29.06.2018 - უახლოეს დღეებში მოსალოდნელი განსაკუთრებით ცხელი დღეების გამო ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი შეიცვალა.
29.06.2018 - ახალციხის მერიაში საპატიო მოქალაქის კანდიდატების წარსადგენად ექვსი განაცხადი შევიდა. მათ შორის შერჩეულ სამ საპატიო მოქალაქეს საზეიმოდ ხვალ, 30 ივნისს, „ახალციხელობის“ დღესასწაულზე წარადგენენ.
29.06.2018 - ქალაქისა და თემის გაერთიანების შემდეგ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბაღებში საზაფხულო არდადეგები გაუქმდა.
29.06.2018 - ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად, ოთახებში კომპიუტერებს და ვიდეოკამერებს ამონტაჟებენ. ცენტრის ხელმძღვანელის გელა ინასარიძის განმარტებით შენობაში არის საკმარისი სივრცე და სიგრილე იმისთვის, აბიტურიენტებმა და მასწავლებლებმა კონფორტულად დაწერონ.
29.06.2018 - ნოდულარული დერმატიტი – სამცხე–ჯავახეთში საქონლის ახალი დაავადება გავრცელდა. როგორია მისი კლინიკური ნიშნები და როგორ ვუმკურნალოთ დაავადებულ პირუტყვს.
29.06.2018 - დღის სიახლეები სომხურ ენაზე – Եթերում Հարավային Դարպասի լուրերն են,տաղավարում Սիրանուշ Թթթյանն է:
29.06.2018 - დღის მთავარი ამბები მოისმინეთ რადიო "სამხრეთის კარიბჭეს" შემაჯამებელ საინფორმაციო გამოშვებაში.
29.06.2018 - ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ცოლის ცემაში ბრალდებულ პოლიციელს იაკობ ბლუაშვილს წელიწადნახევარი პირობითი მსჯავრი შეუფარდა, ასევე, ორი წლით გამოსაცდელი ვადა დაუწესა.
29.06.2018 - სახალხო დამცველის კვლევა, რომლის მიხედვითაც გამოკითხული ბავშვების 44,3 % აღიარებს, რომ დაცინვისა და ჩაგვრის მსხვერპლი გამხდარა. რას ფიქრობენ ახალციხეში, რამდენად სერიოზულ პრობლემად მიაჩნიათ ბულინგი და რა უნდა გაკეთდეს პრევენციისთვის.
29.06.2018 - დღის სიახლეები სომხურ ენაზე – Եթերում Հարավային Դարպասի լուրերն են,տաղավարում Սիրանուշ Թթթյանն է:
29.06.2018 - სამლოცველო სახლი და ობოლ ბავშვთა თავშესაფარი, ადგილი, სადაც დუხობორებმა იდენტობა შეინარჩუნეს. ნინოწმინდაში, სოფელ გორელოვკაში, დაახლოებით, ათამდე მოსახლეა შემორჩენილი, მაშინ როცა ჯავახეთში დუხობორები შვიდ სოფელში ცხოვრობდნენ.
29.06.2018 - ასპინძის, სოფელ ტოლოშის გოგონათა გუნდმა გარბენში "საქართველოს სასკოლო ოლიმპიადა 2018–ის" გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება.
29.06.2018 - დღის სიახლეები მოისმინეთ რადიო "სამხრეთის კრიბჭეს" საინფორმაციო გამოშვებაში. სტუდიაში თაკო ფეიქრიშვილი მუშაობს.
29.06.2018 - დამტვრეული ფანჯრები, დაზიანებული კიბეები, ამორტიზებული სცენა და დაბზარული კედლები. ახალციხეში სოფელ წყორძაში ახალგაზრდული ცენტრის შენობა ავარიულია.
29.06.2018 - 30 ივნისსა და 1–ელ ივლისს, Black Sea Arena-ზე ბრიტანელი მუსიკოსი ელტონ ჯონი კონცერტებს გამართავს. მომღერალი, ცნობილ ჰიტებთან ერთად, სიმღერებს ბოლო სტუდიური ალბომიდან -Wonderful Crazy Night შეასრულებს.