06.04.2018 - რვა აპრილს მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. სააღდგომო სუფრისთვის მზადება უკვე დაწყებულია, ამიტომ ბაზარში განსაკუთრებით ბევრი მყიდველია.
06.04.2018 - არაერთ უჩვეულო და იდუმალსახელიან სოფელს შეხვდებით სამცხე–ჯავახეთში, თუმცა "სამხრეთის კარიბჭე" ამჯერად ახალციხის გარშემო მდებარე ოთხ სოფელში გთავაზობთ მოგზაურობას: ანდრიაწმინდა, მიქელწმინდა, ელიაწმინდა, გიორგიწმინდა.
06.04.2018 - ახალციხის მერიის იურიდიული სამსახურის ყოფილ უფროსს მერი გოგოლაურს, სამი სასარჩელო მოთხოვნიდან სასამართლომ ორი დაუკმაყოფილა.
06.04.2018 - ადიგენში დამეწყრილი მონაკვეთის მოშორებით, ახალ გზას გაიყვანენ. მანამდე კი ორი სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. ადგილობრივები, მეწყერის გააქტიურებაში „შპალსაჟღენთ ქარხანას“ ადანაშაულებენ. კომპანიას ამ გზაზე სატვირთო მანქანებით ხე–ტყე გადააქვს.
06.04.2018 - „სურსათის ეროვნული სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ხორცის და ხორცპროდუქტების შეძენისგან, ისეთ ადგილებში, სადაც ჰიგიენური ნორმები და ხორცის შენახვის პირობები დაცული არაა.
06.04.2018 - დღის სიახლეები მოისმინეთ სომხურ ენაზე – Եթերում Հարավային Դարպասն է,հայերեն լուրերի թողարկումն է,տաղավարում աշխատում է Սիրանուշ Թթթյանը:
06.04.2018 - დღის მთავარი ამბები რადიო "სამხრეთის კარიბჭეს" შემაჯამებელ გამოშვებაში. სტუდიაში თაკო ფეიქრილშვილი მუშაობს.
06.04.2018 - ჯანდაცვის სამინისტრომ, ნინოწმინდის სასწრაფო დახმარების ცენტრს, ჯიპის ტიპის მანქანა გადასცა. სპეცმანქანით გადაადგილება განსაკუთრებით რთულ რელიეფზეც შესაძლებელია.
06.04.2018 - ახალქალაქში ძლიერმა ქარმა, 17 სოფელში, დაახლოებით, 50–მდე შენობის სახურავი დააზიანა, რის გამოც მუნიციპალიტეტს 115 000 ლარის ზარალი მიადგა.
06.04.2018 - მოისმინეთ დღის სიახლეები სომხურ ენაზე – Եթերում Հարավային Դարպասն է,հայերեն լուրերի թողարկումն է,տաղավարում աշխատում է Սիրանուշ Թթթյանը:
06.04.2018 - თურქეთის სამ მოქალაქეს, რომლებიც გუშინ, ხუთ აპრილს, საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს, ინტოქსიკაცია დაუდგინდათ. მათი მდგომარეობა სტაბილურია.
06.04.2018 - მთავრობის გადაწყვეტილებით ექვსი აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა. ტყიბულის შახტაში დაღუპული მუშების ხსოვნის პატივსაცემად, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
06.04.2018 - დღის სიახლეები მოისმინეთ რადიო "სამხრეთის კარიბჭეს" 12:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში. სტუდიაში თაკო ფეიქრიშვილი მუშაობს.
06.04.2018 - რა თანხას მოახმარენ ქველმოქმედებას ცნობილი მომღერლები – უსმინეთ მარიამ ბარძიმაძეს დილის ეთერში, ტალღაზე 97.5
06.04.2018 - აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ახალციხის ციხის ადმინისტრაცია ორი დღით, სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი კი ოთხი დღით ისვენებს.
06.04.2018 - გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6-დან 9 აპრილის ჩათვლით, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
06.04.2018 - 10 აპრილიდან ცესკოს პროექტისთვის, "საარჩევნო ადმინისტრაციის კურსები" რეგისტრაცია იწყება. მსურველებმა აპლიკაცია შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში უნდა შეავსონ.