სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE
დედის დღე ახალციხეში [Photos]

დედის დღე ახალციხეში [Photos]

03.03.2018 -
ახალციხის ცენტრალურ პარკში თოჯინების თეატრმა დედის დღესთან დაკავშირებით პატარა მაყურებელს სპექტაკლი "დათუნია დრუნჩა" უჩვენა. ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებმა დედები ყვავილებით დაასაჩუქრა.
ახალციხის მერიის და საკრებულოს თანამშრომლებმა ახალშობილთა დედებს 3 მარტი მიულოცეს

ახალციხის მერიის და საკრებულოს თანამშრომლებმა ახალშობილთა დედებს 3 მარტი მიულოცეს

03.03.2018 -
დღეს, 3 მარტს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს თანამშრომლებმა კლინიკა "იმედში" და ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში ახალშობილთა დედებს დედის დღე მიულოცეს და საჩუქრად ყვავილები და ბავშვთა მოვლის საშუალებები გადასცეს.
რაგბის გუნდი "ტაო" ხაშურის "ლეგიონს" ხვდება

რაგბის გუნდი "ტაო" ხაშურის "ლეგიონს" ხვდება

03.03.2018 -
დღეს, 3 მარტს ხაშურის რაგბის მოედანზე ჭაბუკთა ა ლიგის გარდამავალი ტურნირი მიმდინარეობს.
ვალეში "ჯანმრთელობის სახლი“ გაიხსნება

ვალეში "ჯანმრთელობის სახლი“ გაიხსნება

03.03.2018 -
ქალაქ ვალეში, სასაზღვრო ჯარების კომენდატურის ყოფილი შენობაში "ჯანმრთელობის სახლი" განთავსდება. შენობის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 235 735 ლარი დაიხარჯება.
ახალციხეში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე შვიდი პირი დააკავეს

ახალციხეში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე შვიდი პირი დააკავეს

03.03.2018 -
სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით საქართველოს 2, უზბეკეთის 1 და ბანგლადეშის რესპუბლიკის 4 მოქალაქე დააკავეს.
3–4 მარტს საქართველოში ტემპერატურა 20 გრადუსამდე მოიმატებს

3–4 მარტს საქართველოში ტემპერატურა 20 გრადუსამდე მოიმატებს

03.03.2018 -
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 მარტს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის საათებში +15, +20, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
საყუნეთში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საყუნეთში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

03.03.2018 -
ახალციხეში, სოფელ საყუნეთის ახალგაზრდულ ცენტრში 3 მარტის, დედის დღის აღსანიშნავად ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიებაზე მოწვეული მრავალშვილიანი დედები ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებების გაერთიანებამ ვარდებით დაასაჩუქრა.