღის ახალი ამბები მოისმინეთ რადიო "სამხრეთის კარიბჭეს" საინფორმაციო გამოშვებაში. სტუდიაში თაკო ფეიქრიშვილი მუშაობს.
02.09.2019 - ნინოწმინდის სოფელ საღამოში იონა წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიის მინაშენის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. არქიტექტურული ნაგებობის რეაბილიტაციისთვის მთლიანობაში 178 900 ლარი დაიხარჯა.
02.09.2019 - მამუკა ბახტაძემ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, დღეს, ორ სექტემბერს ფეისბუქზე დაწერა.
02.09.2019 - ახალციხის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში დღეს, ორ სექტემბერს სასწავლო პროცესი დაიწყო. 25 საბავშვო ბაღში 2010 აღსაზრდელია რეგისტრირებული.