22.12.2016 - ახალციხის მერიაში ხუთ პოზიციაზე, მოხელეთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდება. პარალელურად, კომისიას, რომელმაც თანამშრომლები უნდა შეარჩიოს, ახალი თავმჯდომარე ჰყავს და ახალი მოთხოვნები აქვს.
22.12.2016 - რადიო "სამხრეთის კარიბჭეს" 22 დეკემბრის შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება.
22.12.2016 - 8 ხმით, 4–ის წინააღმდეგ, ქალაქ ახალციხის საკრებულომ, 2017 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს უმცირესობამ მხარი არ დაუჭირა.
22.12.2016 - რადიო 'სამხრეთის კარიბჭეს' გადაცემაში "ღია საუბარი" ვსაუბრობთ თემაზე – მეორადი მაღაზიები და მეორადი ნივთების მომხმარებლები, რომლებიც ამ ფაქტს მალავენ.
22.12.2016 - დღეს, 22 დეკემბერს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ფილმის – „სუფრაჟისტები“ ჩვენება და დისკუსია მოეწყო.
22.12.2016 - რადიო „სამხრეთის კარიბჭეს“ ეთერში, 18:00 საათზე, ახალ ამბებს თამუნა უჩიძე გაგაცნობთ;
22.12.2016 - დღეს, 22 დეკემბერს, ბორჯომში, 35 წლის პოლიციელი, საკუთარ სახლში, გარდაცვლილი ნახეს. შსს მომხდარს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს.
22.12.2016 - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, მოხეს სადავო შენობას, მხოლოდ იმ შემთხვევაში მიენიჭება, თუ ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიერ შენობის შესწავლის შემდეგ, ამ ნაგებობის კულტურული ღირებულება დადასტურდება;
22.12.2016 - ნახანძრალ ვარძიაში სარესტავრაციო სამუშაოები შეჩერდა და იანვარში უნდა გაგრძელდეს. რა ფორმით აღდგება კედლის მხატვრობა, ჯერ უცნობია.
22.12.2016 - საახალწლო დღესასწაულის თანმდევი ტრადიციული სუფრა და დაუსრულებელი ქეიფი, იანვრის მეორე ნახევარში ზედმეტი კილოგრამების გამო შექმნილი უხასიათობის მიზეზია და ხშირად დღესასწაულის პერიოდშიც კი ჩრდილს აყენებს საზეიმო განწყობას.
22.12.2016 - ვარძიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოებს იანვრიდან უცხოელი სპეციალისტები განაახლებენ;
22.12.2016 - ახალქალაქსა და ნინოწმინდაში საახალწლო მზადება დაწყებულია. საახალწლო განათებებით ცენტრალური ქუჩები უკვე ირთვება. 31 დეკემბერს საახაწლო კონცერტში მონაწლეობას ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები მიიღებენ.
22.12.2016 - რადიო "სამხრეთის კარიბჭეს" 14:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვება.
22.12.2016 - ქართველი ფოტოგრაფის რობი სმიტის ფოტოები და ვიდეოები ულამაზესი, თოვლიანი ბორჯომიდან.
22.12.2016 - დღეს, 22 დეკემბერს, ქალაქ ახალციხის საკრებულო 2017 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს დაამტკიცებს. საკრებულოს სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული.
22.12.2016 - ნინოწმინდაში მომხდარი ყაჩაღობისა და მკვლელობის საქმეში მსჯავრდებულ ივანე გელაშვილთან პროკურატურამ საპროცესო გააფრომა;
22.12.2016 - რადიო „სამხრეთის კარიბჭეს“ ეთერში, 12:00 საათზე, ახალ ამბებს თამუნა უჩიძე გაგაცნობთ;
22.12.2016 - 25 დეკემბრიდან მგზავრებს განახლებული ბორჯომ–ბაკურიანის მატარებელი, ე.წ "კუკუშკა" მოემსახურება.
22.12.2016 - სკოლის პედაგოგებისთვის გამოცდის ჩასაბარებლად ახალი სქემა დამტკიცდა. რომელიც ბარიერების გადალახვას უკავშირდება. განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, ახალი სქემა წერილობითი ფორმით უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.
22.12.2016 - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზის რამდენიმე საუღელტეხილო მონაკვეთზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები.