28.07.2019 - 1989 წელს დაბადებული აზერბაიჯანის მოქალაქე - თ. გ. განზრახ მკვლელობის ჩადენისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2015 წლიდან იძებნებოდა.
28.07.2019 - დღეს, 28 ივლისს ახალციხის ციხის ტერიტორიაზე C ჰეპატიტსა და აივ ინფექცია/შიდსზე უფასო სკრინინგი მიმდინარეობს. 2019 წლის ჰეპატიტის მსოფლიო დღის მთავარი თემაა – ვიპოვოთ დაკარგული მილიონები!
28.07.2019 - 28 ივლისს სომხური სამოციქულო ეკლესია „ვარდავარის“ დღესასწაულს ზეიმობს, რომელიც აღდგომიდან 98-ე დღეს აღინიშნება. ღვთისმსახურების შემდეგ, მრევლი ეკლესიის ეზოში ტრადიციულ წუწაობის რიტუალს შეასრულებს.
28.07.2019 - მართლმადიდებელი ეკლესია 28 ივლისს წმიდა მოწამეთა კვირიკეს და მისი დედის ივლიტას ხსენების დღეს აღნიშნავს. ახალციხეში, სოფელ ივლიტის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება.