FM97.5 / LIVE
აბასთუმანში ქარმა სახლებს სახურავი გადახადა [ფოტო]

აბასთუმანში ქარმა სახლებს სახურავი გადახადა [ფოტო]

26.05.2019 -
კურორტ აბასთუმანში ქარმა ორსართულიან ბინებს სახურავი ნაწილობრივ გადახადა. დაზიანებული ადგილებიდან წვიმის წყალი ოთახებში ჩადის.
ახალციხეში 700-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ახალციხეში 700-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

26.05.2019 -
დღეს, 26 მაისს, ფიდერის ავარიულად გათიშვის გამო, ახალციხის რამდენიმე ქუჩას ელექტროენერგია არ მიეწოდება. დენის გარეშე 700 – მდე აბონენტია დარჩენილი.
ახალციხის ციხეზე გალაკონცერტი მიმდინარეობს  [ფოტო/ვიდეო]

ახალციხის ციხეზე გალაკონცერტი მიმდინარეობს [ფოტო/ვიდეო]

26.05.2019 -
ახალციხეში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, გალა კონცერტით სრულდება. დასკვნით ღონისძიებაში ჯგუფი „ალილო“, რომან რცხილაძე და მისი ბენდი მონაწილეობს.
ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა ახალციხის ციხეზე [ფოტო]

ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა ახალციხის ციხეზე [ფოტო]

26.05.2019 -
ახალციხის ციხეზე ხალხური რეწვის ოსტატთა და სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრები გამოფინეს.
ახალციხის ციხეზე მერიის სტიპენდიანტები დააჯილდოვეს

ახალციხის ციხეზე მერიის სტიპენდიანტები დააჯილდოვეს

26.05.2019 -
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 13 წარჩინებულ სტუდენტს, ახალციხის მერიამ 500 ლარიანი სტიპენდია ჩაურიცხა და სერთიფიკატები გადასცა.
ახალციხის ციხეზე სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულები დააჯილდოვეს [ფოტო]

ახალციხის ციხეზე სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულები დააჯილდოვეს [ფოტო]

26.05.2019 -
სპორტის სამ სახეობაში გამოვლენილი გამარჯვებულები, ახალციხის მერიამ სიგელებითა და მედლებით დააჯილდოვა. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ახალციხის ქუჩებში მოეწყო ველორბოლაც.
ბორჯომის მუნიციპალიტეტი დაისეტყვა [ფოტო/ვიდეო]

ბორჯომის მუნიციპალიტეტი დაისეტყვა [ფოტო/ვიდეო]

26.05.2019 -
დღეს, 26 მაისს ქალაქი ბორჯომი, დაბა ბაკურიანი და მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დაისეტყვა. დაზიანებულია ავტომანქანები, ხეხილი და ნათესები.
პატარა ხანჩალში საცხოვრებელი სახლი დაიწვა [ფოტო]

პატარა ხანჩალში საცხოვრებელი სახლი დაიწვა [ფოტო]

26.05.2019 -
დღეს, 26 მაისს ნინოწმინდაში, სოფელ პატარა ხანჩალში ისპირიანების სახლი მთლიანად დაიწვა. ოჯახის წევრებმა ვერაფრის გადარჩენა შეძლეს, ოთხსულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა.
ახალციხის ციხეზე სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს  [ფოტო]

ახალციხის ციხეზე სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს [ფოტო]

26.05.2019 -
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ახალციხის ციხეზე სპორტული შეჯიბრებები ნარდში, მკლავჭიდსა და ჭადრაკში ტარდება.
ახალციხის ციხეზე რეინჯერები დააჯილდოვეს[ფოტო]

ახალციხის ციხეზე რეინჯერები დააჯილდოვეს[ფოტო]

26.05.2019 -
საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ახალციხის ციხეზე პირველი ქალი რეინჯერი და ყველაზე სტაჟიანი რეინჯერი დააჯილდოვეს.
რაბათში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დაიწყო [ფოტო]

რაბათში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დაიწყო [ფოტო]

26.05.2019 -
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ახალციხის ციხეზე 12:00 საათზე დაიწყო. რაბათში საზეიმო ღონისძიებას ესწრებიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

26.05.2019 -
26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 101 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.