FM97.5 / LIVE
ახალციხე – ასპინძის  მიმართულებით  მოძრაობა აღდგა

ახალციხე – ასპინძის მიმართულებით მოძრაობა აღდგა

28.06.2019 -
ახალციხე–ასპინძის დამაკავშირებელი გზა გაწმინდეს, მანქანებს გადაადგილება შეფერხების გარეშე შეუძლიათ.
კვირის აქცენტი: საპროტესტო აქციის მონაწილეები სამცხე-ჯავახეთიდან [ვიდეო]

კვირის აქცენტი: საპროტესტო აქციის მონაწილეები სამცხე-ჯავახეთიდან [ვიდეო]

28.06.2019 -
როგორ ვითარდება მოვლენები თბილისში 20 ივნისიდან დღემდე და რას ჰყვებიან სამცხე-ჯავახეთიდან აქციაზე წასული მონაწილეები.
ახალციხე–ასპინძის გზაზე  გადმოსული მიწის მასაში ტრაილერი და მიკროავტობუსი ჩარჩა [ფოტო]

ახალციხე–ასპინძის გზაზე გადმოსული მიწის მასაში ტრაილერი და მიკროავტობუსი ჩარჩა [ფოტო]

28.06.2019 -
ახალციხე–ასპინძის ცენტრალურ მაგისტრალზე, ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად, მიწის მასა ჩამოიშალა. გზაზე შეფერხებულია მოძრაობა.
ახალციხის ციხეზე ტრადიციული რეწვის ფესტივალი გრძელდება [ფოტო]

ახალციხის ციხეზე ტრადიციული რეწვის ფესტივალი გრძელდება [ფოტო]

28.06.2019 -
ახალციხის ციხეზე ტრადიციული რეწვის ფესტივალი, დიმიტრი ერმაკოვის და შალვა ლეჟავას ფოტოგამოფენით გაგრძელდა. 21:30 საათზე შოთა საგანელიძის ვიდეო ინსტალაცია გაიმართება.
ახალციხეში ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს  ქალაქის მერი სწავლობს

ახალციხეში ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს ქალაქის მერი სწავლობს

28.06.2019 -
ახალციხეში, ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილ ქუჩებს, ეზოებს და სხვადასხვა ობიექტებს, ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე ათვალიერებს. თვითმმართველობის ინფორმაციით, სტიქიის ადგილებზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.
შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება – 28 ივნისი [აუდიო]

შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება – 28 ივნისი [აუდიო]

28.06.2019 -
დღის ახალი ამბები მოისმინეთ რადიო "სამხრეთის კარიბჭეს" საინფორმაციო გამოშვებაში. სტუდიაში ლუბა გიორგაძე მუშაობს.

დატბორილია სარდაფები და ავტოფარეხები – ძლიერი წვიმა ახალციხეში [ფოტო]

დატბორილია სარდაფები და ავტოფარეხები – ძლიერი წვიმა ახალციხეში [ფოტო]

28.06.2019 -
ახალციხეში უხვი ნალექის შედეგად, ნიაღვარი თამარაშვილის ქუჩაზე ადგილობრივების ეზოებში შევარდა. დატბორილია სარდაფები, ავტოფარეხები და ერთი საცხობი. წყალი ჩავიდა ხუთსართულიანი ბინის სარდაფშიც.
ახალციხეში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა [ფოტო/ვიდეო]

ახალციხეში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა [ფოტო/ვიდეო]

28.06.2019 -
დღეს, 28 ივნისს ახალციხეში ძლიერი წვიმის შედეგად თამარაშვილის ქუჩა დაიტბორა, წყალი შევარდა სავაჭრო ობიექტებში და საცხოვრებელი სახლების ეზოებში.
ახალციხის სამ ქუჩაზე წყლის შემკრები და სანიაღვრე არხები გაკეთდება

ახალციხის სამ ქუჩაზე წყლის შემკრები და სანიაღვრე არხები გაკეთდება

28.06.2019 -
ახალციხეში სანიაღვრე არხების და წყლის შემკრები ე.წ კოლექტორების მოსაწყობად საპროექტო დოკუმენტები მომზადდება ტენდერი 48 000 ლარზეა გამოცხადებული.
ასპინძის საკრებულოს სხდომას  'ევროპული საქართველო' არ დაესწრება

