17.10.2017 - დღის მთავარი ამბები მოისმინეთ სომხურ ენაზე.
17.10.2017 - დღის მთავარი ამბები მოისმინეთ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში. საეთერო სტუდიაში ლუბა გიორგაძე მუშაობს.
17.10.2017 - გადაცემა "საფეხურში" ახალციხის N1 საჯარო სკოლის გაჭიანურებულ სარეაბლიტაციო სამუშაოებზე ვსაუბრობთ. რატომ ვერ დასრულდა ამ ხნის განმავლობაში სარემონტო სამუშაოები და როდის აღდგება სასწავლო პროცესი რეაბილიტირებულ შენობაში, მოისმინეთ გადაცემაში.
17.10.2017 - ერთ–ერთი ყველაზე კონკურენტული თვითმმართველობის არჩევნები ასპინძას ელის. აქ, მოსახლეობას არჩევანის გაკეთება ოთხ კანდიდატს შორის მოუწევს.
17.10.2017 - სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის თანახმად საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ხშირია ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევები. 83 ფოკუს ჯგუფიდან 78-ში ბავშვებმა აღნიშნეს, რომ მათ მიმართ ადგილი აქვს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ ძალადობას.
17.10.2017 - ახალციხეში, ცოლის დაჭრაში ბრალდებულის საქმეზე, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მტკიცებულებები უდაოდ ცნო და საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა. მომდევნო სხდომაზე შესაძლოა განაჩენი გამოცხადდეს.
17.10.2017 - საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს სკოლებში ბულინგი და უცხო პირების მიერ სკოლაში შეღწევა კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება.
17.10.2017 - გზებისა და ტროტუარების მოწესრიგება; სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა; პარკები, სკვერები და სხვა საჯარო ადგილები, გამწვანება, გარე განათება; ბაღებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმისაწვდომობა და გაუმჯობესება და ნარჩენების მართვა – ქალი ამომრჩევლების საჭიროებების კვლევის შედეგები გამოქვეყნდა

17.10.2017 - კანდიდატებს იცნობენ, – ზოგს შეხვედრებიდან, ზოგს ღობეებზე გამოკრული პალაკატებიდან; დაპირებების ნაკლებად სჯერათ, – ბევრჯერ გაუცრუვდათ იმედი; ღიად უმეტესად ხელისუფლების მხარდამჭერები ლაპარაკობენ – ახალციხის სოფლები არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე.
17.10.2017 - საინფორმაციო გამოშვება სომხურ ენაზე, ყოველ დღე, 14:00 საათზე რადიო "სამხრეთის კარიბჭეს" ეთერში.
17.10.2017 - არჩევნებამდე ერთი კვირა დარჩა, თუმცა ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი რომელ შენობაში იმუშავებს თემისა და ქალაქის გაერთიანების შემდეგ ჩამოყალიბებული მუნიციპალიტეტი.
17.10.2017 - სოფელი პატარა კონდურა 1829 წელს, ერზრუმიდან გადმოსახლებული მოსახლეობით დასახლდა. თუმცა ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლები მიუთითებს, რომ აქ მოსახლეობა ადრეც ცხოვრობდა.
17.10.2017 - ორჯერ ჩაშლილი ტენდერის შემდეგ, ახალციხის მერიამ 2016 წლის აგვისტოს სტიქიის დროს დაზარალებულთა დასახმარებლად გამარჯვებული კომპანია გამოავლინა. შპს „მოდუსი“ სამშენებლო მასალებს 95 839 ლარად შეიძენს.
17.10.2017 - საინფორმაციო გამოშვება რადიო "სამხრეთის კარიბჭეს" ეთერში. 12:00 საათზე ახალ ამბებს ლუბა გიორგაძე გაცნობთ.
17.10.2017 - "სამხრეთის კარიბჭეს" დილის ეთერში კიდევ ერთ ქართულ ჯგუფს გაგაცნობთ, რომლის მუსიკალური სტილი იმპროვიზებული ფოლკლორია. ჯგუფი "ურსა" და მათი კომპოზიცია Sk განწყობისათვის.
17.10.2017 - ახალციხე–ასპინძის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ იდუმალასთან მომხდარი ავარიის შედეგად, 55 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.
17.10.2017 - ვალეს საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშაოები სექტემბრის ნაცვლად წლის ბოლოს დასრულდება; მშენებელ კომპანიას სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობის გამო აჯარიმებენ;