FM97.5 / LIVE
ახალციხეს აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ჯორჯ კენტი სტუმრობს

ახალციხეს აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ჯორჯ კენტი სტუმრობს

04.05.2019 -
დღეს, ოთხ მაისს, ჯორჯ კენტი ახალციხის მერიის თანამშრომლებს და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ადგილობრივი მედიის ფინანსური მდგრადობით და რუსული პროპაგანდის საკითხით დაინტერესდა.
ახალციხეში თამარ მეფის ძეგლის რესტავრაცია დაიწყო

ახალციხეში თამარ მეფის ძეგლის რესტავრაცია დაიწყო

04.05.2019 -
ახალციხის მერიის ინიციატივით, ქალაქის ცენტრში მდებარე თამარ მეფის ძეგლის რესტავრაცია მიმდინარეობს. სამუშაოები დაახლოებით 10 დღე გაგრძელდება.
წინუბნის შემდეგ საქონელი ბრუცელოზით გურკელშიც დაავადდა

წინუბნის შემდეგ საქონელი ბრუცელოზით გურკელშიც დაავადდა

04.05.2019 -
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელში ბრუცელოზი ოთხ ძროხას აქვს.
ძლიერმა ქარმა ნინოწმინდაში საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა

ძლიერმა ქარმა ნინოწმინდაში საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა

04.05.2019 -
ძლიერმა ქარმა ნინოწმინდაში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე ოთხ სახლს სახურავი ნაწილობრივ გადახადა. მიყენებულ ზიანს კომისია დაითვლის.
ახალციხეში მოსახლეობის ნაწილს წყალი არ მიეწოდება

ახალციხეში მოსახლეობის ნაწილს წყალი არ მიეწოდება

04.05.2019 -
ურავლის სათავე ნაგებობაზე შექმნილი ტექნიკური პრობლემის გამო, დღეს, ოთხ მაისს ახალციხეში მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება. "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში" ამბობენ, რომ სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, წყლის მიწოდება დღის ბოლომდე აღდგება.
ახალციხის საკრებულო და  სამხარეო ადმინისტრაცია ყველაზე ანგარიშვალდებულ უწყებებად დასახელდა

ახალციხის საკრებულო და სამხარეო ადმინისტრაცია ყველაზე ანგარიშვალდებულ უწყებებად დასახელდა

04.05.2019 -
IDFI–მა საჯარო უწყებებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში და რეიტინგი გამოაქვეყნა. 2018 წელს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე მაღალი, 100%-იანი მაჩვენებელი, სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით, ახალციხის მუნიციპალიტეტს და სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციას აქვს.