ასპინძის საკრებულოს სხდომას 'ევროპული საქართველო' არ დაესწრება

28.06.2019 -
დღეს, 28 ივნისს ასპინძის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდება, რომელსაც პროტესტის ნიშნად „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები არ დაესწრებიან. მათი ბოიკოტი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება.
პატარა ხანჩალი დაისეტყვა

პატარა ხანჩალი დაისეტყვა

28.06.2019 -
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ხანჩალში დღეს, 28 ივნისს, შუადღისას, ძლიერი სეტყვა იყო.
ახალციხის ციხეზე ტრადიციული რეწვის  ფესტივალი დაიწყო [ფოტო/ვიდეო]

ახალციხის ციხეზე ტრადიციული რეწვის ფესტივალი დაიწყო [ფოტო/ვიდეო]

28.06.2019 -
დღეს, 28 ივნისს ახალციხის ციხეზე სამდღიანი „ტრადიციული რეწვის სახელოსნოების მეორე საერთაშორისო ფესტივალი“ დაიწყო. ფესტივალში ათამდე ქვეყნის 150 ტრადიციული რეწვის ოსტატი მონაწილეობს.
ახალციხეში პოლიციის პიკაპი და მსუბუქი მანქანა შეეჯახნენ

ახალციხეში პოლიციის პიკაპი და მსუბუქი მანქანა შეეჯახნენ

28.06.2019 -
დღეს, 28 ივნისს ახალციხეში პოლიციის პიკაპი და მერსედესის მარკის მანქანა შეეჯახნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ფოკაში მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის მამა დაკითხეს

ფოკაში მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის მამა დაკითხეს

28.06.2019 -
ახალციხის რაიონულ სასამართლოში, ფოკაში მომხდარი მკვლელობის საქმის დეტალებზე, ბრალდებულის მამამ ისაუბრა. მოწმის დაკითხვა ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
კეთილმოწყობის მოლოდინში - რა სჭირდება დამსვენებელს ახალციხის ტბაზე

კეთილმოწყობის მოლოდინში - რა სჭირდება დამსვენებელს ახალციხის ტბაზე

28.06.2019 -
ტურისტული სეზონს ახალციხის ხელოვნური ტბა ისევ მოუწყობელი ინფრასტრუქტურით შეხვდა. აქ ნავმისადგომის რეაბილიტაცია და ნავების ახალი ბაქანის გაკეთება იგეგმება. ხელშეკრულება მზადდება ტბის მკვებავი მილსადენის სათავე-ნაგებობის მოწესრიგებისთვისაც.
ახალი ამბები - 28 ივნისი [აუდიო]

ახალი ამბები - 28 ივნისი [აუდიო]

28.06.2019 -
დღის ახალი ამბები მოისმინეთ რადიო "სამხრეთის კარიბჭეს" საინფორმაციო გამოშვებაში. სტუდიაში ლუბა გიორგაძე მუშაობს.
მესხეთის ქუჩაზე მცხოვრებ ბაღდასაროვებს საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებაში დაეხმარებიან

მესხეთის ქუჩაზე მცხოვრებ ბაღდასაროვებს საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებაში დაეხმარებიან

28.06.2019 -
ახალციხის მერია და წყალმომარაგების კომპანია, მეცხრამეტე საუკუნის სახლში მცხოვრებ ბაღდასაროვებს, ახალ საკანალიზაციო სისტემას გაუკეთებენ. ბაღდასაროვების სახლს წლებია, საკანალიზაციო სისტემა არ აქვს, რის გამოც ფეკალური მასები ეზოში იღვრება. მძიმე სუნის და ანტისანიტარიის გამო, მეზობლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
ბორჯომელ აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე უფასო ტრანსპორტი მოემსახურება

ბორჯომელ აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე უფასო ტრანსპორტი მოემსახურება

28.06.2019 -
მუნიციპალური ავტობუსები ახალციხის მიმართულებით, ბორჯომის ცენტრალური მოედნიდან 07:00 საათზე გავლენ.