"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE
‘ნაციონალების’ აქტივისტის ცემაზე პასუხისგებაში ხუთი პირი მისცეს

‘ნაციონალების’ აქტივისტის ცემაზე პასუხისგებაში ხუთი პირი მისცეს

04.08.2017 -
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი კოორდინატორის ბეგლარ კაპანაძის, მისი მამისა და შვილის ცემის საქმეზე, პასუხისგებაში ხუთი პირი მისცეს. ხუთივე მათგანი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ხუთივე სხვადასხვა დროს ახალციხის მერიაში, ან მერიას დაქვემდებარებულ უწყებაში მუშაობდა, ორი ახლაც მუშაობს.
ხვალ ასპინძა ფოლკლორულ ფესტივალს უმასპინძლებს

ხვალ ასპინძა ფოლკლორულ ფესტივალს უმასპინძლებს

04.08.2017 -
ხვალ, 5 აგვისტოს, დაბა ასპინძაში რეგიონალური ფოლკლორული ფესტივალი „ფუძეობა“ გაიმართება, დევიზით - დაუბრუნდი შენს ფუძეს! ფესტივალს, დღის ბოლოს, პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, ნიაზ დიასამიძისა და ჯგუფი 33ა-ს კონცერტი დაასრულებს.
ახალქალაქში ვალუტის გადამცვლელი ჯიხურის მეპატრონე დააყაჩაღეს

ახალქალაქში ვალუტის გადამცვლელი ჯიხურის მეპატრონე დააყაჩაღეს

04.08.2017 -
ქალაქ ახალქალაქში ორმა ნიღბიანმა პირმა, ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში მომუშავე პირი, ამავე ჯიხურის მეპატრონე დააყაჩაღა. წაღებულია რამდენიმე ათასი დოლარი.
სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე თბილისში გადაიყვანეს

სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე თბილისში გადაიყვანეს

04.08.2017 -
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე თბილისში გადაიყვანეს. იგი გლდანი – ნაძალადევის სამმართველოს უხელმძღვანელებს.
ახალციხის მერიამ 6–თვიანი მუშაობა შეაჯამა

ახალციხის მერიამ 6–თვიანი მუშაობა შეაჯამა

04.08.2017 -
„ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით ჩავარდანაა, მაგრამ საერთო ჯამში კარგად ვიმუშავეთ“ – დღეს, 4 აგვისტოს, ქალაქ ახალციხის საკრებულოს დეპუტატებმა აღმასრულებელი ხელისუფლებისგან 6–თვიანი მუშაობის ანგარიში მოისმინეს.
მტვერსასრუტი მანქანის შეძენის ნაცვლად, ახალციხეში ქუჩებს მოაასფალტებენ

მტვერსასრუტი მანქანის შეძენის ნაცვლად, ახალციხეში ქუჩებს მოაასფალტებენ

04.08.2017 -
ახალციხის მერიამ მტვერსასრუტი მანქანის შეძენა გადაიფიქრა, მისთვის განკუთვნილი თანხა 180.000 ლარი, ქალაქის ქუჩების მოასფალტებას მოხმარდება.
კვირის აქცენტი: რისთვის სჭირდება ახალციხეს ქალაქის სტატუსი [Video]

კვირის აქცენტი: რისთვის სჭირდება ახალციხეს ქალაქის სტატუსი [Video]

04.08.2017 -
ინიციატივას, გააუქმოს შვიდი თვითმმართველი ქალაქი, მუნიციპალიტეტები დუმილით ხვდებიან; არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია კი საფრთხეებზე საუბრობს.
შუადღე FM 97.5-ზე მარიამ ბარძიმაძესთან ერთად [Audio]

შუადღე FM 97.5-ზე მარიამ ბარძიმაძესთან ერთად [Audio]

04.08.2017 -
გამოგონებები, რომლებმაც ისტორია შეცვალეს – მოისმინეთ რადიო "სამხრეთის კარიბჭეს" შუადღის ეთერში საინტერესო და სასარგებლო ამბები.
გამოიცა საქართველოსა და სომხეთის მოსაზღვრე რეგიონების ტურისტული გზამკვლევი

გამოიცა საქართველოსა და სომხეთის მოსაზღვრე რეგიონების ტურისტული გზამკვლევი

04.08.2017 -
საქართველოს, – სამცხე–ჯავახეთისა და სომხეთის, – შირაკის მხარის ტურისტულ ძეგლებს, ერთ წიგნში მოუყარეს თავი. ტურისტული გზამკვლევი სამ – ინგლისურ, ქართულ და სომხურ ენებზეა და დაგეხმარებათ დაგეგმოთ ტურისტული მოგზაურობა მეზობელი ქვეყნების საზღვრისპირა რეგიონებში.
ხმა სოფლიდან: პატარა დასახლება დიდი პრობლემებით [Audio]

ხმა სოფლიდან: პატარა დასახლება დიდი პრობლემებით [Audio]

04.08.2017 -
ახალციხეში, "დიატომიტის" დასახლებაში 15 ოჯახი ცხოვრობს.იგი გასული საუკუნის 80–იან წლებში აშენდა და იმ მუშების ოჯახები ცხოვრობენ, რომლებიც სოფელ წყორძის მახლობლად, დიატომიტის საბადოში მუშაობდნენ. როგორც ადგილობრივები ამბობენ, საბადო 30 წელია დახურულია, ამდენივე წელია რაც აქაური მაცხოვრებლები უმუშევრად დარჩნენ.
სომხურენოვანი საინფორმაციო გამოშვება – 4 აგვისტო [Audio]

სომხურენოვანი საინფორმაციო გამოშვება – 4 აგვისტო [Audio]

04.08.2017 -
მოისმინეთ ახალი ამბები რადიო "სამხრეთის კარიბჭეს" 14:00 საათიან გამოშვებაში. სომხურ ენაზე გაგაცნობთ რა ხდება და რა იგეგმება დღეს, 4 აგვისტოსს რეგიონისა და ქვეყნის მასშტაბით.
საინფორმაციო გამოშვება 12:00 საათზე – 4 აგვისტო [Audio]

საინფორმაციო გამოშვება 12:00 საათზე – 4 აგვისტო [Audio]

04.08.2017 -
მოისმინეთ ახალი ამბები რადიო "სამხრეთის კარიბჭეს" 12:00 საათიან გამოშვებაში თინათინ ზაზაძესთან ერთად.
დილა FM 97.5 - ზე მარიამ ბარძიმაძესთან ერთად [Audio]

დილა FM 97.5 - ზე მარიამ ბარძიმაძესთან ერთად [Audio]

04.08.2017 -
რომელი პროდუქტების შენახვა შეგიძლიათ მაცივარში და რომელ ადგილზე უნდა განათავსოთ ბოსტნეული, კონსერვი თუ რძის პროდუქტები – უსმინეთ სასარგებლო რჩევებს დილის ეთერიდან. საინტერესო ამბები თქვენთვის მარიამ ბარძიმაძემ მოიძია.