16.04.2019 - გედევან ფოფხაძის განცხადებით, შემოდგომამდე ჩამოყალიბდება მესამე პოლიტიკური ძალა, რომელშიც სუფთა ბიოგრაფიის მქონე ახალი სახეები გაერთიანდებიან. ამ ძალას კი 2020 წლის არჩევნებზე ის ადამიანები დაუჭრენ მხარს, რომლებსაც არც ივანიშვილი მოსწონთ და არც სააკაშვილი.
16.04.2019 - ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული ექვსი თანამშრომლიდან ხუთს, ციხის ადმინისტრაცია ტურისტულ სეზონზე დროებით ხელშეკრულებას გაუფორმებს, მიუხედავად ამისა სამი მათგანი საკუთარი უფლებების დასაცავად სასამართლოში ჩივის.
16.04.2019 - ბიომრავალფეროვნების დაცვის მიზნით ადიგენის მუნიციპალიტეტის ათ სოფელში სათემო კავშირები შეიქმნა. მათი მიზანი ადიგენში არსებული იმ ეკო-დერეფნის დაცვაა, რომელიც დაცულ ტერიტორიებს ერთმანეთთან აკავშირებს.
16.04.2019 - მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის თავისუფალი დასწრება გაუქმდა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
16.04.2019 - გადაცემის სტუმარია დაბა წაღვერის საჯარო სკოლის ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი მონიკა ჭანტურია, რომელიც საუკეთესო მასწავლებელთა ხუთეულში მოხვდა, ასევე გადაეცა ეროვნული ბიბლიოთეკის სპეციალური პრიზი.
16.04.2019 - ადიგენში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ აბასთუმანში შუალედურ არჩევნებზე რესურსის ხარჯვას აზრი არ აქვს, რადგან ივანიშვილის მიერ წამოწყებული მშენებლობებისა და კურორტზე დარიგებული „კარმების“ შემდეგ, ხმას ყველა მმართველ პარტიას მისცემს.
16.04.2019 - Եթերում Հարավային Դարպասի լուրերն են հայերեն լեզվով,տաղավարում աշխատում է Սիրանուշ Թթթյանը:
16.04.2019 - დღის მთავარი ამბები მოისმინეთ რადიო "სამხრეთის კარიბჭეს" საინფორმაციო გამოშვებაში. სტუდიაში მარიამ ბარძიმაძე მუშაობს.
16.04.2019 - 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნებისთვის N38 ადიგენის საარჩევნო საოლქო და აბასთუმნის N2 საუბნო კომისიები უკვე დაკომპლექტდა. ასევე, გამოიყო ის ადგილები, სადაც სააგიტაციო მასალები შეიძლება გამოიკრას.
16.04.2019 - 28-30 ივნისს, ახალციხეში „ტრადიციული რეწვის სახელოსნოების მეორე საერთაშორისო ფესტივალი“ ჩატარდება.
16.04.2019 - Եթերում Հարավային Դարպասի լուրերն են հայերեն լեզվով,տաղավարում աշխատում է Սիրանուշ Թթթյանը:
16.04.2019 - ახალქალაქში აზავრეთის სკოლის მოსწავლეებისთვის ალტერნატიულ ფართს არჩევენ, ამ ეტაპზე სოფლის კლუბი, აზავრეთში დაკეტილი სახლები და ასევე, მეზობელ სოფელში მდებარე სკოლაც განიხილება.
16.04.2019 - ახალციხეში, კლდიაშვილის 29–ში, ორსართულიანი კორპუსის ერთადერთი მცხოვრები, პენსიონერი ჟუჟუნა ზედგინიძე დაზიანებული სახურავის გადახურვას ითხოვს. წვიმის დროს კორპუსში წყალი ისე ჩამოდის, რომ პირველ სართულამდე აღწევს.
16.04.2019 - დღის ახალი ამბები მოისმინეთ რადიო "სამხრეთის კარიბჭეს" საინფორმაციო გამოშვებაში. სტუდიაში მარიამ ბარძიმაძე მუშაობს.
16.04.2019 - მიმდინარე წელს ბორჯომში ჯემალ ზეინკლიშვილის სახელობის ცენტრალურ სტადიონს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
16.04.2019 - დილის ეთერს მუსიკალური სიახლეებით ვიწყებთ. ამჯერად, ამერიკელი პოპ ვარსკვლავის, P!nk-ის ახალ სიმღერას გთავაზობთ. ფინქის, იგივე ალიშა მორის ახალი ნამუშევარი რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.
16.04.2019 - ზეკარის უღელტეხილზე პოლონური ინვესტიციით, თანამედროვე ტურისტული სივრცის მოწყობა იგეგმება. პარალელურად მიმდინარეობს აბასთუმანი–ბაღდათის შემოსავლელი გზის პროექტზე მუშაობა.
16.04.2019 - საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატების რიგითი ნომრები განსაზღვრა.