30.11.2018 - ახალციხეში, სოფელ აწყურში მთის ფერდობზე მეწყერი საცხოვრებელ სახლებს აზიანებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ კედლები ყოველდღიურად იბზარება.
30.11.2018 - პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა შს სამინისტროს კანონპროექტი, რომელიც ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირებისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.
30.11.2018 - დარღვევები კენჭისყრის დღეს და ამომრჩევლის მოსყიდვა არჩევნებამდე. რაში ადანაშაულებენ ენმ–სა და „ოცნების“ წარმომადგენლები ერთმანეთს. ასევე, რას ფიქრობენ ოპონენტები ორ დეკემბერს დაანონსებულ აქციასა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე.
30.11.2018 - ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიამ დღეს, 30 ნოემბერს, N25 აბათხევის უბნიდან შესული საჩივარი განიხილა. ახალციხის ოლქში შესული მხოლოდ ეს ერთი საჩივარი იყო.
30.11.2018 - გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნას დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სამცხე–ჯავახეთში პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სხვადასხვაგვარად აფასებენ.
30.11.2018 - სამცხე–ჯავახეთში ენმ–ს შტაბების ხელმძღვანელების ნაწილი აცხადებს, რომ აქციაზე მიდის და მოსახლეობის ორგანიზებასაც გეგმავს, ნაწილს კი ჯერ არ გადაუწყვეტია წავა თუ არა.
30.11.2018 - „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი N20 ყვიბისის საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის გამო, საუბნო კომისიის თავმჯდომარის მაკა გელაშვილის დისციპლინური პასუხისმბებლობის საკითხის დაყენებას ითხოვდა.
30.11.2018 - გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. მან ორ დეკემბერს მშვიდობიანი აქციაც დააანონსა. ნახეთ, რას ფიქრობენ ამის შესახებ ახალციხელები.
30.11.2018 - ახალი ამბები სომხურ ენაზე – Եթերում Հարավային Դարպասի երեկոյան լուրերն են,տաղավարում աշխատում է Սիրանուշ Թթթյանը:
30.11.2018 - სამცხე–ჯავახეთში პოლიტიკური პარტიები კენჭისყრის დღეს აფასებენ. ოპოზიცია გაყალბებასა და ზეწოლებზე საუბრობს, მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციების მოწყობას გეგმავდა.
30.11.2018 - "ევროპული საქართველოს" ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, ისინი გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაანონსებული მშვიდობიანი მანიფესტაციის ორგანიზებაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
30.11.2018 - დღის მთავარი ამბები მოისმინეთ რადიო "სამხრეთის კარიბჭეს" საინფორმაციო გამოშვებაში. სტუდიაში თაკო ფეიქრიშვილი მუშაობს.
30.11.2018 - სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით სალომე ზურაბიშვილმა 52 333, გრიგოლ ვაშაძემ კი 31 636 ხმა მიიღო.
30.11.2018 - პირველი ტურისგან განსხვავებით მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილმა ყველაზე მეტი უბანი ახალციხესა და ადიგენში წააგო, ახალქალაქსა და ასპინძაში კი შედარებით მეტი უბანი მოიგო. რაც შეეხება ნინოწმინდასა და ბორჯომს აქ გრიგოლ ვაშაძე ზურაბიშვილთან ყველა უბანზე დამარცხდა.
30.11.2018 - სამცხე–ჯავახეთის ექვსივე ოლქში მეორე ტურზე არჩევნებში მონაწილეობა 85 551 კაცმა მიიღო, ამდენივე გაცემული ბიულეტენიდან 1 623 გაბათილდა. მათ შორის ორივე კანდიდატი რამდენმა ამომრჩეველმა გადახაზა უცნობია.
30.11.2018 - Եթերում Հարավային Դարպասի լուրերն են,տաղավարում աշխատում է Սիրանուշ Թթթյանը:
30.11.2018 - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი 79 000 ლარით ორი მანქანა იყიდა.
30.11.2018 - 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალური ძეგლის დადგმის თხოვნით ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიაში დეკანოზმა ალექსანდრე ქასრაშვილმა წერილობით ახალქალაქის მერს მიმდინარე წლის აპრილში მიმართა.
30.11.2018 - დღის ახალი ამბები მოისმინეთ რადიო "სამხრეთის კარიბჭეს" საინფორმაციო გამოშვებაში. სტუდიაში თაკო ფეიქრიშვილი მუშაობს.
30.11.2018 - ჯაზ-გიტარისტი, რომელმაც კარიერა 21 წლის ასაკში დაიწყო და საკუთარ მუსიკაში იყენებდა ჯაზის, პოპის, რიტმ-ენდ-ბლუზურისა და სკეტ-ვოკალის ელემენტებს – ჯორჯ ბენსონი.