27.01.2018 - დღეს, 27 იანვარს ბორჯომში "ბე–ემ–ვეს" მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
27.01.2018 - დღეს, 27 იანვარს პარლამენტარმა ენზელ მკოიანმა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს თანამშრომლებმა ნინოწმინდის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს, წმინდა ნინოს დღესასწაული მიულოცეს და საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ.
27.01.2018 - ადიგენში, სოფელ ბოლაჯურში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 118 000 ლარი დაიხარჯება.
27.01.2018 - ასპინძაში, სოფელ ნიჯგორთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ ახალგაზრდა მამაკაცს, ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში საოპერაციოდ ამზადებენ. ექიმების განმარტებით დაშავებულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
27.01.2018 - ასპინძაში, სოფელ ნიჯგორთან ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი "სუბარუს" და "ჟიგულის" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად 20 წლის მამაკაცი დაშავდა.
27.01.2018 - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 27 იანვარს მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს.ამ დღეს ყველა მოქმედ ტაძარში წირვა აღევლინება.
27.01.2018 - რამდენად ჩართულია თემი თვითმმართველობის მუშაობაში, როგრო ახერხებენ სოფლად მცხოვრებლები თავიანთი პრობლემების ხელისუფლებამდე მიტანას და რა ფორმებს იყენებენ ამისთვის.