21.07.2019 - ახალციხეში, გრიგოლ განმანათლებლის სახელობის სომხური სამოციქულო ეკლესიიდან გასაყიდად გამზადებული ჯვრები და ხატები, ასევე 200 ლარი მოიპარეს. საქმეზე ძიება მიმდინარეობს.
21.07.2019 - ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორი ნარინე გინოსიანი და მისი ბუღალტერი თანხების გაფლანგვასა და მითვისებისთვის პასუხისგებაში მისცეს. გინოსიანი ამბობს, რომ ეს, დეპუტატ ენზელ მკოიანის ანგარიშსწორებაა, იმის გამო, რომ ინტიმურ კავშირზე უარი უთხრა.
21.07.2019 - ნინოწმინდა–ახალქალაქის დეპუტატი ენზელ მკოიანი ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორის ნარინე გინოსიანის მიერ მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
21.07.2019 - ქიბარ ხალვაში და დირექტორი პაატა სალია არ დათანხმდნენ „რუსთავის 2“-ის საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლების შეთავაზებას საზოგადოებრივი საბჭოს შექმნაზე, რომელიც მათი აზრით, სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ერთ-ერთი გარანტია იქნებოდა.
21.07.2019 - უკრაინაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება
21.07.2019 - ახალციხეში N5 საჯარო სკოლის, დაწყებითი კლასების კორპუსთან, ეზოს ჩამონგრეული გალავანი უკვე წელიწად–ნახევარია მოსწავლეებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. კედლის შეკეთებაზე პასუხისმგებლობა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ აიღო.