30.09.2018 - 32 წლის კაცი ყვება, რომ იგი ადიგენში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი „ოპელით“ „ფოლკსვაგენს“ შეეჯახა. ავარიის შემდეგ „ფოლკსვაგენიდან“ ორი პიროვნება გადმოვიდა, მათ შორის ერთ–ერთი პოლიციის ფორმით გენადი კირვალიძე იყო. მას ორივე ფიზიკურად გაუსწორდა.
30.09.2018 - ახალციხის მეხუთე სკოლის მეშვიდე კლასმა ურავლის ხეობა ნარჩენებისგან დაასუფთავა. ღონისძიების დასრულების შემდეგ კი დასუფთავების აქციაში სხვა კლასები გამოიწვია. იდეის ავტორები მშობლები არიან და მათი მიზანია მოზარდებს ასწავლონ, რომ გარემოს დაბინძურება არ შეიძლება.
30.09.2018 - ახალციხეში პირველად ამერიკული კუთხის კოორდინატორების სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მათ სოციალური ქსელისა და ვებ–გვერდების მართვის გაუმჯობესებაზე ისაუბრეს.
29.09.2018 - დღეს, 29 სექტემბერს "ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ახალციხეში, მესხეთის დრამატული თეატრის დარბაზში ამომრჩევლებს შეხვდა.
29.09.2018 - ვარძიაში 29 სექტემბერს სახალხო დღესასწაული შოთაობა იზეიმეს.
29.09.2018 - ცაულინა მალაზონიას ბლოგი ჯავახეთიდან.
29.09.2018 - დღეს, 29 სექტემბერს, დილიდან ვარძიაში სპორტული და კულტურული ღონისძებები მიმდინარეობდა. ადგილობრივებმა მესხური კერძები და პროდუქტები, ასევე, ხელნაკეთი ნივთები გამოფინეს. ასე ასპინძაში "შოთაობა", უკვე 52–ედ იზეიმეს.
29.09.2018 - 29 სექტემბერს, ახალციხის ციხეზე "ევროპის დღე" აღინიშნა. ღონისძიების თემა "ჩვენი მრავალფეროვანი ევროპაა", რომელიც ევროპის ქვეყნების განსხვავებული კულტურების ერთობას გამოხატავს. ნახეთ ფოტოები ღონისძიებიდან.
29.09.2018 - "ევროპის დღე 2018", ახალციხის ციხის ტერიტორიაზე გასართობი და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნა. პარალელურად, დამთვალიერებლებს ევროკავშირის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაციის მიღება შეეძლოთ.
29.09.2018 - დღეს, 29 სექტემბერს, ასპინძაში სახალხო დღესასწაულს "შოთაობა 2018"–ს აღნიშნავენ. საზეიმო ღონისძიება ვარძიის ისტორიული კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
28.09.2018 - დღეს, 28 სექტემბერს, მთლი დღის განმავლობაში იუსტიციის სახლებში უპრეცედენტო რიგების გამო, მთავრობამ კომპანიებს რეესტრში რეგისტრირების ვადა ერთი თვით გადაუწია.
28.09.2018 - ახალქალაქის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. ნახეთ რას ყვება ფაქტის თვითმხილველი საქმეზე, რომელზეც შსს–მ ძიება დაიწყო.
28.09.2018 - ახალქალაქის საოლქო კომისიის წევრი გაერთიანებული ოპოზიციიდან ამბობს, რომ კომისიის თავმჯდომარესთან დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მას ქართულად საუბარი მოსთხოვა. თავმჯდომარე მომხდარს პროვოკაციად აფასებს. ფაქტზე შსს–მ ძიება დაიწყო.
28.09.2018 - USAID-ის დემოკრატიის მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის ახალი დირექტორი სამცხე–ჯავახეთს ესტუმრა. ადამ შმიტი რეგიონში საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროექტებს გაეცნო.
28.09.2018 - კომპანიებმა და მეწარმეებმა თავიანთი ბიზნესი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დღის ბოლომდე უნდა დაარეგისტრირონ , წინააღმდეგ შემხვევაში ხვალიდან, 1 ოქტომბრიდან დაჯარიმდებიან, ამის გამო ახალციხის იუსტიციის სახლში მეწარმეების რიგია, ამიტომ უწყება საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
28.09.2018 - ახალი ამბები სომხურ ენაზე – Եթերում «Հարավային Դարպաս»-ի լուրերն են հայերեն լեզվով,տաղավարում Սիրանուշ Թթթյանն է:
28.09.2018 - საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახური სამცხე–ჯავახეთში 2–დან–7–წლამდე ბავშვების სისხლში ტყვიისა და წყლის შემცველობას იკვლევს. ასევე, იკლვევენ მოზარდების ზრდა–განვითარების დონეს.
28.09.2018 - დღის მთავარი თემები მოისმინეთ რადიო "სამხრეთის კარიბჭეს" საინფორმაციო გამოშვებაში. სტუდიაში თაკო ფეიქრიშვილი მუშაობს.
28.09.2018 - ადიგენის მერიაში ამბობენ, რომ მათ იმ ოჯახის მდგომარეობა, რომელმაც ბავშვი სოციალური პრობლემების გამო პანსიონატში ჩააბარა, შეისწავლეს.
28.09.2018 - ახალი მბები სომხურ ენაზე – եթերում Հարավային Դարպասի լուրերն են,տաղավարում Սիրանուշ Թթթյանն է: