FM97.5 / LIVE
ზაფხულის მთის სტუმრები [ფოტო]

ზაფხულის მთის სტუმრები [ფოტო]

09.08.2019 -
მესხეთში, მთა ზოგისთვის ბავშვობის მოგონებებს აცოცხლებს, ზოგისთვის სუფთა ჰაერი და ცივი წყალია, ზოგს კი იალაღები ახსენდება - დილით საბალახოდ გარეკილი საქონლით და საქმემოლეულზე, მეზობელთან გაბმული მასლაათით. მემთეურებისთვის ზაფხულის სამი თვე შვებაა.
ახალციხის საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ®

ახალციხის საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ®

09.08.2019 -
ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე 14 საჯარო სკოლაში 18 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდება.მიმდინარე სამუშაოები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლებმა დაათვალიერეს.
როდის დაიწყება შიდა მობილობა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

როდის დაიწყება შიდა მობილობა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

09.08.2019 -
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შიდა მობილობისთვის ერთთვიანი ვადა აქვთ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სკოლებში საპირფარეშოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს ®

ადიგენის მუნიციპალიტეტის სკოლებში საპირფარეშოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს ®

09.08.2019 -
ადიგენის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარე პროცესს ადგილზე გაეცნენ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესყიდვების სამმართველოს წარმომადგენლები ოთარ არევაძე და დავით ფერაძე, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე შალვა ბერძენიშვილი, ადიგენის მერის პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი და ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ინგა ბოჭორიშვილი.
'ეს ბატონი ბიძინას დამსახურებაა' – მეუფე თეოდორემ ივანიშვილის დაფინანსებულ პროექტებზე ისაუბრა [ვიდეო]

'ეს ბატონი ბიძინას დამსახურებაა' – მეუფე თეოდორემ ივანიშვილის დაფინანსებულ პროექტებზე ისაუბრა [ვიდეო]

09.08.2019 -
დღეს, ცხრა აგვისტოს ბიძინა ივანიშვილი, აბასთუმანში წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში წირვას დაესწრო, რომელიც ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ აღავლინა, მეუფემ ქადაგებისას ივანიშვილის მიერ ეპარქიაში ეკლესია–მონასტრების რეაბილიტაციის დაფინანსებაზე ისაუბრა.
თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება ®

თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება ®

09.08.2019 -
საკურორტო სეზონზე, გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით, „საქართველოს რკინიგზა“ თბილისიდან და ბათუმიდან ორივე მიმართულებით, ერთი რეისით (№888/887) სამგზავრო მატარებელს ამატებს.
ორფოლოში სამხედრო სწავლების დახურვას მთავრობის პირველი პირები დაესწრნენ

ორფოლოში სამხედრო სწავლების დახურვას მთავრობის პირველი პირები დაესწრნენ

09.08.2019 -
ორფოლოში, მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2019“ დასრულდა. დახურვის ოფიციალურ ცერემონიას პრემიერ–მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ.
ახალციხეში ისტორიული აბანო განადგურების პირასაა [ფოტო]

ახალციხეში ისტორიული აბანო განადგურების პირასაა [ფოტო]

09.08.2019 -
ახალციხეში, თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე აღმოსავლური ტიპის გუმბათოვანი აბანო ავარიულ მდგომარეობაშია. შენობაში წყალი ჩადის, ნესტმა კი კედლები დააზიანა. მეცხრამეტე საუკუნის შენობის გუმბათზე ერთ–ერთ ადგილობრივს სარეცხის თოკები აქვს გაბმული.
ადიგენის სოფლებში სასმელი და სარწყავი წყლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ®

ადიგენის სოფლებში სასმელი და სარწყავი წყლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ®

09.08.2019 -
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლების ამხერი, სამყურისა და ღორძის სარწყავი წყლის სისტემას რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
2019 წლის ინფრასტრუქტურული პროექტები ახალციხეში

2019 წლის ინფრასტრუქტურული პროექტები ახალციხეში

09.08.2019 -
ახალციხეში, წელს განხორციელებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები ასზე მეტ მცირე და მსხვილ პროექტს აერთიანებს. რისთვისაც სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ჯამში 15 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება.
სამცხე-ჯავახეთში 1 თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 24 ფაქტი გამოვლინდა

სამცხე-ჯავახეთში 1 თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 24 ფაქტი გამოვლინდა

09.08.2019 -
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, 2019 წლის 01 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 251 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 22 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
22 წლის მოგზაური ახალციხიდან [ფოტო]

22 წლის მოგზაური ახალციხიდან [ფოტო]

09.08.2019 -
ქალაქ ვალეში მცხოვრებმა მერაბ ჩიტაშვილმა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა, სამი წლის წინ დაიწყო. ლოკაციებს სპონტანურად გეგმავს, ყველა ქვეყნიდან მონეტები და ბილეთები ჩამოაქვს. საყვარელი ქვეყანა ჩინეთია და ოცნებობს იქ ცხოვრებაზე.
‘ზეკარობა 2019’ აღარ გაიმართება

‘ზეკარობა 2019’ აღარ გაიმართება

09.08.2019 -
ბაღდათის და ადიგენის მუნიციპალიტეტების საერთო სახალხო დღესასწაული „ზეკარობა 2019“ აღარ გაიმართება. მიზეზი ბაღდათში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაა, რა დროსაც ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა.
1 მლნ ლარი – ბორჯომში 7 ივნისის სტიქიის შედეგები დაითვალეს

1 მლნ ლარი – ბორჯომში 7 ივნისის სტიქიის შედეგები დაითვალეს

09.08.2019 -
ბორჯომში, სტიქიის შედეგად დაზიანებული კორპუსების სახურავების რეაბილიტაციისთვის 945 094 ლარია საჭირო. კერძო სახლების სახურავებს კი ადგილობრივი თვითმმართველობა 47 377 ლარით დააფინანსებს.
აბასთუმნის სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნამ სექტემბრამდე გადაიწია

აბასთუმნის სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნამ სექტემბრამდე გადაიწია

09.08.2019 -
კურორტ აბასთუმანში, ფილტვით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრი სექტემბერში გაიხსნება. ცენტრის დირექტორის თქმით, ამ ეტაპზე იურიდიული მისამართის შეცვლის პროცედურები მიმდინარეობს.