სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE
ნინოწმინდაში სპილენძის სადენების ქურდობისათვის  სამი პირი დააკავეს

ნინოწმინდაში სპილენძის სადენების ქურდობისათვის სამი პირი დააკავეს

17.12.2017 -
შსს–ს ინფორმაციით, მარაბდა-კარწახის რკინიგზის სადგურ „ნინოწმინდაში“, გაჩერებული დრეზინიდან სპილენძის საკონტაქტო სადენების ქურდობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე სამი პირი დააკავეს. ბრალდებულებს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ბორჯომში 15 ობიექტის მოწყობა–რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომში 15 ობიექტის მოწყობა–რეაბილიტაცია მიმდინარეობს

17.12.2017 -
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა უბანში 15 ობიექტის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 88 673 ლარი იხარჯება.
მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს

17.12.2017 -
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 17 დეკემბერს წმინდა დიდმოწამე ქალწულის, ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია შესრულდება.