FM97.5 / LIVE
‘თუ გინდათ მოქალაქეობა, ისწავლეთ ქართული’– პრეზიდენტი ეთნიკურ სომხებს მოქალაქეობის აღდგენაზე

‘თუ გინდათ მოქალაქეობა, ისწავლეთ ქართული’– პრეზიდენტი ეთნიკურ სომხებს მოქალაქეობის აღდგენაზე

14.04.2019 -
საქართველოს პრეზიდენტმა ახალქალაქის კულტურის ცენტრში შეკრებილ ეთნიკურ სომხებს უთხრა, რომ თუ მათ სურთ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა, მაშინ ქართული უნდა ისწავლონ. ასევე, პრეზიდენტი ფიქრობს, რომ მცირე ასაკიდანვე სახელმწიფო ენის სწავლების მიზნით, ახალქალაქში ქართული ბაგა–ბაღები უნდა გაიხსნას.
პრეზიდენტმა ახალქალაქში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა

პრეზიდენტმა ახალქალაქში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა

14.04.2019 -
სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 14 აპრილს ახალქალაქის კულტურის ცენტრში მესამე საჯარო, სამხატვრო სკოლისა და ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლის მოსწავლეები დააჯილდოვა.
ახალქალაქის კულტურის ცენტრში პრეზიდენტი დედა ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრება

ახალქალაქის კულტურის ცენტრში პრეზიდენტი დედა ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრება

14.04.2019 -
ახალქალაქის კულტურის ცენტრში საჯარო სკოლების მოსწავლეები დედა ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მართავენ. ქართული ენის თემატიკაზე მოსწავლეებმა საკუთარი ნახატებიც გამოფინეს. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრება.
დაბა წაღვერში დასუფთავების აქცია გაიმართა

დაბა წაღვერში დასუფთავების აქცია გაიმართა

14.04.2019 -
ბორჯომში, წაღვერის თემის დეპუტატის ოთარ არბოლიშვილის ინიციატივით, მასშტაბური დასუფთავების აქცია მოეწყო. აქციაში მონაწილეობა, ადგილობრივი ხელისუფლების, სამხარეო ადმინისტრაციისა და ააიპ–ების წარმომადგენლებმა, ასევე წაღვერის საჯარო სკოლის თანამშრომლებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო.
პრეზიდენტი ახალქალაქში დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება

პრეზიდენტი ახალქალაქში დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება

14.04.2019 -
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, 14 აპრილს ახალქალაქში დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრება. იგი, მოინახულებს ეპარქიას და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.
14 აპრილს დედა ენის დღე აღინიშნება

14 აპრილს დედა ენის დღე აღინიშნება

14.04.2019 -
14 აპრილი ქართული ენის დღეა. 1978 წლის ამ დღეს, თბილისში საქართველოს კომუნისტური პარტიის მიერ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის საპასუხოდ დემონსტრაციები ჩატარდა.1990 წლიდან კი დედა ენის დღედ დაწესდა.